ქართველი მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების მხიარული ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქართველი მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების მხიარული ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

შორენა თამაზაშვილი თბილისის 139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, რომელიც უკვე მეორე წელია ყოველ დღეს დღესასწაულად უქცევს თავის პატარებს. როგორც მშობლები ჰყვებიან, განსხვავებულია მისი ჩატარებული ყველა გაკვეთილი, ორიგინალურია მისი ღონისძიებები. ამ პატარა ვიდეოშიც ჩანს შორენა მასწავლებლის დამოკიდებულება პატარების და საკუთარი საქმის მიმართ. როგორც თავად ამბობს, მსგავსი ვიდეო ინტერნეტში ნახა - ამერიკელი მასწავლებელი თავისი კლასის ყველა მოსწავლეს ორიგინალურად ესალმებოდა. ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, თავადაც მოეფიქრებინა რაღაც მსგავსი და ბავშვებიც გაეხარებინა და მათი მშობლებიც.

- ზუსტად ერთ კვირაში ვასწავლე ბავშვებს ეს მისალმება და ხშირად გამოვიყენებთ კიდეც, - ამბობს შორენა თამაზაშვილი, - ეს მშობლებისთვის სიურპრიზი იყო. დედის დღეს მივუძღვენით. ასე მხიარულად დავიწყეთ... დიდი ემოცია, ოვაციები გამოიწვია მშობლებშიც და კოლეგებშიც. მერე ვისაუბრეთ გამოჩენილი ადამიანების დედებზე, ბავშვებმა დღეს უკვე ზეპირად იციან ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ილია მეორის, ყაზბეგის, ზვიად გამსახურდიას, სესილია თაყაიშვილის, ექვთიმეს, რევაზ ინანიშვილის, ლადო გუდიაშვილის და ბევრი სხვა გამოჩენილი ქართველის დედების სახელ-გვარები. იცნობენ დედა-შვილების ამაღელვებელ წერილებს. როცა ღონისძიებას ვგეგმავ, მიზნად ბავშვებში რაღაც მნიშვნელოვანის გაღვივებას ვისახავ. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით!

იხილეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ