ავტორი:

"ტეტრისიდან" სომხეთის პრეზიდენტობამდე - ვინ არის "კონტრაბანდული მილიონების" მფლობელი არმენ სარგსიანი

"ტეტრისიდან" სომხეთის პრეზიდენტობამდე - ვინ არის "კონტრაბანდული მილიონების" მფლობელი არმენ სარგსიანი

სომხეთში მეოთხე პრეზიდენტად 7 წლის ვადით, ყოფილი დიპლომატი არმენ სარგსიანი აირჩიეს. ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ფავორიტი კანდიდატურა ერთადერთი იყო. ის პარლამენტს სომხეთის მმართველმა კოალიციამ წარუდგინა.

არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ეს თანამდებობა საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების გარეშე ერგო. სომხეთის კონსტიტუციაში, 2015 წელს შეტანილი ცვლილებით, რესპუბლიკა საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. ამავდროულად, სახელმწიფოს პირველი პირი პრემიერ-მინისტრი გახდა, პრეზიდენტის უფლებამოსილება კი შემცირდა.

არმენ სარგსიანის კანდიდატურას მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 იყო. მას მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. დიდი ბრიტანეთის გარდა, ის სომხეთის ელჩი იყო ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში.

არმენ სარგსიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ ერევნის სახელმწიფოს უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც, სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. მისი დასრულების შემდეგ, იქვე, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

1996-1997 წლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა... 2013 წლიდან კი, ისევ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობდა. სწორედ 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ბრიტანეთში სომხეთის ელჩად ახალი დანიშნული იყო, ადგილობრივმა მედიამ მასზე საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მოაგროვა. ინტერნეტგამოცემა ru.1in.am-ის ცნობით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში და შემდეგაც, დიპლომატიური კარიერისას, ის მუდმივად სარგებლობდა ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სომეხთან, ვაჩე მანუკიანთან ურთიერთობით და კავშირებით...

მაშინ ინტერნეტგამოცემამ საგრსიანის საიდუმლო ამონაწერებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით მოამზადა პუბლიკაცია იმ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კავშირებზე, რომლითაც დიპლომატის ბიზნეს-ინტერესების შესახებ გახდა ცნობილი; სომხეთში რეგისტრირებულ კომპანია Армавиа-სა და Армсвисбанк -ს ერთი მფლობელი ჰყავთ, ისევე, როგორც კომპანია Флеш–სა და Мика-ს... პირველი ორი ადგილობრივი ბიზნესმენის ბარსაგ ბეგლარიანის მფლობელობაშია, Флеш–ი და Мика კი - მიკა ბაღდასაროვის. ორივე მათგანი სერჟ სარსგიანის თანაკლასელები არიან და სომხეთში ნავთობპროდუქტების შეტანით იყვნენ დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, მათ ნავთობპროდუქტები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და რუსეთიდან შემოჰქონდათ; დოკუმენტებში ფიგურირებდა არმენ სარგსიანიც, რომელსაც ბენზინისა და დიზელის საწვავი ყაზახეთიდან შეჰქონდა სომხეთში და ნავთობპროდუქტების ფასებსაც აწესებდა.

კომპანია Армавии-ს ოფიციალურ დამფუძნებლად ვინმე ვარდან სირმარკსი იყო მითითებული, რომელიც ყარაბაღში საათებს აწარმოებდა და რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო "საბანკო კავშირებს" სწორედ სომეხი დიპლომატი არმენ სარგსიანი უგვარებდა.

სარგსიანს ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ყაზახეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან, "ყოვლისშემძლე" დარიგა ნაზარბაევთან, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში, სარგსიანის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. სომეხმა დიპლომატმა პრეზიდენტის ქალიშვილს "ტვ მედია ჰოლდინგის" გახსნა ურჩია, რომელსაც ადგილობრივ ტელესივრცეში მონოპოლია აქვს აღებული და რომლისგანაც ადგილობრივი ტელეკომპანიები საეთერო დროს ყიდულობენ; 2013 წლის მონაცემებით, სარგსიანს ჰოლდინგში 5%-იანი წილი ჰქონდა.

ამასთან, ყაზახეთის სტატისტიკური სამსახურის ცნობით, 2007 წლის მონაცემებით, სომხეთში 1.2 მილიარდის კუბური მეტრის ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც მთლიანობაში 157 მილიონ დოლარამდეა, რაც სომხეთის სტატისტიკაში არ ფიქსირდება - კერძოდ, ამ რაოდენობის ბუნებრივი აირი სომხეთში არ შესულა;

ყოველწლიურად, სომხეთში 50 ათასი ტონა დიზელის საწვავი და ნავთობპროდუქტები შედის, თუმცა, ოფიციალურად, 12-15 ტონა ფიქსირდება.

"როგორც ირკვევა, ეს კარგად ორგანიზებული კონტრაბანდაა, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ სარგსიანის კომპანიას მიუძღვის,” - წერს გამოცემა.

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, 2000-იან წლებში არმენ სარგსიანმა რამდენიმე საინვესტიციო კომპანია დააფუძნა, რომლებსაც თავად მართავდა. მათგან ყველაზე მსხვილი Knightsbridge Group იყო. ის 15-ზე მეტი კომპანიისგან შედგებოდა, რომლებიც ენერგეტიკისა და ნავთობის სფეროში მუშაობდნენ. ასევე, მისი ინტერესის სფერო იყო გაზის მოპოვება ევროპაში, რუსეთში, მონღოლეთში, ინდოეთსა და ყახაზეთში.

რამდენიმე წლის წინ, სარგსიანის კომპანია Highbury Group–მა, რუსეთში დააფუძნა შვილობილი ფილიალი "Корпорация Ленинград", რომელიც თავის მხრივ კომპანია Энергопроект-ის აქციონერი გახდა. ის ჩრდილოეთსა და დასავლეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ელექტროენერგეტიკის სფეროში, სხვადასხვა სახის პროექტებს, საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებს.

არმენ სარგსიანი ასევე არის კომპანია Tetris-Wordtris–ის მეწილე, რომელიც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მოდიფიკაციის თამაშებს ახორციელებს.

ბოლო მონაცემებით, მისი დეკლარაცია ასე გამოიყურება - 3 კერძო სახლი, 2 ბინა და საბანკო ანგარიშზე 8 მილიონი ევრო, რაც დიდი ალბათობით, სრულყოფილი არ არის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე