საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს" - პრემიერის განცხადება
"უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს" - პრემიერის განცხადება

უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის და სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ჩვენს ძა­ლის­ხმე­ვას­შე­დე­გი მოყ­ვე­ბა და უახ­ლო­ეს დრო­ში ჩვენ ერ­თად მი­ვა­ბა­რებთ მი­წას ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ცხინ­ვა­ლი­დან არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აცხა­დებს.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ დგე­ბა დრო, როცა უნდა მოვ­ნა­ხოთ სა­კუ­თარ თავ­ში ძალა, რათა ამ უბე­დუ­რე­ბამ კი­დევ ერთხელ არ შეგ­ვიყ­ვა­ნოს იმ სა­ბე­დის­წე­რო სპი­რალ­ში, რო­მელ­შიც 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან გვი­წევ­და სი­ა­რუ­ლი.

"ჩვენ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი მძი­მე გან­საც­დე­ლი გა­და­უ­ტა­ნია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­დევ ერთი ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე დავ­დე­ქით - ჩვენ არ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ოჯახ­თან ერ­თად, ღირ­სე­უ­ლად და­ვი­ტი­როთ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი კი, ამ დრომ­დე ოჯა­ხებ­თან დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნა­დაა შეძ­რუ­ლი მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა ღო­ნეს იყე­ნებს, რომ ცხე­და­რი უმოკ­ლეს დრო­ში გად­მო­ვას­ვე­ნოთ ოჯახ­ში. ყვე­ლა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა გვერ­დზე გვიდ­გას ამ პრო­ცეს­ში. ამ პრო­ცეს­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის და პატ­რი­არ­ქის როლი.

ახლა დგე­ბა დრო, როცა, მი­უ­ხე­და­ვად სა­მარ­თლი­ა­ნი ემო­ცი­ე­ბი­სა, უნდა მოვ­ნა­ხოთ სა­კუ­თარ თავ­ში ძალა, რომ ამ უბე­დუ­რე­ბამ კი­დევ ერთხელ არ შეგ­ვიყ­ვა­ნოს იმ სა­ბე­დის­წე­რო სპი­რალ­ში, რო­მელ­შიც 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან გვი­წევ­და სი­ა­რუ­ლი, ბე­დით თუ უბე­დო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­მა­მა­ცი­თა თუ კი­დევ სხვა­თა სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მე­ბით, გამ­ყიდ­ვე­ლო­ბით თუ კი­დევ უამ­რა­ვი სხვა მი­ზე­ზით.

ახლა არის დრო, როცა უნდა გავ­მაგრდეთ, მა­მა­ცი ვაჟ­კა­ცი სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ვიგ­ლო­ვოთ და მი­წას მი­ვა­ბა­როთ. ამის შემ­დეგ, ისევ მო­ვიკ­რი­ბოთ ძალა და შე­უქ­ცე­ვა­დად გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აგურ-აგურ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი და რა­ო­დენ რთუ­ლიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის შე­მო­რი­გე­ბის პრო­ცე­სი - კი­დევ უფრო მეტი შე­მარ­თე­ბით და გულ­მოდ­გი­ნე­ბით.

მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მავ­თულხლარ­თე­ბის იქი­თა მხა­რე­საც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც სუ­ლერ­თი არ არის თუნ­დაც ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის ის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ებს ით­ვლის.

ასე­ვე, მწამს, რომ ყვე­ლა მხა­რეს, არ­სე­ბობს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ძალა, რო­მელ­საც ჯერა მშვი­დო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის.

ჩვენ წინ გვაქვს გა­სავ­ლე­ლი ურ­თუ­ლე­სი გზა, რო­მე­ლიც ერ­თად უნდა გა­ვი­ა­როთ; მაგ­რამ ამას ვერ გა­ვა­კე­თებთ, თუ კი­დევ ერთხელ, ჩვენს, თუნ­დაც სა­მარ­თლი­ან ემო­ცი­ებს და აგ­რე­სი­ას მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ბო­ლო­ოდ ან დიდი ხნით გა­და­ვა­ვა­დოთ ერის გამ­თლი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი.

მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გვე­ყო­ფა სიბ­რძნე და იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც გვა­კის­რია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე, გა­ვაგ­რძე­ლებთ მო­მავ­ლის შე­ნე­ბას.

უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის და სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ჩვენს ძა­ლის­ხმე­ვას შე­დე­გი მოყ­ვე­ბა და უახ­ლო­ეს დრო­ში ჩვენ ერ­თად მი­ვა­ბა­რებთ მი­წას ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს", - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს" - პრემიერის განცხადება

"უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს" - პრემიერის განცხადება

უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევასშედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნულ ფაქტს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დგება დრო, როცა უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რათა ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული.

"ჩვენ ქვეყანას თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე განსაცდელი გადაუტანია. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ტრაგედიის წინაშე დავდექით - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ოჯახთან ერთად, ღირსეულად დავიტიროთ არჩილ ტატუნაშვილი, მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი, ამ დრომდე ოჯახებთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი.

ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული, ბედით თუ უბედობით, კონკრეტული ადამიანების სიმამაცითა თუ კიდევ სხვათა საბედისწერო შეცდომებით, გამყიდველობით თუ კიდევ უამრავი სხვა მიზეზით.

ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწას მივაბაროთ. ამის შემდეგ, ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზების შემორიგების პროცესი - კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს, არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც ჯერა მშვიდობისა და თანამშრომლობის.

ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ; მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი.

მე დარწმუნებული ვარ, გვეყოფა სიბრძნე და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე, გავაგრძელებთ მომავლის შენებას.

უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები