პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება..." - ნიკოლეიშვილი ტატუნაშვილზე
"თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება..." - ნიკოლეიშვილი ტატუნაშვილზე

უკვე მე­ო­რე კვი­რა იწუ­რე­ბა და არ არის პა­სუ­ხი, რო­დის აპი­რებს ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცია ოკუ­პა­ცი­ის კი­დევ ერთი მსხვერ­პლის - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის დაბ­რუ­ნე­ბას.

გუ­შინ ცხინ­ვალ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ე.წ სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა ინალ ტე­ხოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზამ ტრავ­მე­ბის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მისი თქმით, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის რეს­პუბ­ლი­კუ­რი ბი­უ­როს პრო­ზექ­ტუ­რა­ში 22-23 თე­ბერ­ვალს ჩა­უ­ტა­რა. „რა­ი­მე სა­ხის სის­ხლჩაქ­ცე­ვა, შიდა ორ­გა­ნო­ე­ბის ტრავ­მა, თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა. თა­ვის ქა­ლის, ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის, ნეკ­ნე­ბის, ხერ­ხემ­ლი­სა და მენ­ჯის ძვლე­ბი მთე­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ტე­ხოვ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­ლის გა­მოკ­ვლე­ვი­სას დად­გე­ნი­ლია იშე­მი­ის ზო­ნის სა­ხით მწვა­ვე სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რა პე­რი­ოდ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზამ გა­მო­ავ­ლი­ნოს სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, "კვი­რის პა­ლიტ­რა" ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

"ორი კვი­რა საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლის ან იმის დად­გე­ნა, თუ რა საგ­ნით მი­ა­ყე­ნეს, და­ი­კარ­გოს. არა მგო­ნია, ცხე­დარს სა­მა­ცივ­რო და­ნად­გა­რებ­ში ინა­ხავ­დნენ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი და­ნად­გა­რე­ბი ცხინ­ვალ­ში არც აქვთ. ბუ­ნებ­რი­ვია, სხე­უ­ლის ლპო­ბა და­წყე­ბუ­ლია, თუ უხე­ში ნა­წი­ბუ­რე­ბი არ იქნა გუ­ლის კუნთში, რთუ­ლი გა­მო­საკ­ვლე­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა გარე და­ზი­ა­ნე­ბებს, რაც დრო გა­დის, მით უფრო მცირ­დე­ბა მათი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის დად­გე­ნის შან­სი, თუმ­ცა ეს არ ეხე­ბა­ ძვლო­ვან სის­ტე­მას - რა დროც უნდა გა­ვი­დეს, ძვალ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სხე­უ­ლი­დან ექ­სპერ­ტებ­მა მიკ­როპ­რე­პა­რა­ტე­ბი აი­ღეს და რუ­სეთ­ში გაგ­ზავ­ნეს. არა მგო­ნია, შე­სას­წავ­ლად ქარ­თულ­ მხა­რე­საც გად­მოს­ცენ. სრო­ლის მან­ძი­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სხე­ულ­ზე ამოჭ­რი­ლი ხვრე­ლი არა­ერ­თხელ დაგ­ვხვედ­რია, თუმ­ცა სხვა ნიშ­ნე­ბით მა­ინც დაგ­ვიდ­გე­ნია რე­ა­ლო­ბა. თუ ცხედ­რის გად­მო­ცე­მა კი­დევ დაგ­ვი­ან­და და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბი გა­ნად­გურ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, სუ­რა­თის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

თუ ტყვია აქვს ნას­რო­ლი, ექ­სპერ­ტი­ზის დროს ტყვია სხე­უ­ლი­დან ამო­აქვთ და ლპო­ბის შე­დე­გად კვა­ლი იკარ­გე­ბა. მაგ­რამ, რო­გორც წესი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა ძვალ­საც აზი­ა­ნებს. ამი­ტომ დაზ­ია­ნე­ბე­ბი ძვლო­ვან სის­ტე­მა­ზეც იქ­ნე­ბა... გა­სა­გე­ბია, რა­ტომ აჭი­ა­ნუ­რე­ბენ ცხედ­რის გად­მო­ცე­მას - კვა­ლის ასა­რე­ვად, რად­გან ასეთ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გად ექ­სპერ­ტე­ბი ვხვდე­ბით, რამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იკარ­გე­ბა წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება..." - ნიკოლეიშვილი ტატუნაშვილზე

"თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება..." - ნიკოლეიშვილი ტატუნაშვილზე

უკვე მეორე კვირა იწურება და არ არის პასუხი, როდის აპირებს ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლის - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას.

გუშინ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ე.წ სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა. „რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, - განაცხადა ტეხოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.

იმის გასარკვევად, გარდაცვალებიდან რა პერიოდშია შესაძლებელი ექსპერტიზამ გამოავლინოს სიკვდილის გარემოებები, "კვირის პალიტრა" ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა:

"ორი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაზიანებების კვალის ან იმის დადგენა, თუ რა საგნით მიაყენეს, დაიკარგოს. არა მგონია, ცხედარს სამაცივრო დანადგარებში ინახავდნენ. ჩემი ინფორმაციით, ასეთი დანადგარები ცხინვალში არც აქვთ. ბუნებრივია, სხეულის ლპობა დაწყებულია, თუ უხეში ნაწიბურები არ იქნა გულის კუნთში, რთული გამოსაკვლევია. რაც შეეხება გარე დაზიანებებს, რაც დრო გადის, მით უფრო მცირდება მათი ხანდაზმულობის დადგენის შანსი, თუმცა ეს არ ეხება ძვლოვან სისტემას - რა დროც უნდა გავიდეს, ძვალზე დაზიანებების აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულიდან ექსპერტებმა მიკროპრეპარატები აიღეს და რუსეთში გაგზავნეს. არა მგონია, შესასწავლად ქართულ მხარესაც გადმოსცენ. სროლის მანძილის დაფარვის მიზნით, სხეულზე ამოჭრილი ხვრელი არაერთხელ დაგვხვედრია, თუმცა სხვა ნიშნებით მაინც დაგვიდგენია რეალობა. თუ ცხედრის გადმოცემა კიდევ დაგვიანდა და რბილი ქსოვილები განადგურდა, ბუნებრივია, სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება.

თუ ტყვია აქვს ნასროლი, ექსპერტიზის დროს ტყვია სხეულიდან ამოაქვთ და ლპობის შედეგად კვალი იკარგება. მაგრამ, როგორც წესი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ძვალსაც აზიანებს. ამიტომ დაზიანებები ძვლოვან სისტემაზეც იქნება... გასაგებია, რატომ აჭიანურებენ ცხედრის გადმოცემას - კვალის ასარევად, რადგან ასეთ დროს ყველაზე კარგად ექსპერტები ვხვდებით, რამდენად ღირებული ინფორმაცია იკარგება წაიკითხეთ მეტი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ