მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი მამა იყო ერეკლე II - პირველი აცრა ვაჟისთვის და წერილები ნაბოლარა ქალიშვილს
როგორი მამა იყო ერეკლე II - პირველი აცრა ვაჟისთვის და წერილები ნაბოლარა ქალიშვილს

მეფე ერეკ­ლე მე­ო­რეს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი ჰყავ­და. "პა­ტა­რა კახი" სამ­ჯერ იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში, მისი შვი­ლე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა კი დღემ­დე ცნო­ბი­ლი არ არის. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მას ცა­მე­ტი ვაჟი და თერ­თმე­ტი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. ამათ­გან, ზოგი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს ინა­ხავს ერეკ­ლეს და მისი ზო­გი­ერ­თი შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერეკ­ლე მეფე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც სა­კუ­თარ შვილს სა­მე­დი­ცი­ნო აცრა ჩა­უ­ტა­რა. ის­ტო­რი­კო­სი ვაჟა კიკ­ნა­ძე ერეკ­ლე მე­ფის რამ­დე­ნი­მე წე­რილ­საც გაგ­ვახ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ქარ­თველ მო­ნარ­ქს, სრუ­ლი­ად სხვა კუ­თხით დაგ­ვა­ნა­ხებს და წარ­მოდ­გე­ნას შეგ­ვიქ­მნის, რო­გო­რი მამა იყო ის.

"ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ მის­ცა ერეკ­ლე მე­ო­რემ უფ­ლე­ბა 1772 წელს აეც­რათ მისი მე­სა­მე ვაჟი იუ­ლო­ნი, შე­იძ­ლე­ბა ისიც იყო, რომ მის თვალ­წინ ბევ­რი მცი­რე­წლო­ვა­ნი იღუ­პე­ბო­და, იმ დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ჯერ შავი ჭი­რის, შემ­დეგ კი ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია იყო მო­დე­ბუ­ლი. ამ აც­რამ­დე ცოტა ხნით ადრე, 8 წლის უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი და­ნიშ­ნულ იქნა ჩერ­ქეზ გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი გი­რე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. ჩერ­ქე­ზებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ერეკ­ლეს. ხში­რად იყე­ნებ­და მათ და­ქი­რა­ვე­ბულ ჯარს ლე­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­რე­ე­ებ­თან და­ნა­თე­სა­ვე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მის­თვის და ქვეყ­ნის­თვის. ქორ­წი­ნე­ბა 4 წლის შემ­დეგ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩერ­ქეზ სა­პა­ტარ­ძლოს ყვა­ვი­ლი შეჰყრია. სას­წრა­ფოდ ჩერ­ქე­ზეთ­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ. იმ­დრო­ინ­დელ ჩერ­ქე­ზეთ­ში უკვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა აც­რე­ბი, მაგ­რამ ვე­ღარ მო­უს­წრი­ათ ზო­მე­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბა, რის გა­მოც გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლა. რო­გორც პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნი გვი­ამ­ბობს ეს ამ­ბა­ვი 1758 წელს მომ­ხდა­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვოლ­ტერ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლიც უძღვნა აც­რას და ჩერ­ქე­ზე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ამ მხრივ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გამო მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ის შე­დე­გად უნდა გა­და­ე­წყვი­ტა ერეკ­ლეს მისი მე­სა­მე ვა­ჟის - იუ­ლო­ნის აცრა, რო­დე­საც ყვა­ვი­ლის ეპი­დე­მია გავ­რცელ­და და მე­ფემ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და­ი­ნა­ხა. მისი მხრი­დან ეს არ იყო ად­ვი­ლად გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯი. რო­გორც ჩანს, აც­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში ერეკ­ლე მეფე და­არ­წმუ­ნეს ევ­რო­პელ­მა პად­რებ­მა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ უფ­ლის­წულს რა­ი­მე სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ამი­ტო­მაც და­თან­ხმდა ერეკ­ლე, რომ იუ­ლო­ნი აეც­რათ.

ამის შე­სა­ხებ მეფე პი­რა­დად წერს თა­ვის ერთ-ერთ მო­ხე­ლეს - რე­ვაზ ამი­ლახ­ვარს, სა­დაც პირ­ვე­ლად იყე­ნებს ისეთ ტერ­მინს, რო­გო­რი­ცაა "აჭრა". "იუ­ლო­ნი ავ­ჭე­რით და ახლა გა­ცხე­ლე­ბუ­ლიც არი­სო", ანუ სი­ცხე აქ­ვსო. რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, შემ­დგომ­ში იუ­ლო­ნი ბრძო­ლებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი და მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იუ­ლო­ნის აც­რის შე­სა­ხებ გერ­მა­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რი იო­ჰა­ნეს გი­ულ­დენშტე­დტიც წერს - ერეკ­ლემ გა­რის­კა და ნება დარ­თო კა­თო­ლი­კე პად­რებს, ყვა­ვი­ლის აც­რე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ მისი შვი­ლის­თვი­სო..

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერეკ­ლე მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო ქარ­თველ მე­ფე­თა­გან...

- სხვა­დას­ხვა ცნო­ბით მას 21 და მეტი შვი­ლი ჰყავ­და. მის­მა არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­მა წე­რი­ლებ­მა, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად და­ა­ხა­სი­ა­თა ერეკ­ლე მე­ო­რე, რო­გორც მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა. ეს წე­რი­ლე­ბი მთლი­ა­ნად, ნა­ბო­ლა­რა შვილს - თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვილს ეხე­ბა; თეკ­ლა ბიჭს, რო­მელ­საც მო­ფე­რე­ბით ეძახ­და იმის გამო რომ ვაჟ­კა­ცუ­რად გა­მო­წყო­ბი­ლი და­დი­ო­და და ნა­დი­რო­ბა და ჯი­რი­თი იცო­და. მის­თვის 4 წლის ასაკ­ში, 1780 წელს მეფე-მა­მას სა­ხუ­მა­რო ბრძა­ნე­ბაც და­უ­წე­რია - "გი­ბო­ძეთ ეს სი­გე­ლი შენ, ჩვენს ქალს - თეკ­ლა ბი­ჭ­სა. თუმ­ცა, აქამ­დის შენ ყვე­ლა­სა­გან ქა­ლად იყა­ვი ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ, ამი­ე­რიდ­გან გი­წყა­ლო­ბებ ბი­ჭის სა­ხელს და ვუბ­რძა­ნებთ ყვე­ლას შენს ძმებ­სა და დებს, ამი­ე­რი­დან გი­წო­დონ თეკ­ლა ბიჭი". ამას ხე­ლის­მო­წე­რით ამ­ტკი­ცებს ერეკ­ლე მე­ო­რე, იუ­ლონ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი და ან­ტონ კა­თა­ლი­კო­სი, რო­მე­ლიც ერეკ­ლეს ძმა გახ­ლდათ.

ცნო­ბი­ლია რომ შემ­დეგ­ში მშვე­ნი­ე­რი ქალი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა იყო თვი­თონ თეკ­ლა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც სამ­შობ­ლოს 3 ვაჟ­კა­ცი გა­უ­ზარ­და, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი 1832 წლის აჯან­ყე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ბო­და, უფ­რო­სი, ალექ­სან­დრე (პუპ­ლია) ერთ-ერთი ლი­დე­რიც გახ­ლდათ ამ შეთ­ქმუ­ლე­ბის.

1781 წლით და­თა­რი­ღე­ბულ ერთ-ერთი წე­რილ­ში, რო­მელ­საც სა­ომ­რად წა­სუ­ლი ერეკ­ლე თეკ­ლას უგ­ზავ­ნის, დიდი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ჩანს:

"მად­ლი, წყა­ლო­ბა და მშვი­დო­ბა. თე­კუ­ნავ ჩემო, შენი სიბ­რძნით სავ­სე წიგ­ნი (ანუ წე­რი­ლი) მო­მი­ვი­და, რო­მე­ლის­გა­ნაც, შენ ხომ იცი, რა გო­ნი­ე­რი ქა­ლი­ცა ხარ, რო­გორც მე­ა­მე­ბო­და, მაგ­რამ უცხოს ოს­ტა­ტო­ბით და მდივ­ნო­ბით იყო შენი გარ­ჯი­ლო­ბა, უფრო რომ არა­ბულს ხელს გემ­სგავ­სე­ბი­ნა. მეტი სიღ­რმი­სა­გან ვე­ღარ აღ­მო­ვი­კი­თხეთ რა. შენ­თვის ახლა პირს კოც­ნა მიბ­რძა­ნე­ბია და ჩემ მა­გი­ე­რად დე­და­შენ­მა გა­კო­ცოს. ექ­ვსი კარ­გი ბრო­წე­უ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნია. ხვალ, ღვთით, კი­დევ ბევ­რს შაქ­რის ყი­ნულს, ნუღლს (და­შაქ­რულ ნუშს) და შა­ქარს გა­მო­გიგ­ზავ­ნი და თუ ღვთის ნე­ბაც იქ­ნე­ბა, ჩვენც წა­მო­ვალთ". წე­რილს გარ­შე­მო ბავ­შვის გა­სარ­თო­ბად და­ტა­ნი­ლი აქვს ლა­თი­ნუ­რი, ბერ­ძნუ­ლი, სპარ­სუ­ლი, სომ­ხუ­რი და 2 ქარ­თუ­ლი ბე­ჭე­დი.

კი­დევ ერთ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც 1782 წელ­საა და­წე­რი­ლი მეფე თეკ­ლას წერს - მა­პა­ტიე, ვე­რა­ფერს გიგ­ზავ­ნიო და ასე მი­მარ­თავს - "ჩემო ში­ნა­გან გუ­ლის ნა­თე­ლო თეკ­ლავ, შენს ლა­მაზ პირს კოც­ნას მო­ვახ­სე­ნებ. შენ­მა გაზ­რდამ, დიაღ მე­ჯავ­რე­ბა შენი მო­შო­რე­ბა და კი­ნა­ღამ ვერც გა­მიძ­ლია. ღვთით ამ ორს დღე­ში გნა­ხავ" - წერს მეფე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლე­ბი ორ­ბე­ლი­ა­ნებ­მა მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩა­ა­ბა­რეს არ­ქივს და შე­მოგ­ვი­ნა­ხეს ომში, შეთ­ქმუ­ლე­ბებ­სა და ბრძო­ლებ­ში გა­წა­ფუ­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი ერეკ­ლე მე­ო­რეს, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი კუ­თხით და­ნა­ხუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სახე...

ფოტო: ივე­რი­ე­ლი, და­ვით შუღ­ლი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­კო­ლექ­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

როგორი მამა იყო ერეკლე II - პირველი აცრა ვაჟისთვის და წერილები ნაბოლარა ქალიშვილს

როგორი მამა იყო ერეკლე II - პირველი აცრა ვაჟისთვის და წერილები ნაბოლარა ქალიშვილს

მეფე ერეკლე მეორეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა. "პატარა კახი" სამჯერ იყო ქორწინებაში, მისი შვილების ზუსტი რაოდენობა კი დღემდე ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მას ცამეტი ვაჟი და თერთმეტი ქალიშვილი ჰყავდა. ამათგან, ზოგი დაბადებისთანავე გარდაიცვალა.

ისტორიული ცნობები რამდენიმე საინტერესო ფაქტს ინახავს ერეკლეს და მისი ზოგიერთი შვილის ურთიერთობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეფე საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარ შვილს სამედიცინო აცრა ჩაუტარა. ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე ერეკლე მეფის რამდენიმე წერილსაც გაგვახსენებს, რომელიც ქართველ მონარქს, სრულიად სხვა კუთხით დაგვანახებს და წარმოდგენას შეგვიქმნის, როგორი მამა იყო ის.

"ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მისცა ერეკლე მეორემ უფლება 1772 წელს აეცრათ მისი მესამე ვაჟი იულონი, შეიძლება ისიც იყო, რომ მის თვალწინ ბევრი მცირეწლოვანი იღუპებოდა, იმ დროინდელ საქართველოში ხომ ჯერ შავი ჭირის, შემდეგ კი ყვავილის ეპიდემია იყო მოდებული. ამ აცრამდე ცოტა ხნით ადრე, 8 წლის უფლისწული გიორგი დანიშნულ იქნა ჩერქეზ გოგონაზე, რომელიც ცნობილი გირეების საგვარეულოს შთამომავალი იყო. ჩერქეზებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერეკლეს. ხშირად იყენებდა მათ დაქირავებულ ჯარს ლეკების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, გირეეებთან დანათესავებაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის და ქვეყნისთვის. ქორწინება 4 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოულოდნელად ჩერქეზ საპატარძლოს ყვავილი შეჰყრია. სასწრაფოდ ჩერქეზეთში წაუყვანიათ. იმდროინდელ ჩერქეზეთში უკვე გავრცელებული ყოფილა აცრები, მაგრამ ვეღარ მოუსწრიათ ზომების დროულად მიღება, რის გამოც გოგონა გარდაცვლილა. როგორც პლატონ იოსელიანი გვიამბობს ეს ამბავი 1758 წელს მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ვოლტერმა სპეციალური წერილიც უძღვნა აცრას და ჩერქეზების გამოცდილებას ამ მხრივ.

სავარაუდოდ, ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო მიღებული ემოციის შედეგად უნდა გადაეწყვიტა ერეკლეს მისი მესამე ვაჟის - იულონის აცრა, როდესაც ყვავილის ეპიდემია გავრცელდა და მეფემ ამის აუცილებლობა დაინახა. მისი მხრიდან ეს არ იყო ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი. როგორც ჩანს, აცრის აუცილებლობაში ერეკლე მეფე დაარწმუნეს ევროპელმა პადრებმა. არ გამოვრიცხავ, რომ უფლისწულს რაიმე სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომაც დათანხმდა ერეკლე, რომ იულონი აეცრათ.

ამის შესახებ მეფე პირადად წერს თავის ერთ-ერთ მოხელეს - რევაზ ამილახვარს, სადაც პირველად იყენებს ისეთ ტერმინს, როგორიცაა "აჭრა". "იულონი ავჭერით და ახლა გაცხელებულიც არისო", ანუ სიცხე აქვსო. როგორც ჩანს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შემდგომში იულონი ბრძოლებში იყო ჩართული და მრავალი წლის შემდეგ რუსეთში გარდაიცვალა.

იულონის აცრის შესახებ გერმანელი მოგზაური იოჰანეს გიულდენშტედტიც წერს - ერეკლემ გარისკა და ნება დართო კათოლიკე პადრებს, ყვავილის აცრები ჩაეტარებინათ მისი შვილისთვისო..

- როგორც ცნობილია, ერეკლე მეორე ყველაზე მრავალშვილიანი მამა იყო ქართველ მეფეთაგან...

- სხვადასხვა ცნობით მას 21 და მეტი შვილი ჰყავდა. მისმა არაოფიციალურმა წერილებმა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ძალიან დადებითად დაახასიათა ერეკლე მეორე, როგორც მოსიყვარულე მამა. ეს წერილები მთლიანად, ნაბოლარა შვილს - თეკლა ბატონიშვილს ეხება; თეკლა ბიჭს, რომელსაც მოფერებით ეძახდა იმის გამო რომ ვაჟკაცურად გამოწყობილი დადიოდა და ნადირობა და ჯირითი იცოდა. მისთვის 4 წლის ასაკში, 1780 წელს მეფე-მამას სახუმარო ბრძანებაც დაუწერია - "გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს - თეკლა ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ, ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას შენს ძმებსა და დებს, ამიერიდან გიწოდონ თეკლა ბიჭი". ამას ხელისმოწერით ამტკიცებს ერეკლე მეორე, იულონ ბატონიშვილი და ანტონ კათალიკოსი, რომელიც ერეკლეს ძმა გახლდათ.

ცნობილია რომ შემდეგში მშვენიერი ქალი და არაჩვეულებრივი დედა იყო თვითონ თეკლა ბატონიშვილიც, რომელმაც სამშობლოს 3 ვაჟკაცი გაუზარდა, ორბელიანები. სამივე მათგანი 1832 წლის აჯანყებაში მონაწილებოდა, უფროსი, ალექსანდრე (პუპლია) ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ ამ შეთქმულების.

1781 წლით დათარიღებულ ერთ-ერთი წერილში, რომელსაც საომრად წასული ერეკლე თეკლას უგზავნის, დიდი სითბო და სიყვარული ჩანს:

"მადლი, წყალობა და მშვიდობა. თეკუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი (ანუ წერილი) მომივიდა, რომელისგანაც, შენ ხომ იცი, რა გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მეამებოდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა. მეტი სიღრმისაგან ვეღარ აღმოვიკითხეთ რა. შენთვის ახლა პირს კოცნა მიბრძანებია და ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ, ღვთით, კიდევ ბევრს შაქრის ყინულს, ნუღლს (დაშაქრულ ნუშს) და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნებაც იქნება, ჩვენც წამოვალთ". წერილს გარშემო ბავშვის გასართობად დატანილი აქვს ლათინური, ბერძნული, სპარსული, სომხური და 2 ქართული ბეჭედი.

კიდევ ერთ წერილში, რომელიც 1782 წელსაა დაწერილი მეფე თეკლას წერს - მაპატიე, ვერაფერს გიგზავნიო და ასე მიმართავს - "ჩემო შინაგან გულის ნათელო თეკლავ, შენს ლამაზ პირს კოცნას მოვახსენებ. შენმა გაზრდამ, დიაღ მეჯავრება შენი მოშორება და კინაღამ ვერც გამიძლია. ღვთით ამ ორს დღეში გნახავ" - წერს მეფე.

აღნიშნული წერილები ორბელიანებმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩააბარეს არქივს და შემოგვინახეს ომში, შეთქმულებებსა და ბრძოლებში გაწაფული და დაუნდობელი ერეკლე მეორეს, სრულიად უცნობი კუთხით დანახული, რადიკალურად განსხვავებული სახე...

ფოტო: ივერიელი, დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია