პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა
ე.წ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა

ცხინ­ვალ­ში ბრი­ფინგზე ე.წ სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა ინალ ტე­ხოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზამ ტრავ­მე­ბის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მისი თქმით, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­დარს მან ექ­სპერ­ტი­ზა სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის რეს­პუბ­ლი­კუ­რი ბი­უ­როს პრო­ზექ­ტუ­რა­ში 22-23 თე­ბერ­ვალს ჩა­უ­ტა­რა.

„რა­ი­მე სა­ხის სის­ხლჩაქ­ცე­ვა, შიდა ორ­გა­ნო­ე­ბის ტრავ­მა, თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა. თა­ვის ქა­ლის, ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის, ნეკ­ნე­ბის, ხერ­ხემ­ლი­სა და მენ­ჯის ძვლე­ბი მთე­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ტე­ხოვ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­ლის გა­მოკ­ვლე­ვი­სას დად­გე­ნი­ლია იშე­მი­ის ზო­ნის სა­ხით მწვა­ვე სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი.

22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბი­სა და ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ დღეს, 18:30 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, აქ­ცია - „მშვი­დო­ბა ომზე მე­ტია“ გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრსნი­უსს“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აც­ნო­ბეს, აქ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი 12:00 სა­ათ­ზე სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს.„12:00 სა­ათ­ზე, „ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში“ „მშვი­დო­ბა ომზე მე­ტია“ აქ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა იმა­ზე, რომ აქ­ცი­ას უერ­თდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 12 ქა­ლა­ქი და პა­რა­ლე­ლუ­რი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი გაჟ­ღერ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აქ­ცი­ის მთა­ვარ მიზ­ნებ­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან გა­მო­ცხა­დე­ბულ სო­ლი­და­რო­ბის უფრო მე­ტად გაზ­რდილ ტალ­ღა­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის სივ­რცე „ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­მა“ აქ­ცი­ი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის მიზ­ნით დაგ­ვით­მო. ასე­ვე, აქ­ცი­ას შე­მო­უ­ერ­თდა 100-ზე მეტი კერ­ძო კომ­პა­ნია და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და „ევ­რო­კავ­ში­რის სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს საბ­ჭომ“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს, 18:30 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ფორ­მი­რე­ბე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბი­სა და ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ე.წ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა

ე.წ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა

ცხინვალში ბრიფინგზე ე.წ სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს მან ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა.

„რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, - განაცხადა ტეხოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს, 18:30 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრსნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის საორგანიზაციო ჯგუფი 12:00 საათზე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.„12:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ „მშვიდობა ომზე მეტია“ აქციის საორგანიზაციო ჯგუფის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ აქციას უერთდება საქართველოს 12 ქალაქი და პარალელური აქციების ჩატარების კონკრეტული ლოკაციები გაჟღერდება. ორგანიზატორები აქციის მთავარ მიზნებსა და კერძო სექტორის მხრიდან გამოცხადებულ სოლიდარობის უფრო მეტად გაზრდილ ტალღაზე ისაუბრებენ.

პრესკონფერენციისთვის სივრცე „ქორთიარდ მარიოტმა“ აქციისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დაგვითმო. ასევე, აქციას შემოუერთდა 100-ზე მეტი კერძო კომპანია და სოლიდარობა გამოუცხადა „ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭომ“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება“, - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს