სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარშრუტკების" მძღოლები, რომლებიც მგზავრებს გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, 100 და 300 ლარით დაჯარიმდებიან
"მარშრუტკების" მძღოლები, რომლებიც მგზავრებს გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, 100 და 300 ლარით დაჯარიმდებიან

სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რებს ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბე­ბის გარ­და სხვა ად­გი­ლებ­ზე გა­უ­ჩე­რე­ბენ, პირ­ველ ჯერ­ზე 100 ლა­რით, ხოლო დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 300 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, 1-ელი მარ­ტი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ახა­ლი წე­სის თა­ნახ­მად, 14 ქუ­ჩა­ზე მე­ო­რე დღეა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ისი­ნი მგზავ­რებს არ­სე­ბულ სი­ახ­ლეს აც­ნო­ბენ და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლებს ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლე­ბენ.

„მე­ო­რე დღეა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბია გა­სუ­ლი, რათა ახ­ლა­ხანს მი­ღე­ბუ­ლი წე­სის დარ­ღვე­ვა არ მოხ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლებს და მგზავ­რებს სი­ახ­ლეს აც­ნო­ბენ და აფრ­თხი­ლე­ბენ. კერ­ძოდ, ის მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მგზავრს სა­მარ­შრუ­ტო ტაქსს ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბის ნაც­ვლად სხვა ად­გი­ლებ­ზე გა­უ­ჩე­რე­ბენ, პირ­ველ ჯერ­ზე, 100 ლა­რით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 300 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სით მძღო­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, მძღო­ლე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის პრო­ცესს „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღე მხო­ლოდ გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან. შემ­დეგ კი კა­ნონ­დამ­რღვევ მძღო­ლებ­ზე სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა“, – აცხა­დე­ბენ ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში.

1-ელი მარ­ტი­დან თბი­ლის­ში ახა­ლი წესი ამოქ­მედ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი 14 ქუ­ჩა­ზე მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა­ზე გა­ა­ჩე­რე­ბენ. ეს ქუ­ჩე­ბია: მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუჩა, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუჩა, ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ქუჩა, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ქუჩა, პე­კი­ნის ქუჩა, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რი, ჯორჯ ბუ­შის ქუჩა და კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"მარშრუტკების" მძღოლები, რომლებიც მგზავრებს გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, 100 და 300 ლარით დაჯარიმდებიან

"მარშრუტკების" მძღოლები, რომლებიც მგზავრებს გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, 100 და 300 ლარით დაჯარიმდებიან

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, 1-ელი მარტიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, 14 ქუჩაზე მეორე დღეა სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ. ისინი მგზავრებს არსებულ სიახლეს აცნობენ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ.

„მეორე დღეა მონიტორინგის ჯგუფებია გასული, რათა ახლახანს მიღებული წესის დარღვევა არ მოხდეს. აღნიშნული ჯგუფები პირველ ეტაპზე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მგზავრებს სიახლეს აცნობენ და აფრთხილებენ. კერძოდ, ის მძღოლები, რომლებიც მგზავრს სამარშრუტო ტაქსს ავტობუსების გაჩერების ნაცვლად სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე, 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნული წესით მძღოლების დაჯარიმება უახლოეს დღეებში დაიწყება. პირველ ეტაპზე, მძღოლების გაფრთხილების პროცესს „თბილისის მიკროავტობუსის" მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ. ისინი რამდენიმე დღე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. შემდეგ კი კანონდამრღვევ მძღოლებზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება“, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

1-ელი მარტიდან თბილისში ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ. ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ