საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულად გასაღებული ქართული ხინკალი ნიუ-იორკში - ემიგრანტებმა მეპატრონეს ბანერი ააღებინეს
რუსულად გასაღებული ქართული ხინკალი ნიუ-იორკში - ემიგრანტებმა მეპატრონეს ბანერი ააღებინეს

ხინ­კა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა უბ­რა­ლოდ კერ­ძია, არა­მედ მთელ რი­ტუ­ალ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხინ­კლის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მთელს კავ­კა­სი­ა­ში, მისი დამ­ზა­დე­ბა სა­თა­ვეს იღებს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში. ხინ­კლის გა­მო­გო­ნე­ბის პა­ტი­ვი მი­ე­წე­რე­ბათ რო­გორც მო­ხე­ვე­ებს ასე­ვე ფშავ­ლებს, მთი­უ­ლებ­სა და ხევ­სუ­რებს.

ქარ­თვე­ლებს აქამ­დეც არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს, რომ სხვა ერე­ბი ჩვე­ნი კუ­ლი­ნა­რი­ის შე­დევ­რებს (სულ­გუნს, ჩურ­ჩხე­ლას და ა.შ) ისა­კუთ­რე­ბენ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ბო­ლოს სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ფიქ­სირ­და - ნიუ-იორკში ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქარ­თუ­ლი ხინ­კლის რეკ­ლა­მა, რო­მელ­საც რეს­ტორ­ნის რუსი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი რუ­სულ კერ­ძად ასა­ღებ­დნენ.

სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი, წარ­წე­რით Khinkali - Russian Dumplings (ხინ­კა­ლი - რუ­სუ­ლი პელ­მე­ნი) რუ­სულ­მა სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტმა სა­ხელ­წო­დე­ბით Russian Dumplings by Daa Dumplings მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­მო­ფი­ნა. ამის შე­სა­ხებ ემიგ­რან­ტებ­ში ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი სწრა­ფად გავ­რცელ­და. ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად კომ­პა­ნია Russian Dumplings მი­ა­კი­თხა. აი, რას გვიყ­ვე­ბა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი:

"ქალ­ბა­ტონ ნონა ლო­ლუ­ას ჰქონ­და ფე­ის­ბუქ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ხინ­კლის ბა­ნე­რიც იყო და რომ და­ვი­ნა­ხე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. ეგ­რე­ვე გუ­გლ­ში მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, წა­ვე­დი იმ ად­გი­ლას და გა­ვაპ­რო­ტეს­ტე.

მე­ნი­უ­ში ეწე­რათ რომ ხინ­კა­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძია, თუმ­ცა სა­ნამ მე­ნი­უმ­დე მი­აღ­წევს, გამ­ვლე­ლი ამე­რი­კე­ლი თუ ტუ­რის­ტი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან (ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მი­წის­ქვე­შა მარ­კე­ტია და ბევ­რი ხალ­ხი ტრი­ა­ლებს), პირ­ველ რიგ­ში იმ დიდ ბა­ნერს ხე­დავ­და, სა­დაც ეწე­რა ხინ­კა­ლი და მი­თი­თე­ბუ­ლი არ იყო, რომ ქარ­თუ­ლია და არა რუ­სუ­ლი. ის უცხო ადა­მი­ა­ნი, ვი­საც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ზე აუ­ცი­ლებ­ლად იფიქ­რებს რომ ხინ­კა­ლი რუ­სუ­ლი კერ­ძია, რად­გან ფირ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა "Russian Dumplings".

ჩემი მო­თხოვ­ნა იყო, რომ ბა­ნერ­ზე მი­ე­წე­რათ: Georgian Khinkali by Russian Dumplings. ასე ცხა­დია, რომ ქარ­თუ­ლი ხინ­კა­ლი მათი ფირ­მის მი­ე­რაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბიც აღარ და­ირ­ღვე­ო­და. შეგ­ნე­ბუ­ლად არ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ აშ­კა­რად მაგ­დე­ნი ვე­ღარ მო­ი­ფიქ­რეს. ჩემი შე­ნიშ­ვნა კარ­გად მი­ი­ღეს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ის ბა­ნე­რი სა­ერ­თოდ აი­ღეს, ხოლო მე­ნი­უ­ში კი მი­თი­თე­ბუ­ლია რომ ხინ­კა­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძია" - გვე­უბ­ნე­ბა საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რუსულად გასაღებული ქართული ხინკალი ნიუ-იორკში - ემიგრანტებმა მეპატრონეს ბანერი ააღებინეს

რუსულად გასაღებული ქართული ხინკალი ნიუ-იორკში - ემიგრანტებმა მეპატრონეს ბანერი ააღებინეს

ხინკალი საქართველოში არა უბრალოდ კერძია, არამედ მთელ რიტუალთანაა დაკავშირებული. ხინკლის ვარიაციები გავრცელებულია მთელს კავკასიაში, მისი დამზადება სათავეს იღებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ხინკლის გამოგონების პატივი მიეწერებათ როგორც მოხევეებს ასევე ფშავლებს, მთიულებსა და ხევსურებს.

ქართველებს აქამდეც არაერთხელ გვინახავს, რომ სხვა ერები ჩვენი კულინარიის შედევრებს (სულგუნს, ჩურჩხელას და ა.შ) ისაკუთრებენ, მსგავსი შემთხვევა ბოლოს სულ რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა - ნიუ-იორკში ქართველმა ემიგრანტებმა აღმოაჩინეს ქართული ხინკლის რეკლამა, რომელსაც რესტორნის რუსი მეპატრონეები რუსულ კერძად ასაღებდნენ.

სარეკლამო ბანერი, წარწერით Khinkali - Russian Dumplings (ხინკალი - რუსული პელმენი) რუსულმა სწრაფი კვების ობიექტმა სახელწოდებით Russian Dumplings by Daa Dumplings მანჰეტენზე გამოფინა. ამის შესახებ ემიგრანტებში ინფორმაცია და ფოტოები სწრაფად გავრცელდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ცისნამი საყვარლიშვილმა სიტუაციაში გასარკვევად კომპანია Russian Dumplings მიაკითხა. აი, რას გვიყვება ქართველი ემიგრანტი:

"ქალბატონ ნონა ლოლუას ჰქონდა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ხინკლის ბანერიც იყო და რომ დავინახე ძალიან გავბრაზდი. ეგრევე გუგლში მოვიძიე ინფორმაცია, წავედი იმ ადგილას და გავაპროტესტე.

მენიუში ეწერათ რომ ხინკალი ქართული კერძია, თუმცა სანამ მენიუმდე მიაღწევს, გამვლელი ამერიკელი თუ ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან (ძალიან აქტიური მიწისქვეშა მარკეტია და ბევრი ხალხი ტრიალებს), პირველ რიგში იმ დიდ ბანერს ხედავდა, სადაც ეწერა ხინკალი და მითითებული არ იყო, რომ ქართულია და არა რუსული. ის უცხო ადამიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე აუცილებლად იფიქრებს რომ ხინკალი რუსული კერძია, რადგან ფირმის სახელწოდებაა "Russian Dumplings".

ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ბანერზე მიეწერათ: Georgian Khinkali by Russian Dumplings. ასე ცხადია, რომ ქართული ხინკალი მათი ფირმის მიერაა დამზადებული და ჩვენი უფლებებიც აღარ დაირღვეოდა. შეგნებულად არ იყო გაკეთებული, უბრალოდ აშკარად მაგდენი ვეღარ მოიფიქრეს. ჩემი შენიშვნა კარგად მიიღეს, გაითვალისწინეს და ის ბანერი საერთოდ აიღეს, ხოლო მენიუში კი მითითებულია რომ ხინკალი ქართული კერძია" - გვეუბნება საყვარლიშვილი.

"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ - ასოებით ცდილობენ ებრძოლონ ღმერთს" - მეუფე სტეფანე

კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

საქართველოში გლოვის დღეა