პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია მაისაშვილის ძმა - "ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში... არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ"
გია მაისაშვილის ძმა - "ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში... არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ"

„ლი­დერ­თა სკო­ლის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, პო­ლი­ტი­კოს გია მა­ი­საშ­ვი­ლის ცხედ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გია მა­ი­საშ­ვი­ლის ძმამ, ან­ზორ მა­ი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს აგ­ვა­რებს, თუმ­ცა მის­თვის უც­ნო­ბია, რო­დის მო­ხერ­ხდე­ბა ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბა.

„სა­კონ­სუ­ლომ უნდა გად­მო­ას­ვე­ნოს ცხე­და­რი, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რო­დის მო­ხერ­ხდე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბა. ცხე­და­რი დას­ვე­ნე­ბუ­ლია ამე­რი­კა­ში, დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ­ში. სა­კონ­სუ­ლოს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია ეს პრო­ცე­დუ­რე­ბიც და გიას ცხე­და­რიც. ალ­ბათ, გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, ამი­ტომ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რო­დის ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გარ­კვე­უ­ლი სა­ბუ­თე­ბი მო­ი­თხო­ვეს, მათ შო­რის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა. მე ყვე­ლა სა­ბუ­თი მი­ვი­ტა­ნე და ვე­ლო­დე­ბით პრო­ცე­დუ­რე­ბის და­წყე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მა­ი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ გია მა­ი­საშ­ვი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ პა­ნაშ­ვიდს ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­იხ­დი­ან. გარ­დაც­ვლი­ლის ძმის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სად და­იკ­რძა­ლე­ბა გია მა­ი­საშ­ვი­ლი.

გია მა­ი­საშ­ვი­ლი 56 წლის ასაკ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

გია მაისაშვილის ძმა - "ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში... არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ"

გია მაისაშვილის ძმა - "ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში... არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ"

„ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებლის, პოლიტიკოს გია მაისაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გია მაისაშვილის ძმამ, ანზორ მაისაშვილმა განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გარკვეულ დეტალებს აგვარებს, თუმცა მისთვის უცნობია, როდის მოხერხდება ცხედრის გადმოსვენება.

„საკონსულომ უნდა გადმოასვენოს ცხედარი, თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოხერხდება გადმოსვენება. ცხედარი დასვენებულია ამერიკაში, დროებით საცხოვრებელში. საკონსულოს განკარგულებაშია ეს პროცედურებიც და გიას ცხედარიც. ალბათ, გადამზიდავ კომპანიაზეა დამოკიდებული გარკვეული საკითხები, ამიტომ, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩამოასვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გარკვეული საბუთები მოითხოვეს, მათ შორის დაბადების მოწმობა. მე ყველა საბუთი მივიტანე და ველოდებით პროცედურების დაწყებას“, - განაცხადა ანზორ მაისაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვენების შემდეგ გია მაისაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხდიან. გარდაცვლილის ძმისთვის ჯერჯერობით უცნობია, სად დაიკრძალება გია მაისაშვილი.

გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ