პარტნიორები:

    "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს

    "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს

    რაგბი ევროპა 2018-ზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ასპარეზობას დაუმარცხებლად განაგრძობს.

    „ბორჯღალოსნებმა“ მესამე ტურში მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ესპანეთს უმასპინძლეს და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ მორაგბეებს სამიდან სამი მოგება აქვთ და ტურნირში 13 ქულით ლიდერობენ, ესპანეთი კი ამ დამარცხების შემდეგ 8 ქულით მესამე პოზიციამდე დაქვეითდა. მეორე ადგილს რუმინეთი იკავებს.

    შემდეგ შეხვედრას 10 მარტს, სტუმრად, ქართველი მორაგბეები რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

    იხილეთ ვიდეო: მორიგი გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 23:10 დაამარცხა

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი