პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის უკანასკნელი ქართველი მერი - როგორ იხსენებენ მეგობრები გურამ გაბესკირიას, რომელიც მტერმა ვერ დააჩოქა
სოხუმის უკანასკნელი ქართველი მერი - როგორ იხსენებენ მეგობრები გურამ გაბესკირიას, რომელიც მტერმა ვერ დააჩოქა

აფხა­ზი ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რის გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი - "და­ი­ჩო­ქე და შე­ა­გი­ნე ქარ­თვე­ლებს!" და სო­ხუ­მის მე­რის გუ­რამ გა­ბის­კი­რი­ას პა­სუ­ხი - "არას­დროს ჩემს სი­ცო­ცხლე­ში!" (რუს. Никогда в жизни!) - ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს იხი­ლა.

სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, 27 სექ­ტემ­ბერს, აფხაზ­მა და და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ­მა ბო­ე­ვი­კი­ებ­მა, და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და მათი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის გა­რეთ გა­მო­იყ­ვა­ნეს და და­ჩო­ქე­ბა უბ­რძა­ნეს. მას შემ­დეგ, გუ­რამ გა­ბის­კი­რია არა­ვის უნა­ხავს...

თა­ვის ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნა­ზე უსა­ზღვროდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სო­ხუ­მის მერი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ახლა 75 წლის იქ­ნე­ბო­და... მისი ნეშ­ტი, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, 24 წლის შემ­დეგ გად­მო­ას­ვე­ნეს თბი­ლის­ში.

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, სო­ხუ­მის უკა­ნას­კნე­ლი ქარ­თვე­ლი მერი, მის­მა ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­მა გა­იხ­სე­ნეს. ბევ­რმა არ იცის, რომ თბი­ლი­სის მე­რის, კახი კა­ლა­ძის მამა კარ­ლო კა­ლა­ძე და გუ­რამ გა­ბის­კი­რია გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მათი გზე­ბი ფეხ­ბურ­თის დახ­მა­რე­ბით გა­და­იკ­ვე­თა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად თა­მა­შობ­დნენ და გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას...

კარ­ლო კა­ლა­ძე, გუ­რამ გა­ბის­კი­რი­ას მე­გო­ბა­რი:

"გუ­რა­მი, ლან­ჩხუ­თის "გუ­რი­ა­ში" თა­მა­შობ­და, შემ­დეგ სო­ხუ­მის "დი­ნა­მო­ში" გა­და­ვი­და... მე სამ­ტრე­დი­ის "ლო­კო­მი­ტივ­ში" ვთა­მა­შობ­დი, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ვი­ყა­ვი... ფეხ­ბურ­თმა გაგ­ვაც­ნო ერ­თმა­ნე­თი და დაგ­ვა­მე­გობ­რა. სო­ხუმ­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, სულ მათ­თან მივ­დი­ო­დით, ყვე­ლას ვიც­ნობ­დით, მის ოჯახს, შვი­ლებს. ახლა დი­დე­ბი არი­ან, თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი ჰყავთ. ისე­თი მა­მის შვი­ლე­ბი არი­ან, უფ­ლე­ბა არ აქვთ, კარ­გე­ბი არ იყონ. რო­დე­საც და­სავ­ლეთ­ში ჩა­მო­დი­ო­და, ჩემ­თან რჩე­ბო­და. სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო...

- ერ­თად თუ გი­თა­მა­ში­ათ?

- ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვთა­მა­შობ­დით, ასე გვი­წევ­და გუნ­დებ­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, გუ­რამ­თან ერ­თად გე­თა­მა­შა მო­ე­დან­ზე და მისი ნიჭი არ და­გე­ნა­ხა... სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი და ლაღი იყო. გულს და სულს დებ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ფეხ­ბურთში კი არა, ყვე­ლა­ფერ­ში ასე იყო... ფეხ­ბურთს რომ და­ა­ნე­ბა თავი, მსა­ჯად მუ­შა­ობ­და და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მსა­ჯი იყო.

- ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი იუ­მო­რი ჰქონ­და.

- სა­ოც­რად კარ­გი იუ­მო­რი ჰქონ­და და ძა­ლი­ან ენა­მოს­წრე­ბუ­ლი იყო. ისე ენაკ­ვი­მა­ტუ­რად, ხუმ­რო­ბით გე­ტყო­და სათ­ქმელს, და­გა­ფიქ­რებ­და, თუმ­ცა სა­ოც­რად ლაღი, გარ­თო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო. აფხა­ზე­თის ომის ბოლო თვე­ებ­ში ვი­ცო­დი, რომ არ ტო­ვებ­და სო­ხუმს, გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც ლაღი იყო, იმ­დე­ნად ამა­ყი და ვე­რა­ვინ შე­კად­რებ­და, - ასე არ მო­იქ­ცეო. ტე­ლე­ფო­ნით ვუ­რე­კავ­დი და ვკი­თხუ­ლობ­დი, - ვაგ­რძნო­ბი­ნებ­დი, რომ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ჩემი სახ­ლის კარი ყო­ველ­თვის ღია იყო მის­თვის, მაგ­რამ აქეთ მამ­შვი­დებ­და - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო.

რო­დე­საც გა­ვი­გე, რაც მოხ­და, ვა­ღი­ა­რებ, არც გამ­კვირ­ვე­ბია, ვაჟ­კა­ცი და კა­ცუ­რი კაცი იყო გუ­რამ გა­ბის­კი­რია! სხვა­ნა­ი­რად რომ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, ის უფრო გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და. იცით, სულ მწყდე­ბა გული - ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი არ გვაქვს... მა­შინ არ იყო ასე, ახლა პირ­ველ რიგ­ში ფო­ტო­ებს რომ იღე­ბენ. არ მი­წყი­ნოთ ახალ­გაზ­რდებ­მა, მაგ­რამ დღეს ის სიყ­ვა­რუ­ლი და­კარ­გუ­ლია, ჩვენ სხვა­ნა­ი­რი მე­გობ­რო­ბა, სხვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვქონ­და.

თენ­გიზ პა­ჭ­კო­რია, სო­ხუ­მე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, გუ­რამ გა­ბის­კი­რი­ას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი:

"ბავ­შვო­ბი­დან ვმე­გობ­რობ­დით, ძა­ლი­ან კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ამავდრო­უ­ლად, კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხე­ლო­ვა­ნი. 70-იან წლებ­ში, ის ძა­ლი­ან ძლი­ერ ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ერთ-ერთი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩის დროს, მან ისე ძლი­ე­რად და­არ­ტყა, რომ მთე­ლი სტა­დი­ო­ნის ოვა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. მა­შინ, იმ წლებ­ში, ჩვე­ნი გა­სარ­თო­ბი ფეხ­ბურ­თი, სტა­დი­ო­ნი იყო და ზღვა, სხვა გა­სარ­თო­ბი არ გვქონ­და და არც გვა­ინ­ტე­რე­სებ­და. მა­შინ ვნა­ხე გუ­რა­მი და ვუ­თხა­რი, - ვინ გას­წავ­ლათ ასე­თი თა­მა­ში-მეთ­ქი - რომ გა­იზ­რდე­ბი, შენც გას­წავ­ლიო, მი­თხრა... მა­შინ ფეხ­ბურთზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შოვ­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო და მა­შინ­დელ მო­ზარ­დებს სულ გვაძ­ლევ­და," - იხ­სე­ნებს სო­ხუ­მე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, გუ­რამ გა­მის­კი­რია კარ­გად ერ­კვე­ო­და სა­მე­წარ­მეო სა­კი­თხებ­ში და 1990 წლის დე­კემ­ბრი­დან, რო­დე­საც, უკვე აფხა­ზეთ­ში ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბა იგ­რძნო­ბო­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის თათ­ბირ­ზე, საკ­მა­ოდ ხში­რად, თა­მა­მად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ეკა­მა­თე­ბო­და მა­შინ­დე­ლი უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას.

"იმ­დე­ნად კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჰქონ­და, რომ აფხა­ზე­ბიც კი უჭერ­დნენ მხარს. ომის დროს, რო­დე­საც ის სო­ხუ­მის მერი გახ­და, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივს, მათ შო­რის მე, მი­თხრა, იმ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სია მო­მი­ტა­ნეთ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირ­სო და მათ პრო­დუქ­ტით, ტან­საც­მლით და რაც მთა­ვა­რია, მო­რა­ლუ­რად და­ეხ­მა­რა - მათ არ უნდა იფიქ­რონ, ამ დროს ჩვენ არა­ვის ვახ­სო­ვარ­თო... გარ­შე­მო ომი იყო და ქა­ლაქ­ში და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც ეშე­რი­დან ან სხვა მხრი­დან ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლე­ბი იბომ­ბე­ბო­და, ხიდი იყო თუ უბ­რა­ლოდ ქუჩა, მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი მას აუ­ცი­ლებ­ლად აღად­გენ­დნენ...

ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რო­გორ გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც გუ­რა­მის და­ჩო­ქე­ბა უბ­რძა­ნეს და პა­სუ­ხობს - "არა­სო­დეს ცხოვ­რე­ბა­ში" - იქ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად, დაც­ვის ერთ-ერთი წევ­რი, გვა­რად შარ­ტა­ვა დახ­ვრი­ტეს. იმ კა­ცი­სა და გუ­რამ გა­ბის­კი­რი­ას მე­უღ­ლე­ებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ამ კად­რე­ბის მო­პო­ვე­ბა. ის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი აფხაზ­მა ტე­ლე­ო­პე­რა­ტორ­მა გა­და­ი­ღო... 1996 წელს ის თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს..." - იხ­სე­ნებს თენ­გიზ პა­ჭ­კო­რია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგელუკა
0

დიდება გმირებს! 

ქექე
0

გმირი, სინდისი, საქარᲗველოსი! გაუმარჯოს საქარᲗველოს! გაუმარჯოს უკრაინას!🇬🇪🇺🇦

ავტორი:

სოხუმის უკანასკნელი ქართველი მერი - როგორ იხსენებენ მეგობრები გურამ გაბესკირიას, რომელიც მტერმა ვერ დააჩოქა

სოხუმის უკანასკნელი ქართველი მერი - როგორ იხსენებენ მეგობრები გურამ გაბესკირიას, რომელიც მტერმა ვერ დააჩოქა

აფხაზი ტელეოპერატორის გადაღებული კადრები - "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!" და სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას პასუხი - "არასდროს ჩემს სიცოცხლეში!" (რუს. Никогда в жизни!) - ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს იხილა.

სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანხმლები პირები პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. მას შემდეგ, გურამ გაბისკირია არავის უნახავს...

თავის ქალაქსა და ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული სოხუმის მერი, საქართველოს ეროვნული გმირი, ახლა 75 წლის იქნებოდა... მისი ნეშტი, თანამებრძოლებთან ერთად, 24 წლის შემდეგ გადმოასვენეს თბილისში.

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, სოხუმის უკანასკნელი ქართველი მერი, მისმა ბავშვობის მეგობრებმა გაიხსენეს. ბევრმა არ იცის, რომ თბილისის მერის, კახი კალაძის მამა კარლო კალაძე და გურამ გაბისკირია განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათი გზები ფეხბურთის დახმარებით გადაიკვეთა და წლების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ და გულშემატკივრობდნენ სპორტის ამ სახეობას...

კარლო კალაძე, გურამ გაბისკირიას მეგობარი:

"გურამი, ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა, შემდეგ სოხუმის "დინამოში" გადავიდა... მე სამტრედიის "ლოკომიტივში" ვთამაშობდი, გუნდის კაპიტანი ვიყავი... ფეხბურთმა გაგვაცნო ერთმანეთი და დაგვამეგობრა. სოხუმში რომ ჩავდიოდი, სულ მათთან მივდიოდით, ყველას ვიცნობდით, მის ოჯახს, შვილებს. ახლა დიდები არიან, თავიანთი ოჯახები ჰყავთ. ისეთი მამის შვილები არიან, უფლება არ აქვთ, კარგები არ იყონ. როდესაც დასავლეთში ჩამოდიოდა, ჩემთან რჩებოდა. სხვანაირად წარმოუდგენელი იყო...

- ერთად თუ გითამაშიათ?

- ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ასე გვიწევდა გუნდებში. შეუძლებელი იყო, გურამთან ერთად გეთამაშა მოედანზე და მისი ნიჭი არ დაგენახა... საოცრად ნიჭიერი და ლაღი იყო. გულს და სულს დებდა, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთში კი არა, ყველაფერში ასე იყო... ფეხბურთს რომ დაანება თავი, მსაჯად მუშაობდა და ძალიან მაღალი ხარისხის მსაჯი იყო.

- ამბობენ, რომ ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა.

- საოცრად კარგი იუმორი ჰქონდა და ძალიან ენამოსწრებული იყო. ისე ენაკვიმატურად, ხუმრობით გეტყოდა სათქმელს, დაგაფიქრებდა, თუმცა საოცრად ლაღი, გართობის მოყვარული იყო. აფხაზეთის ომის ბოლო თვეებში ვიცოდი, რომ არ ტოვებდა სოხუმს, განვიცდიდი, მაგრამ რამდენადაც ლაღი იყო, იმდენად ამაყი და ვერავინ შეკადრებდა, - ასე არ მოიქცეო. ტელეფონით ვურეკავდი და ვკითხულობდი, - ვაგრძნობინებდი, რომ ვნერვიულობდი. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო მისთვის, მაგრამ აქეთ მამშვიდებდა - ყველაფერი კარგად იქნებაო.

როდესაც გავიგე, რაც მოხდა, ვაღიარებ, არც გამკვირვებია, ვაჟკაცი და კაცური კაცი იყო გურამ გაბისკირია! სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა. იცით, სულ მწყდება გული - ერთად გადაღებული ფოტოები არ გვაქვს... მაშინ არ იყო ასე, ახლა პირველ რიგში ფოტოებს რომ იღებენ. არ მიწყინოთ ახალგაზრდებმა, მაგრამ დღეს ის სიყვარული დაკარგულია, ჩვენ სხვანაირი მეგობრობა, სხვა ურთიერთობები გვქონდა.

თენგიზ პაჭკორია, სოხუმელი ჟურნალისტი, გურამ გაბისკირიას ბავშვობის მეგობარი:

"ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ამავდროულად, კარგი ორგანიზატორი, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვანი. 70-იან წლებში, ის ძალიან ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დროს, მან ისე ძლიერად დაარტყა, რომ მთელი სტადიონის ოვაციები გამოიწვია. მაშინ, იმ წლებში, ჩვენი გასართობი ფეხბურთი, სტადიონი იყო და ზღვა, სხვა გასართობი არ გვქონდა და არც გვაინტერესებდა. მაშინ ვნახე გურამი და ვუთხარი, - ვინ გასწავლათ ასეთი თამაში-მეთქი - რომ გაიზრდები, შენც გასწავლიო, მითხრა... მაშინ ფეხბურთზე დასასწრები ბილეთების შოვნა ძალიან ძნელი იყო და მაშინდელ მოზარდებს სულ გვაძლევდა," - იხსენებს სოხუმელი ჟურნალისტი.

მისივე თქმით, გურამ გამისკირია კარგად ერკვეოდა სამეწარმეო საკითხებში და 1990 წლის დეკემბრიდან, როდესაც, უკვე აფხაზეთში ანტიქართული განწყობა იგრძნობოდა, ადგილობრივი მაღალჩინოსნების თათბირზე, საკმაოდ ხშირად, თამამად და არგუმენტირებულად ეკამათებოდა მაშინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას.

"იმდენად კონკრეტული არგუმენტები ჰქონდა, რომ აფხაზებიც კი უჭერდნენ მხარს. ომის დროს, როდესაც ის სოხუმის მერი გახდა, რამდენიმე ადგილობრივს, მათ შორის მე, მითხრა, იმ ადგილობრივების სია მომიტანეთ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირსო და მათ პროდუქტით, ტანსაცმლით და რაც მთავარია, მორალურად დაეხმარა - მათ არ უნდა იფიქრონ, ამ დროს ჩვენ არავის ვახსოვართო... გარშემო ომი იყო და ქალაქში დასუფთავების სამსახური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობდა. როდესაც ეშერიდან ან სხვა მხრიდან ქალაქის სხვადასხვა წერტილები იბომბებოდა, ხიდი იყო თუ უბრალოდ ქუჩა, მეორე-მესამე დღეს შესაბამისი სამსახურები მას აუცილებლად აღადგენდნენ...

ალბათ ბევრმა არ იცის, როგორ გავრცელდა კადრები, სადაც გურამის დაჩოქება უბრძანეს და პასუხობს - "არასოდეს ცხოვრებაში" - იქ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული მთავრობის წევრებთან ერთად, დაცვის ერთ-ერთი წევრი, გვარად შარტავა დახვრიტეს. იმ კაცისა და გურამ გაბისკირიას მეუღლეებმა მოახერხეს ამ კადრების მოპოვება. ის ცნობილი კადრები აფხაზმა ტელეოპერატორმა გადაიღო... 1996 წელს ის თბილისში ჩამოიტანეს..." - იხსენებს თენგიზ პაჭკორია.