კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაროსანას წინააღმდეგ "მოიზიდე და მოკალის" პრინციპი დაინერგება" - მინისტრის მოადგილე
"ფაროსანას წინააღმდეგ "მოიზიდე და მოკალის" პრინციპი დაინერგება" - მინისტრის მოადგილე

სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად აქ­ტი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს აპ­რი­ლი­დან და­ი­წყებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მავ­ნე­ბე­ლი გა­აქ­ტი­უ­რე­ბას მა­შინ იწყებს, რო­დე­საც სა­დღე­ღა­მი­სო ტემ­პე­რა­ტუ­რა 15-17 გრა­დუსს აღ­წევს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იგეგ­მე­ბა პრობ­ლე­მუ­რი კე­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ფე­რო­მო­ნე­ბის გან­თავ­სე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

„აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას გა­მოს­ვლა იწყე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სა­დღე­ღა­მი­სო ტემ­პე­რა­ტუ­რა 15-17 გრა­დუ­სი და მე­ტია. ამ პე­რი­ო­დის­თვის, გვექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე სრუ­ლი­ად დაკ­ვირ­ვე­ბა და რო­დე­საც სა­ჭი­როდ იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა, მინ­დორ­ში გას­ვლა და ხალ­ხთან სა­უ­ბა­რი, შე­იქ­მნე­ბა მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბი. ინ­ტენ­სი­ვო­ბა მო­ი­მა­ტებს სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. ჯერ­ჯე­რო­ბით პიკი არ გვაქვს. რო­გორც კი გაჩ­ნდე­ბა აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტის შე­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც გას­ცემს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო. ჩვენ ამის­თვის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვა­თავ­სებთ ფე­რო­მო­ნებს, რო­მე­ლიც ამ მავ­ნებ­ლის მიმ­ზიდ­ვე­ლია, ის იჭერს მწერს. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ვსა­ზღვრავთ იმ წერ­ტი­ლებს, რო­დის უნდა და­ვი­წყოთ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა. წინა წელს გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო 21 ათა­სი ფე­რო­მო­ნი, მიმ­დი­ნა­რე წელს შე­ძე­ნი­ლია 100 ათას­ზე მეტი ფე­რო­მო­ნი იმის­თვის, რომ გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კე­რე­ბი. ამა­ვე ფე­რო­მო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა „მო­ი­ზი­დე და მო­კა­ლის“ პრინ­ცი­პი დავ­ნერ­გოთ. შე­იქ­მნე­ბა ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ფე­რო­მო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვი­ზი­დავთ მავ­ნე­ბელს და მოხ­დე­ბა მათი ლიკ­ვი­და­ცია წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმით, რათა არ მოხ­დეს მთლი­ა­ნად ტყის მა­სი­ვე­ბის, გა­რე­მოს შე­წამ­ვლა, რაც არ შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ნიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე აღ­ნიშ­ნავს, მავ­ნებ­ლის წი­ნაღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი აქამ­დე არ ჰქონ­და, თუმ­ცა, წელს სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტარ­დე­ბა.

„რო­გორც იცით, წინა წლებ­ში გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი. 2012 წლი­დან, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რის აღ­დგე­ნა და­ვი­წყეთ, სულ 12 ერ­თე­უ­ლი მან­ქა­ნა იყო. მიმ­დი­ნა­რე წელს, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა, ტრაქ­ტო­რე­ბი, სპე­ცტექ­ნი­კა, და­ახ­ლო­ე­ბით, 160 ერ­თე­უ­ლი იქ­ნე­ბა. ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მი­ლი­ო­ნი ლარი. წა­მალ­ზე, რო­მე­ლიც უკვე შე­ძე­ნი­ლია, 15 მლნ 850 ათა­სი ლარი და­ი­ხარ­ჯა. და­ახ­ლო­ე­ბით, 15 მლნ ლა­რია დარ­ჩე­ნი­ლი, რაც სა­ჭი­როა ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის­თვის, საწ­ვა­ვის შე­სა­ძე­ნად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის. აქე­დან 1,5 მლნ ლარი მეც­ნი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­მო­ი­ყო. რო­გორც იცით, ანა­სე­უ­ლის ბა­ზა­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ვქმნით, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი მავ­ნებ­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ზე, ასე­ვე, პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნა­ზე. ჯა­მუ­რად, ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის 2018 წელს გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა თით­ქმის 50 მლნ ლარს აღ­წევს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ფაროსანას წინააღმდეგ "მოიზიდე და მოკალის" პრინციპი დაინერგება" - მინისტრის მოადგილე

"ფაროსანას წინააღმდეგ "მოიზიდე და მოკალის" პრინციპი დაინერგება" - მინისტრის მოადგილე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურ ღონისძიებებს აპრილიდან დაიწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განუცხადა, მავნებელი გააქტიურებას მაშინ იწყებს, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსს აღწევს. მისივე განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში იგეგმება პრობლემური კერების გამოსავლენად ფერომონების განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით.

„აზიური ფაროსანას გამოსვლა იწყება მაშინ, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსი და მეტია. ამ პერიოდისთვის, გვექნება საქართველოზე სრულიად დაკვირვება და როდესაც საჭიროდ იქნება მიჩნეული ჯგუფების შექმნა, მინდორში გასვლა და ხალხთან საუბარი, შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფები. ინტენსივობა მოიმატებს საჭიროების მიხედვით. ჯერჯერობით პიკი არ გვაქვს. როგორც კი გაჩნდება აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი კომპონენტის შეტანის აუცილებლობა, ამ რეკომენდაციებსაც გასცემს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო. ჩვენ ამისთვის სრულიად საქართველოში განვათავსებთ ფერომონებს, რომელიც ამ მავნებლის მიმზიდველია, ის იჭერს მწერს. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე განვსაზღვრავთ იმ წერტილებს, როდის უნდა დავიწყოთ ფაროსანასთან ბრძოლა. წინა წელს განთავსებული იყო 21 ათასი ფერომონი, მიმდინარე წელს შეძენილია 100 ათასზე მეტი ფერომონი იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ყველაზე მეტად დაზიანებული კერები. ამავე ფერომონების მეშვეობით გვექნება საშუალება „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი დავნერგოთ. შეიქმნება ადგილები, სადაც ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ მავნებელს და მოხდება მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმით, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა, რაც არ შეიძლება“, - განაცხადა ხანიშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მავნებლის წინაღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ტექნიკური საშუალებები საკმარისი აქამდე არ ჰქონდა, თუმცა, წელს საჭირო ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით გატარდება.

„როგორც იცით, წინა წლებში გაუქმებული იყო სურსათის უვნებლობის სამსახური. 2012 წლიდან, როდესაც სამსახურის აღდგენა დავიწყეთ, სულ 12 ერთეული მანქანა იყო. მიმდინარე წელს, სატრანსპორტო საშუალებების ჯამური ოდენობა, ტრაქტორები, სპეცტექნიკა, დაახლოებით, 160 ერთეული იქნება. ტექნიკის შეძენაზე გათვალისწინებულია, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი. წამალზე, რომელიც უკვე შეძენილია, 15 მლნ 850 ათასი ლარი დაიხარჯა. დაახლოებით, 15 მლნ ლარია დარჩენილი, რაც საჭიროა ადმინისტრირებისთვის, საწვავის შესაძენად, საზოგადოებისთვის ურთიერთობისა და ინფორმირებისთვის. აქედან 1,5 მლნ ლარი მეცნიერების დაფინანსებაზე გამოიყო. როგორც იცით, ანასეულის ბაზაზე ლაბორატორიას ვქმნით, რომელიც იმუშავებს როგორც ბუნებრივი მავნებლების შესწავლაზე, ასევე, პრეპარატების შექმნაზე. ჯამურად, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წელს გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება თითქმის 50 მლნ ლარს აღწევს“, - განაცხადა ხანიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ