აშშ-ში „ცხელ თავებს“ რუსეთში ლიბიისა და უკრაინის სცენარის გათამაშება სურთ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„აშშ-ს მიერ დემოკრატიზაციის საფარქვეშ მსოფლიოში თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განხორცილებამ ქაოსი გამოიწვია. გაქრა იუგოსლავია, ერაყი და ლიბია განადგურების ზღვარზეა, ასევე აღვნიშნავთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ამერიკელი „ცხელი თავები“ რუსეთში იგივეს გამეორებაზე უარს არ იტყოდნენ“, - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აგროვებს მონაცემებს აშშ-ს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ.
„რუსეთის საგარეო სისტემატიურად აგროვებს შესაბამის ინფორმაციას და ეს ეხება აშშ-ს დესტრუქტიულ ძალისხმევას“, - დასძინა მან.