საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრალდებულმა პატრულის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ბრალდებულმა პატრულის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბრალ­დე­ბულ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მოხ­და, თუმ­ცა კად­რე­ბი დღეს სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა.

სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის გამო ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ა. 6 თვეა წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბა. "კუ­რი­ერ­ში" გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ექ­ვსი თვეა, პრო­კუ­რა­ტუ­რა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ ბრალ­დე­ბულ გ.ა.-ის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შულს იძი­ებს.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი, სა­დაც გ.ა. აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვა. კერ­ძოდ, წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, გ.ა. აგ­რე­სი­უ­ლია და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ჯერ სი­ტყვი­ერ, შემ­დეგ კი ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს. სხდო­მის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მჯდო­მი გ.ა. მის წინ მჯდომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს თავ­ში ურტყამს და აგი­ნებს.

ნა­ხეთ ვი­დეო

ამ ქმე­დე­ბის გამო გ.ა.-ს რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბრალ­დე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, თუმ­ცა ის აღ­ნიშ­ნულს არ ეთან­ხმე­ბა. სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მომ­ხდა­რის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში იგი პო­ლი­ცი­ე­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­სა და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში და­ა­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ბრლ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, ფრი­დონ სუ­ხი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ამ ფაქ­ტით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. კერ­ძოდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333–ე მუხ­ლით და­ი­წყო, ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას ნივთმტკი­ცე­ბე­ბი არ ამო­უ­ღია. გ.ა.-ს მა­ი­სურ­ზე და შარ­ვალ­ზე სი­სიხ­ლის ლა­ქე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. ად­ვო­კა­ტი მუხ­ლის შეც­ვლას ითხოვს და აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ პირს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ თავ­დას­ხმა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. იგი­ვე პო­ზი­ცია აქვს ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯახ­საც.

"ად­გი­ლი აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბას, რათა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ის მუხ­ლი, რომ შემ­დგომ მის მი­მართ დამ­დგა­რი­ყო წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა", – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ში­ნა­გან საქ­მეთ სა­მი­ნის­ტრო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ გ.ა. 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში არ­სე­ნას ქუ­ჩა­ზე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მას გა­უ­წია დახ­მა­რე­ბა. როცა ის მო­ფხიზ­ლდა, აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და იქ მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე პატ­რულ ინ­სპექ­ტო­რებს, სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და.

გ.ა. სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით უკვე ექ­ვსი თვეა გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მისი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ექ­ვსი თვეა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა იძებს, და­კა­ვე­ბი­სას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გ.ა.-ს შე­საძ­ლო ცე­მის ფაქტს. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

00:00 / 00:00

ბრალდებულმა პატრულის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბრალდებულმა პატრულის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბრალდებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სასამართლო დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა კადრები დღეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

სასამართლო დარბაზში სამართალდამცველებზე განხორციელებული თავდასხმის გამო ბრალდებული გ.ა. 6 თვეა წინასწარ პატიმროში იმყოფება. "კურიერში" გასული სიუჟეტის თანახმად, აღნიშნულის პარალელურად, ექვსი თვეა, პროკურატურა პოლიციელების მიერ ბრალდებულ გ.ა.-ის მიმართ ჩადენილ დანაშულს იძიებს.

საქალაქო სასამართლოში გადაღებულ კადრებში ჩანს განხილვის პროცესი, სადაც გ.ა. აგრესიულად იქცევა. კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული, გ.ა. აგრესიულია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განსასჯელის სკამზე მჯდომი გ.ა. მის წინ მჯდომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს.

ნახეთ ვიდეო

ამ ქმედების გამო გ.ა.-ს რამდენიმე დღეში ბრალდება პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, თუმცა ის აღნიშნულს არ ეთანხმება. სასამართლო დარბაზში მომხდარის პროვოცირებაში იგი პოლიციელებს ადანაშაულებს. სასამართლო პროცესზე მან პოლიციელები არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დააადანაშაულა.

ბრლდებულის ადვოკატის, ფრიდონ სუხიაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყება ამ ფაქტით არ დაინტერესებულა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულის ჩვენების საფუძველზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით დაიწყო, ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას ნივთმტკიცებები არ ამოუღია. გ.ა.-ს მაისურზე და შარვალზე სისიხლის ლაქები აღენიშნება. ადვოკატი მუხლის შეცვლას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს სასამართლო პროცესზე პოლიციელების მიმართ თავდასხმა არ განუხორციელებია. იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულის ოჯახსაც.

"ადგილი აქვს მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბებას, რათა ბრალდებულის მიმართ წაეყენებინათ ის მუხლი, რომ შემდგომ მის მიმართ დამდგარიყო წინასწარი პატიმრობა", – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთ სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გ.ა. 2017 წლის სექტემბერში არსენას ქუჩაზე უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას გაუწია დახმარება. როცა ის მოფხიზლდა, აგრესიული გახდა და იქ მყოფ მოქალაქეებს, ასევე პატრულ ინსპექტორებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

გ.ა. სასამართლო დარბაზში პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით უკვე ექვსი თვეა გლდანის მერვე დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პარალელურად ექვსი თვეა თბილისის პროკურატურა იძებს, დაკავებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გ.ა.-ს შესაძლო ცემის ფაქტს. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების შედეგი გამოძიების შედეგი ამ დრომდე უცნობია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს