პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ბევრი მშენებლობა გაჩერდება" - რა ბედი ელის უნებართვო მშენებლობებს და ბინების მომლოდინე მობინადრეებს, რომლებსაც თანხები უკვე გადახდილი აქვთ
"ძალიან ბევრი მშენებლობა გაჩერდება" - რა ბედი ელის უნებართვო მშენებლობებს და ბინების მომლოდინე მობინადრეებს, რომლებსაც თანხები უკვე გადახდილი აქვთ

მხო­ლოდ ბოლო ორ თვე­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვის გამო 46 მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტი შე­ა­ჩე­რა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ეხე­ბა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვეტს", რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის უქონ­ლო­ბის გამო ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის დას­რუ­ლე­ბას ვერ ახერ­ხებს, არა­და, ბი­ნე­ბი ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის. კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი მთავ­რო­ბის #41 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მეტ­წი­ლად სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას ეხე­ბა. თუმ­ცა ამ ნორ­მის ამოქ­მე­დე­ბი­სას ით­ქვა, რომ ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი მხო­ლოდ 2017 წლი­დან და­წყე­ბულ მშე­ნებ­ლო­ბებს შე­ე­ხე­ბო­და, კომ­პა­ნი­ას კი ამ­ჟა­მად შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით ადრე აქვს და­წყე­ბუ­ლი. ამ­დე­ნად, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ კომ­პა­ნია მშე­ნებ­ლო­ბას უნე­ბარ­თვოდ და შე­სა­ბა­მი­სად, უკა­ნო­ნოდ აწარ­მო­ებ­და, ახლა კი ახალ ნე­ბარ­თვას მა­ნამ ვერ აი­ღებს, სა­ნამ უკვე სა­ნა­ხევ­როდ აშე­ნე­ბულ კორ­პუ­სებს ახალ მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ მო­იყ­ვანს.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მი­მარ­თა, სა­ი­და­ნაც გვაც­ნო­ბეს, რომ 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2018 წლის 28 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით 160 სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ და­ი­წყეს სამ­შე­ნებ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე წარ­მო­ე­ბა. აქე­დან 84 სუ­ბი­ექ­ტზე შედ­გა შე­მოწ­მე­ბის აქტი, ხოლო 43 სუ­ბი­ექ­ტზე მი­ღე­ბულ იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა. ამ დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი­დან 13 მი­ღე­ბუ­ლია სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბის, ხოლო 30 მშე­ნებ­ლო­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე. ჯამ­ში ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში 46 ობი­ექ­ტი შე­ჩერ­და.თბი­ლი­სის მერ­მა რამ­დენ­ჯერ­მე აღ­ნიშ­ნა, უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არა­ვის მივ­ცემ­თო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ზო­გი­ერ­თი დე­ვე­ლო­პე­რი მშე­ნებ­ლო­ბას უნე­ბარ­თვოდ იწყებ­და, რათა დრო არ და­ე­კარ­გა და ახა­ლი შეკ­ვე­თე­ბის ფული აეღო - იმ იმე­დით, რომ ნე­ბარ­თვას მოგ­ვი­ა­ნე­ბით აი­ღებ­და და ყვე­ლა­ზე დიდი 8 ათა­სი ლა­რის ჯა­რი­მას გა­და­იხ­დი­და.

ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბით კი ეს აღარ გა­მო­ვა და სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში გა­იზ­რდე­ბა კა­ნონ­დამ­რღვე­ვი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

რა ბედი ეწე­ვა ამ მშე­ნებ­ლო­ბებ­ში ბი­ნე­ბის მომ­ლო­დი­ნე მო­ბი­ნად­რე­ებს, ერთხელ უკვე გა­და­ტა­ნი­ლი მას­შტა­ბუ­რი სამ­შე­ნებ­ლო კრი­ზი­სი­სა და ათა­სო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის შემ­დეგ, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის.

თორ­ნი­კე აბუ­ლა­ძე, მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "არ­სის" დი­რექ­ტო­რი: "2008 წლამ­დე სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში არ­სე­ბობ­და სწო­რი ბიზ­ნეს­მო­დე­ლის პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია. ომი და ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე კრი­ზი­სი მა­ინც და­ი­წყე­ბო­და. იმა­ვე პრობ­ლე­მებს ვა­წყდე­ბით დღე­საც და ძა­ლი­ან ბევ­რი მშე­ნებ­ლო­ბა გა­ჩერ­დე­ბა. უნდა გა­ჩერ­დეს კი­დეც! თუ კომ­პა­ნი­ამ უკა­ნო­ნოდ და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბა, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს სა­ხელ­მწი­ფო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას შე­საძ­ლოა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვეს? რო­გორც კი სა­ხელ­მწი­ფო ასეთ უკა­ნო­ნო­ბა­ზე თვალს და­ხუ­ჭავს, მე, კომ­პა­ნია "არ­სის" დი­რექ­ტო­რი, გპირ­დე­ბით, რომ მეც და­ვი­წყებ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბას. თუ ეს ვინ­მეს გა­უ­ვა, მა­შინ მეც გა­ვა­კე­თებ ამას.

დღეს გვაქვს ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე - ერ­თია შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტებ­ზე, რა­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვინ იცავ­და მოქ­მე­დი სტან­დარ­ტე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ჯა­რი­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ ბევრ მშე­ნებ­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­ჩერ­დე­ბა. ვფიქ­რობ, და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვე დას­ჭირ­დე­ბათ ასეთ კომ­პა­ნი­ებს, რათა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნონ სამ­შე­ნებ­ლო უსაფრ­თხო­ე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნაგ­რძონ. რაც შე­ე­ხე­ბა უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებს და ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბებს, ახლა მათ გა­მო­ავ­ლე­ნენ და შე­ა­ჩე­რე­ბენ. თუმ­ცა აქ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა გვაქვს - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი ნორ­მა სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც უკვე პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას უნდა აი­სა­ხოს. ვი­საც უნე­ბარ­თვოდ ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა იმ იმე­დით, რომ შემ­დგომ­ში მას მე­რი­ა­ში შე­ა­თან­ხმებ­და, კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბამ მო­უს­წრო. და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მო­თხოვ­ნებს აღარ პა­სუ­ხობს. ეს უკვე დიდი პრობ­ლე­მაა, რად­გან ასე­თი სახ­ლე­ბი ვე­ღარ "გაპ­რავ­დე­ბა", რო­გორც ადრე, მხო­ლოდ 8-ათას­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­დით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ძალიან ბევრი მშენებლობა გაჩერდება" - რა ბედი ელის უნებართვო მშენებლობებს და ბინების მომლოდინე მობინადრეებს, რომლებსაც თანხები უკვე გადახდილი აქვთ

"ძალიან ბევრი მშენებლობა გაჩერდება" - რა ბედი ელის უნებართვო მშენებლობებს და ბინების მომლოდინე მობინადრეებს, რომლებსაც თანხები უკვე გადახდილი აქვთ

მხოლოდ ბოლო ორ თვეში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ეხება სამშენებლო კომპანია "სვეტს", რომელიც მშენებლობის ნებართვის უქონლობის გამო ერთ-ერთ ობიექტზე საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას ვერ ახერხებს, არადა, ბინები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაებარებინათ მობინადრეებისთვის. კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის შეჩერების მიზეზი მთავრობის #41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებაა, რომელიც მეტწილად სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ეხება. თუმცა ამ ნორმის ამოქმედებისას ითქვა, რომ ახალი მოთხოვნები მხოლოდ 2017 წლიდან დაწყებულ მშენებლობებს შეეხებოდა, კომპანიას კი ამჟამად შეჩერებული პროექტები გაცილებით ადრე აქვს დაწყებული. ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ კომპანია მშენებლობას უნებართვოდ და შესაბამისად, უკანონოდ აწარმოებდა, ახლა კი ახალ ნებართვას მანამ ვერ აიღებს, სანამ უკვე სანახევროდ აშენებულ კორპუსებს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.

"კვირის პალიტრამ" თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ინფორმაციისთვის მიმართა, საიდანაც გვაცნობეს, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით 160 სუბიექტის მიმართ დაიწყეს სამშენებლო სამართალდარღვევაზე წარმოება. აქედან 84 სუბიექტზე შედგა შემოწმების აქტი, ხოლო 43 სუბიექტზე მიღებულ იქნა დადგენილება. ამ დადგენილებებიდან 13 მიღებულია სუბიექტის დაჯარიმების, ხოლო 30 მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე. ჯამში ზემოაღნიშნულ პერიოდში 46 ობიექტი შეჩერდა.თბილისის მერმა რამდენჯერმე აღნიშნა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთო.

როგორც ირკვევა, ზოგიერთი დეველოპერი მშენებლობას უნებართვოდ იწყებდა, რათა დრო არ დაეკარგა და ახალი შეკვეთების ფული აეღო - იმ იმედით, რომ ნებართვას მოგვიანებით აიღებდა და ყველაზე დიდი 8 ათასი ლარის ჯარიმას გადაიხდიდა.

ახალი მოთხოვნებით კი ეს აღარ გამოვა და სავარაუდოდ, თბილისში გაიზრდება კანონდამრღვევი სამშენებლო კომპანიებისა და შესაბამისად, შეჩერებული მშენებლობების რაოდენობა.

რა ბედი ეწევა ამ მშენებლობებში ბინების მომლოდინე მობინადრეებს, ერთხელ უკვე გადატანილი მასშტაბური სამშენებლო კრიზისისა და ათასობით დაზარალებულის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

თორნიკე აბულაძე, მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი, სამშენებლო კომპანია "არსის" დირექტორი: "2008 წლამდე სამშენებლო სექტორში არსებობდა სწორი ბიზნესმოდელის პრობლემები, რამაც კრიზისი გამოიწვია. ომი და ფინანსური კრიზისი რომც არ ყოფილიყო, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი მაინც დაიწყებოდა. იმავე პრობლემებს ვაწყდებით დღესაც და ძალიან ბევრი მშენებლობა გაჩერდება. უნდა გაჩერდეს კიდეც! თუ კომპანიამ უკანონოდ დაიწყო მშენებლობა, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მშენებლობის შეჩერებას შესაძლოა დაზარალებული მობინადრეების ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს? როგორც კი სახელმწიფო ასეთ უკანონობაზე თვალს დახუჭავს, მე, კომპანია "არსის" დირექტორი, გპირდებით, რომ მეც დავიწყებ უკანონო მშენებლობას. თუ ეს ვინმეს გაუვა, მაშინ მეც გავაკეთებ ამას.

დღეს გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე - ერთია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამშენებლო ობიექტებზე, რასაც, ფაქტობრივად, არავინ იცავდა მოქმედი სტანდარტებით. შესაბამისად, ჯარიმების გამკაცრების შემდეგ მივიღებთ ბევრ მშენებლობას, რომლებიც შემოწმების შემდეგ გაჩერდება. ვფიქრობ, დაახლოებით სამი თვე დასჭირდებათ ასეთ კომპანიებს, რათა შესაბამისობაში მოიყვანონ სამშენებლო უსაფრთხოება და მშენებლობა განაგრძონ. რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს და ამაში ვგულისხმობ უნებართვო მშენებლობებს, ახლა მათ გამოავლენენ და შეაჩერებენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს - მოგეხსენებათ, ძალაში შევიდა ახალი ნორმა სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ, რომლებიც უკვე პროექტირებისას უნდა აისახოს. ვისაც უნებართვოდ ჰქონდა დაწყებული მშენებლობა იმ იმედით, რომ შემდგომში მას მერიაში შეათანხმებდა, კანონის გამკაცრებამ მოუსწრო. დაწყებული პროექტები მოთხოვნებს აღარ პასუხობს. ეს უკვე დიდი პრობლემაა, რადგან ასეთი სახლები ვეღარ "გაპრავდება", როგორც ადრე, მხოლოდ 8-ათასლარიანი ჯარიმის გადახდით. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"