უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა ქვეყნიდან ჟიტომირის ოლქში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ პოლიკარპე ჯანელიძე („პოლიკი“) გააძევეს.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა.
„დაუპატიჟებლად მივედით ქურდულ „წვეულებაზე“ ჟიტომირის ოლქში და იქ „კანონიერი ქურდი“ „პოლიკი“ აღმოვაჩინეთ. ჩვენი შეხვედრის შედეგად პოლიკარპე ჯანელიძემ „დამოუკიდებლად“ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის დატოვების შესახებ“, - დაწერა აბროსკინმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.