პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

9

ოქტომბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 18:57-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი არ არის რეკომენდებული.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს-კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ, რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რილს, გარ­დაც­ვლილ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა.

პატ­რი­არ­ქი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს არ ეძ­ლე­ვა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით დაკ­რძალ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის­ტკი­ვილ­სა და აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მო­გე­სალ­მე­ბით ქრის­ტეს­მი­ე­რი ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით და მოგ­მარ­თავთ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ქა­ლაქ ცხინ­ვალ­ში გარ­დაც­ვლი­ლი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის თხოვ­ნით.

ჩვენ ყვე­ლა­ნი დი­დად შე­წუ­ხე­ბულ­ნი ვართ იმ ფაქ­ტით, რომ უკვე კვი­რა­ზე მე­ტია, რაც ამ ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი არ გად­მო­ე­ცა გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს და მის მშობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა დაკ­რძა­ლონ იგი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით, რაც კიდვ უფრო ამ­ძაფ­რებს მათ მწუ­ხა­რე­ბას და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის­ტკი­ვილ­სა და აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს.

ვი­ცით, რომ ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა არ შე­დის თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბის კომ­პე­ტე­ნი­ა­ში, მაგ­რამ გთხოვთ გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი და გვი­შუ­ამ­დგომ­ლოთ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის წი­ნა­შე, რათა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი დრო­უ­ლად და­უბ­რუნ­დეს ოჯახს. თქვე­ნი მხრი­დან ეს იქ­ნე­ბა ნუ­გე­ში და დიდი დახ­მა­რე­ბა, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, ისე ჩვენ­თვის", – აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­ე­რის მიერ, რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის­თვის მი­წე­რილ წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები - შსს-მ 13 პირი დააკავა

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.

პატრიარქი წერილში აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ოჯახს არ ეძლევა მიცვალებულის ქრისტიანული წესით დაკრძალვის საშუალება, რაც მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს. საქართველოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.

ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდვ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის", – აღნიშნულია კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეოერის მიერ, რუსეთის პატრიარქისთვის მიწერილ წერილში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ