თავისუფლების მოედანზე არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია, სახელწოდებით "მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!" მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს, პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მოუწოდეს, გადადონ გვერდით საკუთარი ინტერესები და ყოველგვარი სტატუსის გარეშე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ასევე, იგეგმება რეჟისორ თაკო რობაქიძის ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს.