თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას საზოგადოება ვერასდროს დაივიწყებს. ერთი შეხედვით, სრულიად უსაფრთხო გარემო პატარა ბიჭისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. არადა, თბილისში უამრავი შენობაა მინის ფასადით. როცა ამ "გამჭვირვალე" მშენებლობების ბუმი დაიწყო, მინებისგან მომდინარე საფრთხეზე თითქმის არავის უფიქრია.
რამდენად პასუხობდა უსაფრთხოების ნორმებს მინა, რომელმაც ბავშვი იმსხვერპლა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთანაც აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს შენობებზე გამოყენებული მინა. მით უმეტეს, რომ კერძო სახლების მშენებლობისას ბევრი ირჩევს მინის ფასადსა თუ ვიტრაჟებს. კორპუსებშიც უფრო და უფრო დიდი ზომის ფანჯრები გვხვდება.
როგორი უნდა იყოს შენობის ფასადზე გამოყენებული მინა:
შენობის მინის ფასადი მყიფე და მსხვრევადი შუშის არ უნდა იყოს. ფასადის მინა შემთხვევით დარტყმას ადვილად უნდა უძლებდეს, გატეხვისას კი დამცავმა ფენამ მისი დანაწევრება უნდა შეაფერხოს...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ: ვინ იყო მოსწავლე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნას ემსხვერპლა