კონფლიქტები
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვს ღუტაში მიმდინარე სისხლისღვრის არ სჯერა - "თეთრი ჩაფხუტები" იქ სცენებს დგამენ, რომელიც დასავლეთში კარგად იყიდება"
მოსკოვს ღუტაში მიმდინარე სისხლისღვრის არ სჯერა - "თეთრი ჩაფხუტები" იქ სცენებს დგამენ, რომელიც დასავლეთში კარგად იყიდება"

სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა მა­შინ, რო­დე­საც 30-დღი­ა­ნი ზავი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი და­ი­კა­ვეს. რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" იტყო­ბი­ნე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­ში მდე­ბა­რე სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის 4 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯა­რე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ძი­რი­თა­დად, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებს წარ­მო­ად­გენს.

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებ­მა ფრონ­ტის მთელ ხაზ­ზე წინ წა­ი­წი­ეს და და­მას­კოს აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე რა­ი­ონ­ში ოპო­ზი­ცი­ის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის კონ­ტროლ­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი ჩა­იგ­დეს ხელ­ში.

სამ­თავ­რო­ბო ჯა­რე­ბის და­ბომბვე­ბი­სას, ასო­ბით ადა­მი­ან­მა გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ცნო­ბე­ბით, სი­რი­ის მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვის შე­დე­გად, 600-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და გა­ცი­ლე­ბით მეტი და­იჭ­რა.

24 თე­ბერ­ვალს გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლი­თაც ორ­გა­ნი­ზა­ცია ერ­თთვი­ა­ნი ზა­ვის "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ" ამოქ­მე­დე­ბას მო­ი­თხოვს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბა, დაჭ­რილ­თა და ავად­მყოფ­თა ევა­კუ­ა­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა, რაც უნდა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, სი­რი­ა­ში, და­მას­კოს აღ­მო­სავ­ლე­თით მიმ­დი­ნა­რე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სის­ხლისღვრას ყალბ­სა და დად­გმულს უწო­დებს რუ­სუ­ლი მე­დია. ასე­ვე ყვე­ლა­ფერს არ­თუ­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი, მათ შო­რის, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი.

vesti.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­თლაც კარ­გად მუ­შა­ობს პრო­პა­გან­და იმის შე­სა­ხებ, რომ და­უნ­დობ­ლად ხო­ცავს და წამ­ლავს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით სი­რი­ის არ­მია მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. "იმის ნაც­ვლად, რომ ვი­თა­რე­ბა დამ­შვი­დე­ბუ­ლი­ყო, საქ­მე უფრო შორს წა­ვი­და, იმ­დე­ნად შორს, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, უც­ნო­ბი შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და, სა­ჰა­ე­რო მხარ­და­ჭე­რას კი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უცხა­დე­ბე­ნო", - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ასე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბით და­ი­მე­დე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი სი­რი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­სა და რუ­სულ ავი­ა­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში იხო­ცე­ბი­ან. თუმ­ცა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მსხვერ­პლთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ყალ­ბია და დად­გმუ­ლი. გა­მო­ცე­მა სი­რი­ე­ლი მე­ომ­რის მო­ნა­თხრობს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ჰყვე­ბა, რომ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სი­რი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ღუ­ტას მო­სახ­ლე­ო­ბა სა­უბ­რობს, რო­მელ­თა თქმი­თაც, "მათ აი­ძუ­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებს შე­ურთდნენ".

რუ­სუ­ლი მე­დია ეჭ­ვით უყუ­რებს აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში ე.წ. თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას, რომ­ლე­ბიც "თა­ვი­ანთ თავს მო­ხა­ლი­სე­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვას უწო­დე­ბენ და ვი­თომ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას გა­დარ­ჩე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას "აგ­რო­ვე­ბენ", რო­მე­ლიც შემ­დეგ და­სავ­ლეთ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ტი­რა­ჟით ვრცელ­დე­ბა", - წერს vesti.ru. "მა­გა­ლი­თად, ასე მოხ­და ქა­ლაქ ხან-შე­იჰუნ­ში ქი­მი­უ­რი შე­ტე­ვის დროს. ასე­ვე, ალე­პო­ში, რო­დე­საც პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა ამ­რან დაკ­ნი­შენ­ზე აგე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და. ის "თეთრმა ჩა­ფხუ­ტებ­მა" პრო­პა­გან­დის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეს - ბავ­შვის მა­მის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდგოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნე­ბენ, თუ რო­გორ არა­ა­დი­ა­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბა სი­რი­ის მთავ­რო­ბა თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, "თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბი" იქ დად­გმუ­ლი სცე­ნე­ბით საკ­მა­ოდ კარგ ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალს იღე­ბენ და პრო­პა­გან­დის ასე­თი მე­თო­დიც ეფექ­ტუ­რია.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ლიდ მუ­ჰა­მედ ადი­ბი ყვე­ბა: "თუ ნან­გრე­ვე­ბი­დან ვერ გა­ვაღ­წევ­დით, უნდა გვეთ­ქვა, რომ იქ რა­ღა­ცა აფეთ­ქდა და ხალ­ხი და­ი­ხო­ცა. ამის იმი­ტა­ცია უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და იქ და­ღუ­პუ­ლე­ბი "გვე­ნა­ხა", რის­თვი­საც წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვი გვქონ­და, რო­მე­ლიც ვი­თომ დაჭ­რი­ლე­ბის­თვის უნდა წაგ­ვეს­ვა".

"თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბის" ერთ-ერთი სა­ნიტ­რის, აჰ­რა­რუ აშ-შა­მის თქმით, რო­დე­საც ბომ­ბებს ყრი­ან, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ თავს უშ­ვე­ლონ, ისი­ნი კი ამ პრო­ცესს იღე­ბენ, რა­შიც მათ საკ­მა­ოდ კარ­გად უხ­დი­ან.

კი­დევ ერთი მე­ო­მა­რი, რო­მე­ლიც რუ­სულ პრე­სას­თან სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს, ამ­ბობს, "რომ არა უცხო­ე­ლი სპონ­სო­რე­ბი, ჩვენ ასე დიდ­ხანს ვერ ვიბ­რძო­ლებ­დით და ისი­ნი, ვინც ახლა ღუ­ტა­ში არი­ან, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წა­ვი­დოდ­ნენ", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მოსკოვს ღუტაში მიმდინარე სისხლისღვრის არ სჯერა - "თეთრი ჩაფხუტები" იქ სცენებს დგამენ, რომელიც დასავლეთში კარგად იყიდება"

მოსკოვს ღუტაში მიმდინარე სისხლისღვრის არ სჯერა - "თეთრი ჩაფხუტები" იქ სცენებს დგამენ, რომელიც დასავლეთში კარგად იყიდება"

სირიის სამთავრობო ძალებმა მაშინ, როდესაც 30-დღიანი ზავი იყო გამოცხადებული, აღმოსავლეთ ღუტის თითქმის ნახევარი დაიკავეს. როგორც "რადიო თავისუფლება" იტყობინება, ბრიტანეთში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის 4 მარტის მონაცემებით, ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს წარმოადგენს.

თუმცა, ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, სამთავრობო ჯარებმა ფრონტის მთელ ხაზზე წინ წაიწიეს და დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე რაიონში ოპოზიციის დაჯგუფებების კონტროლქვეშ არსებული დასახლებული პუნქტები ჩაიგდეს ხელში.

სამთავრობო ჯარების დაბომბვებისას, ასობით ადამიანმა გაქცევით უშველა თავს. დაუზუსტებელი ცნობებით, სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ინტენსიური დაბომბვის შედეგად, 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა.

24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ორგანიზაცია ერთთვიანი ზავის "დაუყოვნებლივ" ამოქმედებას მოითხოვს, რათა მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, დაჭრილთა და ავადმყოფთა ევაკუაცია გახდეს შესაძლებელი.

თუმცა, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, სირიაში, დამასკოს აღმოსავლეთით მიმდინარე ბოლოდროინდელ სისხლისღვრას ყალბსა და დადგმულს უწოდებს რუსული მედია. ასევე ყველაფერს ართულებს თანამედროვე ამერიკული იარაღი, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი.

vesti.ru-ს ინფორმაციით, მართლაც კარგად მუშაობს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ დაუნდობლად ხოცავს და წამლავს ქიმიური იარაღით სირიის არმია მშვიდობიან მოსახლეობას. "იმის ნაცვლად, რომ ვითარება დამშვიდებულიყო, საქმე უფრო შორს წავიდა, იმდენად შორს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, უცნობი შეირაღებული ჯგუფების მიერ მოწყობილი პროვოკაციების შედეგად, აღმოსავლეთ ღუტაში კონტრტერორისტული სახმელეთო ოპერაციები გარდაუვალი გახდა, საჰაერო მხარდაჭერას კი რუსეთის შეიარაღებული ძალები უცხადებენო", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ასეთი შეიარაღებით დაიმედებული ტერორისტები სირიის დედაქალაქში სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსულ ავიაციასთან ბრძოლაში იხოცებიან. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ყალბია და დადგმული. გამოცემა სირიელი მეომრის მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ადგილობრივი ჰყვება, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სირიის შეიარაღებული ძალები ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ. ამის შესახებ ღუტას მოსახლეობა საუბრობს, რომელთა თქმითაც, "მათ აიძულებენ ადგილობრივი შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეურთდნენ".

რუსული მედია ეჭვით უყურებს აღმოსავლეთ ღუტაში ე.წ. თეთრი ჩაფხუტების გამოჩენას, რომლებიც "თავიანთ თავს მოხალისეებსა და სამოქალაქო თავდაცვას უწოდებენ და ვითომ მშვიდობიან მოსახლეობას გადარჩენაში ეხმარებიან, სინამდვილეში კი ცრუ ინფორმაციას "აგროვებენ", რომელიც შემდეგ დასავლეთში საკმაოდ მაღალი ტირაჟით ვრცელდება", - წერს vesti.ru. "მაგალითად, ასე მოხდა ქალაქ ხან-შეიჰუნში ქიმიური შეტევის დროს. ასევე, ალეპოში, როდესაც პატარა ბიჭუნა ამრან დაკნიშენზე აგებული ამბავი ინტერნეტში გავრცელდა. ის "თეთრმა ჩაფხუტებმა" პროპაგანდისთვის შესანიშნავად გამოიყენეს - ბავშვის მამის ნების საწინააღმდგოდ, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებენ, თუ როგორ არაადიამიანურად ეპყრობა სირიის მთავრობა თავის მოსახლეობას", - წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, "თეთრი ჩაფხუტები" იქ დადგმული სცენებით საკმაოდ კარგ ფინანსურ შემოსავალს იღებენ და პროპაგანდის ასეთი მეთოდიც ეფექტურია.

გამოცემასთან საუბრისას, ერთ-ერთი ადგილობრივი ვალიდ მუჰამედ ადიბი ყვება: "თუ ნანგრევებიდან ვერ გავაღწევდით, უნდა გვეთქვა, რომ იქ რაღაცა აფეთქდა და ხალხი დაიხოცა. ამის იმიტაცია უნდა გაგვეკეთებინა და იქ დაღუპულები "გვენახა", რისთვისაც წითელი საღებავი გვქონდა, რომელიც ვითომ დაჭრილებისთვის უნდა წაგვესვა".

"თეთრი ჩაფხუტების" ერთ-ერთი სანიტრის, აჰრარუ აშ-შამის თქმით, როდესაც ბომბებს ყრიან, მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობენ თავს უშველონ, ისინი კი ამ პროცესს იღებენ, რაშიც მათ საკმაოდ კარგად უხდიან.

კიდევ ერთი მეომარი, რომელიც რუსულ პრესასთან სირიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, ამბობს, "რომ არა უცხოელი სპონსორები, ჩვენ ასე დიდხანს ვერ ვიბრძოლებდით და ისინი, ვინც ახლა ღუტაში არიან, მოლაპარაკებებზე წავიდოდნენ", - წერს რუსული მედია.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"