პოლიტიკა
სამხედრო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც საქართველოს ყველა პრეზიდენტს მოესწრო - ინტერვიუ არქიტექტორთან
როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც საქართველოს ყველა პრეზიდენტს მოესწრო - ინტერვიუ არქიტექტორთან

"უმ­ცრო­სი არ­ქი­ტექ­ტო­რი­დან უფ­როს არ­ქი­ტექ­ტო­რამ­დე თით­ქმის ყვე­ლა ეტა­პი გა­ვი­ა­რე," - ასე იწყებს ჩვენ­თან სა­უ­ბარს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტო­რი, არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კა­რი­ე­რა­ში, სა­ნამ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის პრო­ექ­ტამ­დე მი­ვი­დო­და, რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზა აქვს გავ­ლი­ლი, თუმ­ცა კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ოდეს­მე მსგავს გრან­დი­ო­ზულ პრო­ექ­ტზე მო­უ­წევ­და მუ­შა­ო­ბა.

"ვი­მუ­შა­ვე აფხა­ზე­თის უნი­ერ­სი­ტე­ტის პრო­ე­ტქ­ზე, ბორ­ჯომ­ში სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის კომ­პლექსზე, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის პრო­ექ­ტზე (ოსუ­რი და ქარ­თუ­ლი და­სის თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი). ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მი­უ­სე­რა­ში მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის­თვის აშე­ნე­ბულ აგა­რაკ­ზე. უამ­რა­ვამ­რა­ვი კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი ვარ, მაგ­რამ სა­კა­თედ­რო ტაძ­რის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა კონ­კურ­სმა მა­ინც ყვე­ლას გა­და­ა­ჭარ­ბა".

- ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ აგე­ბუ­ლი­ყო სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი?

- უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა საქრთვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ მი­ი­ღო გან­ჩი­ნე­ბა, უფ­ლის სა­დი­დებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი აგე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც იმ დიდი გავ­ლი­ლი გზი­სა და შე­დევ­რე­ბის ფონ­ზე, რაც ქარ­თულ ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა­ში გვაქვს, თა­ნა­მედ­რო­ვეს­თან სინ­თეზ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა არ­ქი­ტე­ტორს უნ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­ვის ჰქონ­და იმ პე­რი­ო­დის­თვის აგე­ბუ­ლი ახა­ლი ტა­ძა­რი, მით უე­ტეს, სა­კა­თედ­რო. პირვლმა ტურ­მა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა და მე­ო­რე ტუ­რის­თვის მო­ვემ­ზა­დე. მე­უღ­ლეს სო­ფე­ლი აქვს ხარ­გა­ულ­ში, ლა­მაზ მთი­ან ად­გი­ლას და იქ წა­ვე­დი, ჩა­ვი­კე­ტე და ვმუ­შა­ობ­დი, რომ ჩა­მო­ვე­დი, პრო­ექ­ტი წარ­ვად­გი­ნე. უწ­მინ­დეს­მა, წმინ­და სი­ნოდ­მა, ჟი­უ­რიმ ჩემი პრო­ექ­ტი სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ასა­გე­ბად აირ­ჩია.

- მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბე­ბია.

- არ­სე­ბობს რუ­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჩვე­ნი სა­მე­ბა სი­დი­დით და მას­შტა­ბით, მე-8 ად­გილ­ზეა. და­ნარ­ჩე­ნი, ევ­რო­პის მას­შტა­ბით, სა­მარ­თლმა­დი­დებ­ლო და არას­მარ­თლმა­დი­დებ­ლო სამ­ყა­რო­ში მე­სა­მე ად­გილს გვა­კუთ­ვნე­ბენ, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქს ნათ­ქვა­მი აქვს: "მათი ტა­ძა­რი დი­დია, მაგ­რამ ჩვე­ნი დი­დე­ბუ­ლი". ისე არ მოხ­და, მუ­შა­ო­ბა პირ­და­პირ სა­მე­ბით დგა­ვე­წყო, თუმ­ცა სა­მე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ტაძ­რის აგე­ბა მო­ვას­წა­რი. პირ­ვე­ლი თემ­ქა­ზე სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა, ამაღ­ლე­ბის ტა­ძა­რი სა­ბურ­თა­ლოს პან­თე­ონ­თან და შემ­დეგ ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, ისევ სა­ბურ­თა­ლო­ზე, წმინ­და გი­ორ­გის ბა­ზი­ლი­კა, ერ­თნა­ვი­ა­ნი. ისე გა­მო­დის, რომ ჩემი პრო­ექ­ტე­ბი ზე­ცის­კენ უფრო მი­ის­წრა­ფის, ვიდ­რე მი­წის­კენ, - რა­ღაც თა­ვის­თვად ასე გა­მო­დის.

- მას მერე, რაც უწ­მინ­დეს­მა ად­გი­ლი აკურ­თხა, რო­დის და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბა?

- 1995 წლის 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას, უწ­მინ­დეს­მა აკურ­თხა ად­გი­ლი, სა­დაც უნდა აგე­ბუ­ლი­ყო სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და 9 წლის თავ­ზე, უკვე ტა­ძა­რიც აკურ­თხა. ტაძ­რის აგე­ბის ად­გილ­საც თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. კონ­კურ­სშიც იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ "სა­მე­ბა" ყო­ფი­ლი ავ­ტო­ინ­სპექ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ად­გი­ლას უნდა აგე­ბუ­ლი­ყო და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი­ყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, უპ­რობ­ლე­მოდ გან­ლაგ­დე­ბო­და, მაგ­რამ დრო შე­იც­ვა­ლა, 90-იანი წლე­ბი დად­გა, უკვე იმ ხალ­ხის გაყ­ვა­ნაც პრობ­ლე­მა იყო, ვინც იმ ად­გი­ლას ცხოვ­რობ­და და ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით. შემ­დეგ სა­უ­ბა­რი იყო, რომ თით­ქოს, სტუდ­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვა­კე­ში აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. ად­გი­ლი უწ­მინ­დეს­მა ნახა, აკურ­თხა და იქ მერე პა­ტა­რა სა­მე­ბის ტა­ძა­რი აეგო. ბო­ლოს წა­მო­იშ­ვა აზრი, იმ ად­გი­ლას, სა­და­ცაა აგე­ბუ­ლი, გაჭ­რი­ლი­ყო სა­ძირ­კვე­ლი. უწინ ქარ­თულ-სომ­ხუ­რი სა­საფ­ლაო იყო, რო­მე­ლიც წლე­ბის და­ხუ­რუ­ლი გახ­ლდათ, მერე იქ "მე­გობ­რო­ბის" პარ­კი გა­კეთ­და. იქვე მო­სახ­ლე­ო­ბაც ცხოვ­რობ­და, არც ხედი ვარ­გო­და დი­დად, სკო­ლის შე­ნო­ბა მთელ ად­გილს კე­ტავ­და და იქა­უ­რო­ბის ხიბ­ლი იკარ­გე­ბო­და. როცა უკვე ვიმ­სჯე­ლეთ, სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა, რომ ეს იყო მა­ინც ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლი და მისი გა­მო­ყო­ფა მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და იმის­თვის, რომ იქ გა­თხრი­ლი­ყო სა­ძირ­კვე­ლი. გე­ო­ლო­გი­ამ მი­წის სა­მუ­შა­ო­ე­ბი საკ­მა­ოდ ღრმად მო­ი­თხო­ვა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კარ­გიც იყო - ქვე­მოთ ვე­ე­ბერ­თე­ლა სივ­რცე­ე­ბი გვაქს, მი­წის ზედა ნა­წი­ლის გარ­და, 5 ეკ­ლე­სი­აა.

- ვი­ნა­ი­დან ძვე­ლი სა­საფ­ლაო იყო, ძველ საფ­ლა­ვებს და ნეშ­ტებს რა უყა­ვით?

- ბევ­რი არ იყო, მაგ­რამ რაც იყო ძვლე­ბი, სპე­ცი­ა­ლურ ყუ­თებ­ში იწყო­ბო­და და ყვე­ლაფ­რი ცალ-ცალ­კე და სა­გან­გე­ბოდ და­ი­მარ­ხა, ისევ მი­წას მი­ე­ბა­რა.

- მშე­ნებ­ლო­ბის დროს მთავ­რი სირ­თუ­ლე რა იყო?

- მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მთავ­რი სირ­თუ­ლე ფი­ნან­სე­ბი აღ­მოჩ­ნდა. უწ­მინ­დეს­მა რომ მკი­თხა, - ბა­ტო­ნო არ­ჩილ, რა გვიშ­ლის ხეს მუ­შა­ო­ბა­შიო? ვუ­თხა­რი, - თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ყვე­ლაფ­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი-მეთ­ქი. არა, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლიო, - იყო მისი პა­სუ­ხი. ისე აგის­რუ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ეს აგ­ვის­რულ­და. პირ­ველ წლე­ბი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ქვა­ბულ­ში ვი­ყა­ვით, (მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის გამო), ძლივს ამო­ვე­დით ზე­მოთ. ფონ­დი ყო­ველ წელს შე­მო­წი­რუ­ო­ბა­თა წიგნს უშ­ვებ­და, სა­დაც რო­მელ­მა მო­ქა­ლა­ქემ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რამ­დე­ნი შეს­წი­რა, აღ­ნუს­ხუ­ლი იყო. ეს იმის­თვის გა­კეთ­და, რომ ყვე­ლას სა­კუ­თა­რი თავი იქ აღ­მო­ე­ჩი­ნა და არა­ვის ღვაწ­ლი და­კარ­გუ­ლი­ყო. მარ­თლაც უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან, მოჰ­ქონ­დათ ფი­ლე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წარ­წე­რე­ბით. იყო ასე­ვე წმინ­და ად­გი­ლე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ქვე­ბი, ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი უწ­მინ­დეს­მა ჩა­ყა­რა სა­ძირ­კველ­ში. ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ონ­მა ძვირ­ფა­სი ბე­ჭე­დი შეს­წი­რა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში რო­დის ჩა­ერ­თო?

- ნულ სარ­თუ­ლამ­დე ვი­ყა­ვით ამო­სუ­ლი და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, სწო­რედ მა­შინ 2000 წელს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა შე­მოგ­ვი­ერ­თდა. 4 წე­ლი­წად­ში ტაძ­რის მონ­ტა­ჟი და მო­პირ­კე­თე­ბა დამ­თავ­რდა. კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ამას­თან, უამ­რა­ვი ხალ­ხი და­საქმდა. სხვა­თა შო­რის, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა იმ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე არც გა­მო­ჩე­ნი­ლა. მხო­ლოდ, ბო­ლოს მო­ვი­და, ფი­ნა­ლის­კენ, რომ ენა­ხა, რა კეთ­დე­ბო­და. ძი­რი­თა­დად დის­ტან­ცი­ა­ზე იყო.

- ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი რო­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოა სა­მე­ბის პრო­ექ­ტში.

- მინ­და, გა­ვიხ­სე­ნო შეხ­ვედ­რა ქვეყ­ნის პირ­ველ პრე­ზი­დენ­ტთან, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან. კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში უკვე პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­დე­საც მას­თან კა­ბი­ნეტ­ში მოვ­ხვდი, სა­კონ­კურ­სო პრო­ექ­ტი ვაჩ­ვე­ნე, ალღო მა­შინ­ვე აუღო, მიხ­ვდა, რაზე მქონ­და აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი, ხელს ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­გი­წყობ­თო. სის­ტე­მა­ტუ­რად კონ­ტროლ­ზე ჰყავ­და მშე­ნებ­ლო­ბა აყ­ვა­ნი­ლი პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძეს. ერთხელ ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ან­დრი­ა­ძის­თის უთ­ქვამს, - ამ­წეკ­რა­ნი რა­ღაც გა­ჩე­რე­ბუ­ლია, რა­შია საქ­მეო? ვერ მივ­ხვდი, რას მე­უბ­ნე­ბო­და, - თურ­მე მისი კა­ბი­ნე­ტი­დან პირ­და­პირ ჩან­და დიდი კრა­ნი, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბი­სას სულ მო­ძა­რობ­და და თურ­მე იქი­დან აკ­ვრდე­ბო­და. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მო­ოქ­რო­ვი­ლი­ყო სა­მე­ბის გუმ­ბა­თი, თუმ­ცა ამა­ზე ერთი ამ­ბა­ვი იყო ატე­ხი­ლი, მაგ­რამ ჩემი აზ­რით ტა­ძა­რას არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს, შავი გუმ­ბა­თის ნაც­ვლად მო­ოქ­რო­ვი­ლი რომ არის, თუმ­ცა, ხომ ვამ­ბობ, არ უნ­დო­დათ. ეს არის და ეს, მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­თან მე ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
1
ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს სასუფეველი ღვაწლმოსილ ქართველს. მადლობა ბატონ არაჩილს , ამ დიდებული ტაძრის ხუროთმოძღვარს.
ნიკოლოზი
0

უფალმა აცხონოს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც საქართველოს ყველა პრეზიდენტს მოესწრო - ინტერვიუ არქიტექტორთან

როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც საქართველოს ყველა პრეზიდენტს მოესწრო - ინტერვიუ არქიტექტორთან

"უმცროსი არქიტექტორიდან უფროს არქიტექტორამდე თითქმის ყველა ეტაპი გავიარე," - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი, რომელსაც კარიერაში, სანამ სამების საკათედრო ტაძრის პროექტამდე მივიდოდა, როგორც აღნიშნავს, საკმაოდ საინტერესო გზა აქვს გავლილი, თუმცა კარიერის დასაწყისში ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ოდესმე მსგავს გრანდიოზულ პროექტზე მოუწევდა მუშაობა.

"ვიმუშავე აფხაზეთის უნიერსიტეტის პროეტქზე, ბორჯომში სანატორიუმების კომპლექსზე, ასევე ცხინვალის დრამატული თეატრის პროექტზე (ოსური და ქართული დასის თვის იყო განკუთვნილი). ვმონაწილეობდი მიუსერაში მიხეილ გორბაჩოვისთვის აშენებულ აგარაკზე. უამრავამრავი კონკურსის ლაურეატი ვარ, მაგრამ საკათედრო ტაძრისთვის გამოცხადებულმა კონკურსმა მაინც ყველას გადააჭარბა".

- ვინ გადაწყვიტა, რომ აგებულიყო სამების საკათედრო ტაძარი?

- უწმინდესმა და უნეტარესმა საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო განჩინება, უფლის სადიდებლად, საქართველოს დედაქალაქში წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აგებულიყო, რომელიც იმ დიდი გავლილი გზისა და შედევრების ფონზე, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში გვაქვს, თანამედროვესთან სინთეზში წარმოჩენილიყო. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც რასაკვირველია, ყველა არქიტეტორს უნდოდა მონაწილეობა, არავის ჰქონდა იმ პერიოდისთვის აგებული ახალი ტაძარი, მით უეტეს, საკათედრო. პირვლმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტურისთვის მოვემზადე. მეუღლეს სოფელი აქვს ხარგაულში, ლამაზ მთიან ადგილას და იქ წავედი, ჩავიკეტე და ვმუშაობდი, რომ ჩამოვედი, პროექტი წარვადგინე. უწმინდესმა, წმინდა სინოდმა, ჟიურიმ ჩემი პროექტი საკათედრო ტაძრის ასაგებად აირჩია.

- მართლაც გრანდიოზული მასშტაბებია.

- არსებობს რუსების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი სამება სიდიდით და მასშტაბით, მე-8 ადგილზეა. დანარჩენი, ევროპის მასშტაბით, სამართლმადიდებლო და არასმართლმადიდებლო სამყაროში მესამე ადგილს გვაკუთვნებენ, მაგრამ პატრიარქს ნათქვამი აქვს: "მათი ტაძარი დიდია, მაგრამ ჩვენი დიდებული". ისე არ მოხდა, მუშაობა პირდაპირ სამებით დგავეწყო, თუმცა სამებაზე მუშაობა პარალელურად მიმდინარეობდა. მანამდე რამდენიმე ტაძრის აგება მოვასწარი. პირველი თემქაზე სამნავიანი ბაზილიკა, ამაღლების ტაძარი საბურთალოს პანთეონთან და შემდეგ ძმათა სასაფლაოზე, ისევ საბურთალოზე, წმინდა გიორგის ბაზილიკა, ერთნავიანი. ისე გამოდის, რომ ჩემი პროექტები ზეცისკენ უფრო მიისწრაფის, ვიდრე მიწისკენ, - რაღაც თავისთვად ასე გამოდის.

- მას მერე, რაც უწმინდესმა ადგილი აკურთხა, როდის დაიწყო მშენებლობა?

- 1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, უწმინდესმა აკურთხა ადგილი, სადაც უნდა აგებულიყო საკათედრო ტაძარი და 9 წლის თავზე, უკვე ტაძარიც აკურთხა. ტაძრის აგების ადგილსაც თავისი ისტორია აქვს. კონკურსშიც იყო გამოცხადებული, რომ "სამება" ყოფილი ავტოინსპექციის ტერიტორიაზე, ახლანდელი პრეზიდენტის სასახლის ადგილას უნდა აგებულიყო და დაფუძნებულიყო. ფაქტობრივად, უპრობლემოდ განლაგდებოდა, მაგრამ დრო შეიცვალა, 90-იანი წლები დადგა, უკვე იმ ხალხის გაყვანაც პრობლემა იყო, ვინც იმ ადგილას ცხოვრობდა და ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. შემდეგ საუბარი იყო, რომ თითქოს, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ვაკეში აშენებულიყო. ადგილი უწმინდესმა ნახა, აკურთხა და იქ მერე პატარა სამების ტაძარი აეგო. ბოლოს წამოიშვა აზრი, იმ ადგილას, სადაცაა აგებული, გაჭრილიყო საძირკველი. უწინ ქართულ-სომხური სასაფლაო იყო, რომელიც წლების დახურული გახლდათ, მერე იქ "მეგობრობის" პარკი გაკეთდა. იქვე მოსახლეობაც ცხოვრობდა, არც ხედი ვარგოდა დიდად, სკოლის შენობა მთელ ადგილს კეტავდა და იქაურობის ხიბლი იკარგებოდა. როცა უკვე ვიმსჯელეთ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს იყო მაინც ყველაზე კარგი ადგილი და მისი გამოყოფა მომენტალურად მოხდა იმისთვის, რომ იქ გათხრილიყო საძირკველი. გეოლოგიამ მიწის სამუშაოები საკმაოდ ღრმად მოითხოვა. შეიძლება ითქვას, რომ კარგიც იყო - ქვემოთ ვეებერთელა სივრცეები გვაქს, მიწის ზედა ნაწილის გარდა, 5 ეკლესიაა.

- ვინაიდან ძველი სასაფლაო იყო, ძველ საფლავებს და ნეშტებს რა უყავით?

- ბევრი არ იყო, მაგრამ რაც იყო ძვლები, სპეციალურ ყუთებში იწყობოდა და ყველაფრი ცალ-ცალკე და საგანგებოდ დაიმარხა, ისევ მიწას მიებარა.

- მშენებლობის დროს მთავრი სირთულე რა იყო?

- მშენებლობის პერიოდში მთავრი სირთულე ფინანსები აღმოჩნდა. უწმინდესმა რომ მკითხა, - ბატონო არჩილ, რა გვიშლის ხეს მუშაობაშიო? ვუთხარი, - თქვენო უწმინდესობავ, ყველაფრი ფინანსებზეა დამოკიდებული-მეთქი. არა, ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებულიო, - იყო მისი პასუხი. ისე აგისრუდეთ ყველაფერი, როგორც ეს აგვისრულდა. პირველ წლები, როდესაც ჯერ კიდევ ქვაბულში ვიყავით, (მცირე ბიუჯეტის გამო), ძლივს ამოვედით ზემოთ. ფონდი ყოველ წელს შემოწირუობათა წიგნს უშვებდა, სადაც რომელმა მოქალაქემ, ორგანიზაციამ რამდენი შესწირა, აღნუსხული იყო. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველას საკუთარი თავი იქ აღმოეჩინა და არავის ღვაწლი დაკარგულიყო. მართლაც უამრავი ხალხი მოდიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მოჰქონდათ ფილები ოჯახის წევრების წარწერებით. იყო ასევე წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილი ქვები, ოქროს მონეტები უწმინდესმა ჩაყარა საძირკველში. ქეთევან ბაგრატიონმა ძვირფასი ბეჭედი შესწირა.

- ბიძინა ივანიშვილი ტაძრის მშენებლობის პროცესში როდის ჩაერთო?

- ნულ სართულამდე ვიყავით ამოსული და ძალიან გაგვიჭირდა, სწორედ მაშინ 2000 წელს ბატონი ბიძინა შემოგვიერთდა. 4 წელიწადში ტაძრის მონტაჟი და მოპირკეთება დამთავრდა. კოლოსალური შრომაა ჩადებული. ამასთან, უამრავი ხალხი დასაქმდა. სხვათა შორის, ბატონი ბიძინა იმ 4 წლის განმავლობაში მშენებლობაზე არც გამოჩენილა. მხოლოდ, ბოლოს მოვიდა, ფინალისკენ, რომ ენახა, რა კეთდებოდა. ძირითადად დისტანციაზე იყო.

- ქვეყნის პრეზიდენტები როლიც საინტერესოა სამების პროექტში.

- მინდა, გავიხსენო შეხვედრა ქვეყნის პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან. კონკურსის პერიოდში უკვე პრეზიდენტი იყო, როდესაც მასთან კაბინეტში მოვხვდი, საკონკურსო პროექტი ვაჩვენე, ალღო მაშინვე აუღო, მიხვდა, რაზე მქონდა აქცენტი გაკეთებული. ძალიან კარგი, ხელს ყველანაირად შეგიწყობთო. სისტემატურად კონტროლზე ჰყავდა მშენებლობა აყვანილი პრეზიდენტ შევარდნაძეს. ერთხელ ბატონი ირაკლი ანდრიაძისთის უთქვამს, - ამწეკრანი რაღაც გაჩერებულია, რაშია საქმეო? ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა, - თურმე მისი კაბინეტიდან პირდაპირ ჩანდა დიდი კრანი, რომელიც მშენებლობისას სულ მოძარობდა და თურმე იქიდან აკვრდებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ მოოქროვილიყო სამების გუმბათი, თუმცა ამაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი, მაგრამ ჩემი აზრით ტაძარას არაფერი დაუკარგავს, შავი გუმბათის ნაცვლად მოოქროვილი რომ არის, თუმცა, ხომ ვამბობ, არ უნდოდათ. ეს არის და ეს, მთავრობის სხვა წევრებთან მე ურთიერთობა არ მქონია.

საქართველო ამერიკისგან "ფაიზერის" ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად მიიღებს

"ვფიქრობ, ჩემში ინტერესი და ენთუზიაზმი დაინახეს..." - ვინ არის 17 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც აშშ-ს უნივერსიტეტმა 100%-იანი დაფინანსებით მიიღო

მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?