სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 32 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც "სილიკონ ველზე" საკუთარ ლაბორატორიას გაუხსნიან
გაიცანით 32 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც "სილიკონ ველზე" საკუთარ ლაბორატორიას გაუხსნიან

ბა­ჩა­ნა ლომ­სა­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­საც ”სი­ლი­კონ ველ­ზე” მდე­ბა­რე სან­ტა-კლა­რას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­კუ­თარ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას (Lomsadze lab) გა­უხ­სნი­ან. ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი ცოტა ხნის წინ სან­ტა-კლა­რას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გახ­და, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ლექ­ციო კურ­სე­ბის წა­კი­თხვას, სა­კუ­თა­რი სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შექ­მნას, სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, გრან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბას, კო­ლა­ბო­რა­ცი­ას სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფებ­თან. ლომ­სა­ძე გეგ­მავს, რომ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა სან­ტა-კლა­რას უნი­ვე­რის­ტეტ­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რი­საც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს.

სა­კუ­თარ ამე­რი­კულ ოც­ნე­ბა­ზე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

”სან­ტა-კლა­რას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ჩემი პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა საკ­მა­ოდ გრძე­ლი და რთუ­ლი კონ­კურ­სის გავ­ლის შემ­დგომ მოხ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყო ერთი სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლი ფი­ზი­კა­ში პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. შერ­ჩე­ვა­ში 250-მდე აპ­ლი­კან­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პირ­ველ ეტაპ­ზე 20 ადა­მი­ა­ნი შე­ირ­ჩა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ის, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შრო­მე­ბის და სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. კი­დევ უფრო „მოკ­ლე სი­ა­ში“ მოხ­ვედ­რა (4 კან­დი­და­ტი) გუ­ლის­ხმობ­და „სკა­ი­პით“ ზე­პირ გა­სა­უბ­რე­ბას და შემ­დგომ ად­გილ­ზე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩას­ვლას და 2-დღი­ან გა­სა­უბ­რე­ბას.

გა­სა­უბ­რე­ბა მო­ი­ცავს თი­თო­ე­ულ ად­გი­ლობ­რივ პრო­ფე­სორ­თან, დე­კან­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­თან 1-სა­ა­თი­ან ინ­ტერ­ვი­უ­ებს. ამის შემ­დგომ აპ­ლი­კანტს სა­მეც­ნი­ე­რო გეგ­მებ­ზე მოხ­სე­ნე­ბის და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლოქ­ვი­უ­მის გა­კე­თე­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საც, ვი­ნა­ი­დან მათი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა შე­ფა­სე­ბა­ში რო­გორც წესი, გან­მსა­ზღვრე­ლია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი­სა და მკაც­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რა.

გარ­და ამი­სა, აშშ-ის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის „მოკ­ლე სი­ა­ში“ ვარ მოხ­ვედ­რი­ლი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც მაქვს პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. თუმ­ცა სან­ტა-კლა­რას სა­გან­მათ­ლებ­ლო ცენ­ტრი ავირ­ჩიე, რად­გან ის ით­ვლე­ბა ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს და პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტად აშშ-ში, რომ­ლის სტუ­დენ­ტო­ბაც სა­ა­მა­ყოა, თუმ­ცა მა­ღა­ლი სა­ფა­სუ­რი­სა და დიდი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო საკ­მა­ოდ რთუ­ლია. უნი­ვერ­სი­ტე­ტი მდე­ბა­რე­ობს „სი­ლი­კონ ველ­ზე“, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრია. იგი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა სტენ­ფორ­დი­სა და ბერკლის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, სა­დაც კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბი მაქვს და­გეგ­მი­ლი.

- რა სა­ხის პრო­ექ­ტებ­ზე იმუ­შა­ვებთ თქვენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში?

- მე შევ­ქმე­ნი ახა­ლი ლა­ზე­რუ­ლი სპექტროს­კო­პი­ის მე­თო­დი. იგი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის თვი­სე­ბე­ბი რე­ა­ლურ დრო­ში შე­ვის­წავ­ლოთ, და­ვაკ­ვირ­დეთ ქი­მი­ურ რე­აქ­ცი­ებს და პა­სუ­ხი გავ­ცეთ ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის სა­კი­თხებს, რაც აქამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩემს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ამ მე­თო­დით ვა­პი­რებ კვლე­ვე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლებ ფი­ზი­კის, ქი­მი­ის და სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ჩა­ა­ტა­რე­ბენ კვლე­ვებს, გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მებს და მი­ე­ნი­ჭე­ბათ ხა­რის­ხი.

- რო­გორ და რო­დის და­ი­წყეთ თქვენს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ინო­ვა­ცი­ურ მე­თოდ­ზე მუ­შა­ო­ბა?

- ჯერ კი­დევ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სწავ­ლის დროს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ და გა­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ე­რებ­თან დის­კუ­სი­ებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გან­სჯა-გან­ხილ­ვამ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ცნო­ბო­დი, თუ რა კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფებ­ში. ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა ლა­ზე­რულ­მა სპე­კტ­როს­კო­პი­ამ და მათ გა­მო­ყე­ნე­ბამ რო­გორც ფუნ­და­მენ­ტურ კვლე­ვებ­ში, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ იყო სა­მა­გის­ტრო/სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტომ 2008 წელს ჩა­ვი­რი­ცხე სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე კან­ზა­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ში, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. ის ით­ვლე­ბა ერთ-ერთ წამ­ყვან ცენ­ტრად ლა­ზე­რულ სპექტროს­კო­პი­ა­ში. სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩემს წი­ნა­შე და­ის­ვა, გახ­ლდათ - ატო­მე­ბი­სა და მო­ლე­კუ­ლე­ბის გა­ცი­ე­ბა ლა­ზე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და მათი თვი­სე­ბე­ბის და დი­ნა­მი­კის შეს­წავ­ლა მოკ­ლე-ხან­გრძლი­ვო­ბის იპულ­სე­ბის მქო­ნე ლა­ზე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს კვლე­ვე­ბი კვან­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დას­მულ ამო­ცა­ნას წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თვი თავი.

2012 წელს, 26 წლის ასაკ­ში, მო­მე­ნი­ჭა სა­დოქ­ტო­რო ხა­რის­ხი და კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით მი­მიწ­ვი­ეს კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მას­თან არ­სე­ბულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში (JILA), რო­გორც მკვლე­ვა­რი მეც­ნი­ე­რი. JILA-ში მოღ­ვა­წე 5 მეც­ნი­ერს ნო­ბე­ლის პრე­მია აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

სწო­რედ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი ახა­ლი ლა­ზე­რუ­ლი მე­თო­დის შექ­მნა­სა და დახ­ვე­წა­ზე, რომ­ლის სრუ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცია მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ვახ­დი­ნე. ეს მე­თო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მო­ვახ­დი­ნოთ მო­ლე­კუ­ლე­ბი­სა და ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სტრუქ­ტუ­რის, თვი­სე­ბე­ბის და დი­ნა­მი­კის შეს­წავ­ლა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით. ჩემ მიერ აღ­მო­ჩე­ნილ ამ ახალ მე­თოდს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბაც აქვს. ამ მე­თო­დით ამი­ე­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­მნე­ბა მომ­წავ­ლე­ლი ნივ­თი­რე­ბე­ბი­სა (აი­რე­ბის) და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დე­ტექ­ტი­რე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში (წა­მებ­ში).

ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აე­რო­პორ­ტე­ბის, სა­ზღვაო პორ­ტე­ბის და ხალ­ხმრა­ვა­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. ჩემი ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბი ეტა­პობ­რი­ვად ისა­ხე­ბო­და პრეს­ტი­ჟულ ჟურ­ნა­ლებ­ში. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის ჟურ­ნალ­მა „ოპ­ტი­კი­სა და ფო­ტო­ნიქ­სის სი­ახ­ლე­ე­ბი” 2017 წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად აღი­ა­რა. ეს მე­თო­დი წარ­დგე­ნი­ლი მაქვს პა­ტენტზე, რო­მელ­საც უკვე გავ­ლი­ლი აქვს ექ­სპერ­ტი­ზა.

- საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში მი­აღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას. მეც­ნი­ე­რე­ბით პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე იყა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი? რო­გო­რი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი კავ­ში­რი მეც­ნი­ე­რე­ბას­თან?

- სკო­ლის ასაკ­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი არა მარ­ტო ტექ­ნი­კუ­რი, არა­მედ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი­თაც. ვსწავ­ლობ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს შვიდ­წლე­დი ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით. ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯში დად­გმულ სპე­კტაკ­ლებ­ში მთა­ვარ როლ­საც ვას­რუ­ლებ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წელი აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­თა ან­სამ­ბლ „პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვებ­ში“. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე. და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი ვარ სი­გე­ლე­ბით.

ერთი პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბა­საც ვა­პი­რებ­დი. თუმ­ცა, ჩემი ინ­ტე­რე­სი მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მართ უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის ოლიმ­პი­ა­დებ­სა და სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. ფი­ზი­კის დარ­გში არა­ერ­თი სას­კო­ლო და რეს­პუბ­ლი­კუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ და მი­ღე­ბუ­ლი მაქვს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი სა­უ­კე­თე­სო მოხ­სე­ნე­ბის­თვის. ჩემი პირ­ვე­ლი სტა­ტია ჟურ­ნალ­ში - „ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა სკო­ლა­ში” ჩემი მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე.

ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯის წარ­ჩი­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დგომ ჩა­ვი­რი­ცხე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში შე­ვი­ძი­ნე უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩემი შემ­დგო­მი სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რის გამ­სა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა. სტუ­დენ­ტო­ბის დროს ვი­ყა­ვი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ ნო­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ან­ტი. ვარ სტუ­დენ­ტთა და ას­პი­რან­ტთა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და რეს­პუბ­ლი­კურ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. სტუ­დენ­ტო­ბის დროს და­ვი­წყე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში (იტა­ლია, გერ­მა­ნია, ბელ­გია, საფ­რან­გე­თი, ამე­რი­კა), რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 10-მდე მოხ­სე­ნე­ბა გა­ვა­კე­თე.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს, კონ­კრე­ტუ­ლად, თსუ-ს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს წარ­მა­ტე­ბებ­ში. ამი­ტომ მეც დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი, რო­მელ­საც მე ვა­ტა­რებ, ვერ მო­ხერ­ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბე­ბით. ვგეგ­მავ, რომ სან­ტა-კლა­რას უნი­ვე­რის­ტეტ­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მისი გან­ვი­თა­რე­ბა?

- თსუ-ს მა­გა­ლით­ზე ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა გან­ზო­გა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზეც. სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა თე­ო­რი­ულ ფი­ზი­კა­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი გვქონ­და. თსუ-ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით უპ­რობ­ლე­მოდ მო­ვა­ხერ­ხე აშშ-ში სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ში ჩაბ­მა და მე­ტიც, რამ­დე­ნი­მე სა­დოქ­ტო­რო საგ­ნის სა­ლექ­ციო კურ­სის გავ­ლის გა­რე­შე, წინ­სწრე­ბით ჩა­ბა­რე­ბა. თუმ­ცა, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფი­ზი­კის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ვი­კოჭ­ლებთ. მი­ზე­ზი არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბაა. დღეს­დღე­ო­ბით ტექ­ნო­ლო­გია ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კვლავ არ არის სა­სურ­ველ დო­ნე­ზე.

თსუ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ სი­ახ­ლის და­ნერგვა, შიდა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის სა­ხით, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა არა­საკ­მა­რი­სია სტუ­დენ­ტე­ბის ჩა­სარ­თა­ვად სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში. ეს კი, თა­ვის მხრივ, იწ­ვევს სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის შე­სუს­ტე­ბას და სტუ­დენ­ტე­ბის გა­დი­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან.

სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი უნდა მოხ­დეს სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან­ვე. უნდა მოხ­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, და­იდ­გას მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ცდე­ბი, ჩა­ტარ­დეს ღია-კა­რის დღე­ე­ბი, მოხ­დეს სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რათა ჩა­ერ­თონ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში. და­ფი­ნან­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას.

ბაადრი
0

განვითარება და დიდი წინსვლები აქ შეუძლებელია! ამის დონე აქ ვერაა, რადგან ადამიანები მხოლოდ საარსებო გადარჩენის პროგრამის რეჟიმში ვართ ჩარჩენილები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

გაიცანით 32 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც "სილიკონ ველზე" საკუთარ ლაბორატორიას გაუხსნიან

გაიცანით 32 წლის ქართველი მეცნიერი, რომელსაც "სილიკონ ველზე" საკუთარ ლაბორატორიას გაუხსნიან

ბაჩანა ლომსაძე პირველი ქართველია, რომელსაც ”სილიკონ ველზე” მდებარე სანტა-კლარას უნივერსიტეტში საკუთარ ლაბორატორიას (Lomsadze lab) გაუხსნიან. ახალგაზრდა მეცნიერი ცოტა ხნის წინ სანტა-კლარას უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, რაც გულისხმობს სავალდებულო სალექციო კურსების წაკითხვას, საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნას, სტუდენტების ხელმძღვანელობას, გრანტების მოძიებას, კოლაბორაციას სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებთან. ლომსაძე გეგმავს, რომ გაცვლითი პროგრამა სანტა-კლარას უნივერისტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორისაც ჩამოაყალიბოს.

საკუთარ ამერიკულ ოცნებაზე ქართველი მეცნიერი AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

”სანტა-კლარას უნივერსიტეტის მიერ ჩემი პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის შემოთავაზება საკმაოდ გრძელი და რთული კონკურსის გავლის შემდგომ მოხდა. უნივერსიტეტში იყო ერთი საკონკურსო ადგილი ფიზიკაში პროფესორის თანამდებობაზე. შერჩევაში 250-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე 20 ადამიანი შეირჩა ავტობიოგრაფიის, გამოქვეყნებული შრომების და სარეკომენდაციო წერილების მიხედვით. კიდევ უფრო „მოკლე სიაში“ მოხვედრა (4 კანდიდატი) გულისხმობდა „სკაიპით“ ზეპირ გასაუბრებას და შემდგომ ადგილზე, უნივერსიტეტში ჩასვლას და 2-დღიან გასაუბრებას.

გასაუბრება მოიცავს თითოეულ ადგილობრივ პროფესორთან, დეკანთან და უნივერსიტეტის რექტორთან 1-საათიან ინტერვიუებს. ამის შემდგომ აპლიკანტს სამეცნიერო გეგმებზე მოხსენების და საუნივერსიტეტო კოლოქვიუმის გაკეთება მოეთხოვება. მნიშვნელოვანია ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვისაც, ვინაიდან მათი აზრის გათვალისწინება შეფასებაში როგორც წესი, განმსაზღვრელია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხანგრძლივი პროცესისა და მკაცრი კონკურენციის პირობებში უნივერსიტეტმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა.

გარდა ამისა, აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის „მოკლე სიაში“ ვარ მოხვედრილი, შემოთავაზებებიც მაქვს პროფესორის თანამდებობაზე. თუმცა სანტა-კლარას საგანმათლებლო ცენტრი ავირჩიე, რადგან ის ითვლება ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტად აშშ-ში, რომლის სტუდენტობაც საამაყოა, თუმცა მაღალი საფასურისა და დიდი კონკურენციის გამო საკმაოდ რთულია. უნივერსიტეტი მდებარეობს „სილიკონ ველზე“, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიების ცენტრია. იგი ძალიან ახლოსაა სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებთან, სადაც კოლაბორაციები მაქვს დაგეგმილი.

- რა სახის პროექტებზე იმუშავებთ თქვენს ლაბორატორიაში?

- მე შევქმენი ახალი ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდი. იგი საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ნივთიერებების თვისებები რეალურ დროში შევისწავლოთ, დავაკვირდეთ ქიმიურ რეაქციებს და პასუხი გავცეთ ფუნდამენტური ფიზიკისა და ქიმიის საკითხებს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ჩემს ლაბორატორიაში ამ მეთოდით ვაპირებ კვლევების გაგრძელებას. ვუხელმძღვანელებ ფიზიკის, ქიმიის და საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს, გამოაქვეყნებენ სამეცნიერო შრომებს და მიენიჭებათ ხარისხი.

- როგორ და როდის დაიწყეთ თქვენს მიერ შემუშავებულ ინოვაციურ მეთოდზე მუშაობა?

- ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლის დროს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობამ და გამოჩენილ მეცნიერებთან დისკუსიებში აქტუალური საკითხების განსჯა-განხილვამ მომცა საშუალება გავცნობოდი, თუ რა კვლევები ტარდებოდა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჯგუფებში. ძალიან დამაინტერესა ლაზერულმა სპეკტროსკოპიამ და მათ გამოყენებამ როგორც ფუნდამენტურ კვლევებში, ასევე პრაქტიკული მიზნებისთვის.

სამწუხაროდ, საქართველოს უნივერსიტეტებში არ იყო სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამა ამ მიმართულებით. ამიტომ 2008 წელს ჩავირიცხე სადოქტორო პროგრამაზე კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეში, სრული დაფინანსებით. ის ითვლება ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ლაზერულ სპექტროსკოპიაში. სამეცნიერო პროექტი, რომელიც ჩემს წინაშე დაისვა, გახლდათ - ატომებისა და მოლეკულების გაციება ლაზერების მეშვეობით და მათი თვისებების და დინამიკის შესწავლა მოკლე-ხანგრძლივობის იპულსების მქონე ლაზერების გამოყენებით. ეს კვლევები კვანტური კომპიუტერების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. დასმულ ამოცანას წარმატებით გავართვი თავი.

2012 წელს, 26 წლის ასაკში, მომენიჭა სადოქტორო ხარისხი და კვლევითი სამუშაოების სრულყოფის მიზნით მიმიწვიეს კოლორადოს უნივერსიტეტში და მასთან არსებულ გაერთიანებული ასტროფიზიკის ლაბორატორიების ინსტიტუტში (JILA), როგორც მკვლევარი მეცნიერი. JILA-ში მოღვაწე 5 მეცნიერს ნობელის პრემია აქვს მიღებული.

სწორედ ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი ახალი ლაზერული მეთოდის შექმნასა და დახვეწაზე, რომლის სრული რეალიზაცია მიჩიგანის უნივერსიტეტში მოვახდინე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ მოლეკულებისა და ნახევარგამტარული ნივთიერებების სტრუქტურის, თვისებების და დინამიკის შესწავლა უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით. ჩემ მიერ აღმოჩენილ ამ ახალ მეთოდს პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. ამ მეთოდით ამიერიდან შესაძლებელი იქმნება მომწავლელი ნივთირებებისა (აირების) და ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტექტირება დისტანციურად, ძალიან მოკლე დროში (წამებში).

ეს მნიშვნელოვანია აეროპორტების, საზღვაო პორტების და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების დასაცავად. ჩემი ექსპერიმენტის შედეგები ეტაპობრივად ისახებოდა პრესტიჟულ ჟურნალებში. მიღებული შედეგების აქტუალობიდან გამომდინარე ის ჟურნალმა „ოპტიკისა და ფოტონიქსის სიახლეები” 2017 წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. ეს მეთოდი წარდგენილი მაქვს პატენტზე, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ექსპერტიზა.

- საკმაოდ პატარა ასაკში მიაღწიეთ წარმატებას. მეცნიერებით პატარაობიდანვე იყავით დაინტერესებული? როგორი იყო თქვენი პირველი კავშირი მეცნიერებასთან?

- სკოლის ასაკში დაინტერესებული ვიყავი არა მარტო ტექნიკური, არამედ ჰუმანიტარული საგნებითაც. ვსწავლობდი ხელოვნების კოლეჯში. დამთავრებული მაქვს შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. ხელოვნების კოლეჯში დადგმულ სპეკტაკლებში მთავარ როლსაც ვასრულებდი. დაახლოებით 10 წელი აქტიურად ვიყავი ჩართული მოცეკვავეთა ანსამბლ „პატარა ვარსკვლავებში“. ვმონაწილეობდი ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალზე. დაჯილდოვებული ვარ სიგელებით.

ერთი პერიოდი მსახიობობასაც ვაპირებდი. თუმცა, ჩემი ინტერესი მეცნიერების მიმართ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სკოლის პერიოდშივე მონაწილეობას ვიღებდი მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. ფიზიკის დარგში არაერთი სასკოლო და რესპუბლიკური კონფერენციის გამარჯვებული ვარ და მიღებული მაქვს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაცემული სპეციალური პრიზი საუკეთესო მოხსენებისთვის. ჩემი პირველი სტატია ჟურნალში - „ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში” ჩემი მოსწავლეობისას გამოვაქვეყნე.

ხელოვნების კოლეჯის წარჩინებით დამთავრების შემდგომ ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში შევიძინე უაღრესად მნიშვნელოვანი საბაზისო განათლება, რომელიც ჩემი შემდგომი სამეცნიერო კარიერის გამსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა. სტუდენტობის დროს ვიყავი ივანე ჯავახიშვილისა და მიხეილ ნოდიას სახელობის სტიპენდიანტი. ვარ სტუდენტთა და ასპირანტთა საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ კონფერენციებში გამარჯვებული. სტუდენტობის დროს დავიწყე მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (იტალია, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ამერიკა), რომლის ფარგლებშიც 10-მდე მოხსენება გავაკეთე.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

- ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, საქართველოს უკავშირდება. საქართველოს, კონკრეტულად, თსუ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებებში. ამიტომ მეც დიდი სურვილი მაქვს, წვლილი შევიტანო საქართველოში მეცნიერების განვითარებაში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სამეცნიერო კვლევები, რომელსაც მე ვატარებ, ვერ მოხერხდება საქართველოში არსებული დაფინანსებებით. ვგეგმავ, რომ სანტა-კლარას უნივერისტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაცვლითი პროგრამა ჩამოვაყალიბო.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში მეცნიერების განვითარების დონეს? როგორ წარმოგიდგენიათ მისი განვითარება?

- თსუ-ს მაგალითზე ვისაუბრებ, თუმცა განზოგადება შეიძლება სხვა უნივერსიტეტებზეც. საბაკალავრო პროგრამა თეორიულ ფიზიკაში საკმაოდ ძლიერი გვქონდა. თსუ-ში მიღებული ცოდნით უპრობლემოდ მოვახერხე აშშ-ში სადოქტორო პროგრამაში ჩაბმა და მეტიც, რამდენიმე სადოქტორო საგნის სალექციო კურსის გავლის გარეშე, წინსწრებით ჩაბარება. თუმცა, ექსპერიმენტული ფიზიკის დარგის განვითარებაში მოვიკოჭლებთ. მიზეზი არსებული დაფინანსებაა. დღესდღეობით ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც პირდაპირ კავშირშია მეცნიერების განვითარებასთან. სამწუხაროდ, საქართველოში ხელსაწყოების განახლების საშუალება კვლავ არ არის სასურველ დონეზე.

თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ სიახლის დანერგვა, შიდა საუნივერსიტეტო და სტუდენტური გრანტების სახით, მისასალმებელია, თუმცა არასაკმარისია სტუდენტების ჩასართავად სამეცნიერო სამუშაოებში. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესუსტებას და სტუდენტების გადინებას საქართველოდან.

სტუდენტების დაინტერესება მეცნიერებისადმი უნდა მოხდეს სკოლის პერიოდიდანვე. უნდა მოხდეს ლაბორატორიების განახლება, დაიდგას მოდერნიზებული ექსპერიმენტული ცდები, ჩატარდეს ღია-კარის დღეები, მოხდეს სტუდენტების დაფინანსება, რათა ჩაერთონ ლაბორატორიულ სამუშაოებში. დაფინანსების შემთხვევაში, ჩვენი ბევრი წარმატებული მეცნიერი შეძლებს საქართველოში დაბრუნებას და მიღებული ცოდნის რეალიზებას.

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს