„ქართული ხმები“ დათო არჩვაძის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ანსამბლი უკვე მის გარეშე აგრძელებს სიმღერას. ინფორმაცია მომღერლის ანსამბლიდან წასვლის შესახებ, reitingi.ambebi.ge-ს რამდენიმე კვირის წინ მიაწოდეს.
დათო არჩვაძე რამდენიმე კვირაა სოლო კონცერტებს მართავს, ის ანსამბლის წევრებთან ერთად არსად გამოჩენილა. ამ პერიოდში გამოვიდა ჟურნალი „ჰელოუ“, რომლის ყდაზეც „ქართული ხმები“ დათო არჩვაძის გარეშე პოზირებდა.
დღეს ანსამბლი ამერიკაში გაემგზავრა გასტროლებზე, დავით არჩვაძე კი საბერძნეთში გამართავს სოლო კონცერტს.
ჯგუფის წევრებთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ჩვენი წყაროს ცნობით კი, მუსიკოსების დაპირისპირების მიზეზი ბიზნესი გახდა.
კერძოდ, რამდენიმე თვის წინ, „ქართული ხმების“ წევრებმა გივი და ზურა ბაკურაძეებმა, დათო კიკაბიძესთან ერთად „მომღერალი ღვინო“ გამოუშვეს, რომლის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. დათო არჩვაძე კი პრეზენტაციაზე არ გამოჩენილა და ხმები მათი დაპირისპირების შესახებ სწორედ აქედან გაჩნდა განაგრძეთ კითხვა
ფოტოზე: გია ჭირაქაძე, დავით არჩვაძე, ზაურ ბოლქვაძე