პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ფილმი გადავიღო, სადაც ბიზნესმენის როლს ვითამაშებ"  - რა სიახლეებია ირაკლი მაქაცარიას ცხოვრებაში
"მინდა ფილმი გადავიღო, სადაც ბიზნესმენის როლს ვითამაშებ"  - რა სიახლეებია ირაკლი მაქაცარიას ცხოვრებაში

"არ მიყ­ვარს იმის აფი­ში­რე­ბა, რაც გუ­ლის სიღ­რმე­ში მაქვს" "ის არ ცნობს ფლირტს, ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლია. საკ­მა­რი­სია, ვინ­მემ გულ­ში ჩა­იკ­რას, მი­ე­ა­ლერ­სოს, რომ წყე­ნას ივი­წყებს. მას­ში არ არის ეშ­მა­კო­ბის მარ­ცვა­ლიც კი. თავ­გა­მო­დე­ბით იცავს სი­მარ­თლეს და ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლის მხა­რეს დგას. მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვა მი­სა­ღე­ბი და სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ვერძს, ეს კი პრო­დი­უ­სე­რი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ვერ ვი­ტყვი, რომ ას­ტრო­ლოგ­თა პროგ­ნოზს ყო­ველ­დღი­უ­რად ვეც­ნო­ბი, მაგ­რამ ჩემი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა არა­ერ­თხელ წა­მი­კი­თხავს. ზო­გა­დად, ას­ტრო­ლო­გი­ის მჯე­რა.

- ბუ­ნე­ბით ლი­დე­რი ხარ? საქ­მის კე­თე­ბი­სას პირ­ვე­ლო­ბა გჩ­ვე­ვია?

- კი, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თით გა­მო­ვირ­ჩე­ვი. ლი­დე­რო­ბის სურ­ვი­ლიც ყო­ველ­თვის მაქვს.

- "თავ­გა­მო­დე­ბით იცავს სი­მარ­თლეს და ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლის მხა­რეს დგას".

- უსა­მარ­თლო­ბა ჩემ­ში იმ­დე­ნად დიდ პრო­ტესტს და სიბ­რა­ზეს იწ­ვევს, სუს­ტი ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვრი­სად­მი გულ­გრი­ლი ვე­რას­დროს ვიქ­ნე­ბი. ამ დროს სიმ­შვი­დეს ვკარ­გავ, შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­უ­ლიც გავ­ხდე. ასე­თი შემ­თხვე­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა.

- ასეთ დროს მო­სა­ლოდ­ნელ უსი­ა­მოვ­ნე­ბას არ უფრთხი?

- არა. უსა­მარ­თლო­ბის ფაქ­ტი პრო­ტესტს იმ­დე­ნად ამ­ძაფ­რებს, მა­გა­ზე ვერც კი ვფიქ­რობ. შე­იძ­ლე­ბა არა­გო­ნივ­რუ­ლიც იყოს, მაგ­რამ ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს. ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მშვი­დი ვარ.

- "მას­ში არ არის ეშ­მა­კო­ბის მარ­ცვა­ლიც კი".

- ასეც ვერ ვი­ტყვი, გა­აჩ­ნია ეშ­მა­კო­ბა­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბა. მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა არ მაკ­ლია. ვერ ვი­ტყვი, რომ ყო­ველ­თვის დი­ნე­ბას მივ­ყვე­ბი, ლა­ვი­რე­ბის უნა­რიც კარ­გად მაქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ეშ­მა­კო­ბა ცუდი გა­გე­ბით არ მჩვე­ვია, მსგავ­სი რამ ჩემს ხა­სი­ათ­ში არას­დროს შე­მი­ნიშ­ნავს და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- წყე­ნას ად­ვი­ლად ივი­წყებ?

- შე­მიძ­ლია წყე­ნის ფაქტს "გა­და­ვა­ბი­ჯო", მაგ­რამ არ და­მა­ვი­წყდე­ბა.

- არა­და, ამ­ბო­ბენ: "წყე­ნას ად­ვი­ლად ივი­წყებს. ამის­თვის საკ­მა­რი­სია, ვინ­მემ გულ­ში ჩა­იკ­რას, მი­ე­ა­ლერ­სოს".

- სით­ბო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. როცა სით­ბოს ვგრძნობ, სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, უკან გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლით და­ვაბ­რუ­ნო.

- აგ­რე­სი­აც?

- არა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ნე­გა­ტი­ურ ველ­ზე არა­ვის გავ­ყვე. ჩემი აზ­რით, ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

- სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე ღიად ლა­პა­რა­კი გჩ­ვე­ვია?

- არას­დროს. არ მიყ­ვარს იმის აფი­ში­რე­ბა, რაც გუ­ლის სიღ­რმე­ში მაქვს. არ მიყ­ვარს დახ­მა­რე­ბის ხე­ლის თხოვ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის ვამ­ჯო­ბი­ნებ, ჩე­მით ვი­პო­ვო გა­მო­სა­ვა­ლი. ალ­ბათ, ბევ­რჯერ არას­წო­რა­დაც მოვ­ქცე­ულ­ვარ, მაგ­რამ ახ­ლობ­ლე­ბი იმის­თვის არ­სე­ბო­ბენ, რომ როცა გჭირ­დე­ბა, მხარ­ში ამო­გიდ­გნენ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ეკატერინე
0

კი უნდა ითამაშო მილიარდელის როლიც...შენ უკვე ჩიჩუების სიძე ხარ....

"მინდა ფილმი გადავიღო, სადაც ბიზნესმენის როლს ვითამაშებ"  - რა სიახლეებია ირაკლი მაქაცარიას ცხოვრებაში

"მინდა ფილმი გადავიღო, სადაც ბიზნესმენის როლს ვითამაშებ"  - რა სიახლეებია ირაკლი მაქაცარიას ცხოვრებაში

"არ მიყვარს იმის აფიშირება, რაც გულის სიღრმეში მაქვს" "ის არ ცნობს ფლირტს, ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია. საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს. მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი. თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მისთვის ნებისმიერი გამოწვევა მისაღები და სტიმულის მიმცემია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგთა პროგნოზს ყოველდღიურად ვეცნობი, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ წამიკითხავს. ზოგადად, ასტროლოგიის მჯერა.

- ბუნებით ლიდერი ხარ? საქმის კეთებისას პირველობა გჩვევია?

- კი, მებრძოლი ხასიათით გამოვირჩევი. ლიდერობის სურვილიც ყოველთვის მაქვს.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- უსამართლობა ჩემში იმდენად დიდ პროტესტს და სიბრაზეს იწვევს, სუსტი ადამიანის ჩაგვრისადმი გულგრილი ვერასდროს ვიქნები. ამ დროს სიმშვიდეს ვკარგავ, შეიძლება აგრესიულიც გავხდე. ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა.

- ასეთ დროს მოსალოდნელ უსიამოვნებას არ უფრთხი?

- არა. უსამართლობის ფაქტი პროტესტს იმდენად ამძაფრებს, მაგაზე ვერც კი ვფიქრობ. შეიძლება არაგონივრულიც იყოს, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს. ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან მშვიდი ვარ.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- ასეც ვერ ვიტყვი, გააჩნია ეშმაკობაში რა იგულისხმება. მოხერხებულობა არ მაკლია. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის დინებას მივყვები, ლავირების უნარიც კარგად მაქვს გამომუშავებული. ეშმაკობა ცუდი გაგებით არ მჩვევია, მსგავსი რამ ჩემს ხასიათში არასდროს შემინიშნავს და ეს ძალიან მიხარია.

- წყენას ადვილად ივიწყებ?

- შემიძლია წყენის ფაქტს "გადავაბიჯო", მაგრამ არ დამავიწყდება.

- არადა, ამბობენ: "წყენას ადვილად ივიწყებს. ამისთვის საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".

- სითბო ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სითბოს ვგრძნობ, სურვილი მიჩნდება, უკან გაათმაგებული ძალით დავაბრუნო.

- აგრესიაც?

- არა, მაქსიმალურად ვცდილობ, ნეგატიურ ველზე არავის გავყვე. ჩემი აზრით, ნეგატიური აზრების იგნორირება სწორი გადაწყვეტილებაა.

- საკუთარ პრობლემებზე ღიად ლაპარაკი გჩვევია?

- არასდროს. არ მიყვარს იმის აფიშირება, რაც გულის სიღრმეში მაქვს. არ მიყვარს დახმარების ხელის თხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, ამაში ცუდი არაფერია. რატომღაც, ყოველთვის ვამჯობინებ, ჩემით ვიპოვო გამოსავალი. ალბათ, ბევრჯერ არასწორადაც მოვქცეულვარ, მაგრამ ახლობლები იმისთვის არსებობენ, რომ როცა გჭირდება, მხარში ამოგიდგნენ...განაგრძეთ კითხვა