პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმართლე დადგინდება" - ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხობს
"სიმართლე დადგინდება" - ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხობს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. გამ­გე­ბე­ლი ფი­ლიპ ხა­ჩი­რო­ვი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს პრო­ვო­კა­ცი­ას უწო­დებს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი დამ­ნა­შა­ვის დად­გე­ნა და ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა.

„ჩემი მხრივ ვა­ცხა­დებ, რომ ის ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გა­და­ცე­მე­ბი­სა და ჩემ მი­მართ ის­მის, და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა. ის მიზ­ნად ისა­ხავს ჩემს დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­სა და ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვას. ვა­ცხა­დებ, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვერ შე­ას­რუ­ლებს სპეც­სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ას, რად­გან ეს ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის და ისი­ნი ჩემს ბრძა­ნე­ბებს არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, რად­გან ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ შე­დი­ან. გარ­წმუ­ნებთ, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის „გამ­გე­ბელ­მა“ ფი­ლიპ ხა­ჩი­როვ­მა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის ქარ­თულ თარ­გმან­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ლიპ ხა­ჩი­რო­ვი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტია.

"სიმართლე დადგინდება" - ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხობს

"სიმართლე დადგინდება" - ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხობს

ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება.

„ჩემი მხრივ ვაცხადებ, რომ ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებისა და ჩემ მიმართ ისმის, დაგეგმილი პროვოკაციაა. ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან, რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“, - განაცხადა ოკუპირებული ახალგორის რაიონის „გამგებელმა“ ფილიპ ხაჩიროვმა, რომლის განცხადების ქართულ თარგმანსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები