პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება პარლამენტში -  "ევროპულმა საქართველომ" და "ნაცმოძრაობამ" კომიტეტის სხდომა დატოვეს
დაპირისპირება პარლამენტში -  "ევროპულმა საქართველომ" და "ნაცმოძრაობამ" კომიტეტის სხდომა დატოვეს

პარ­ლა­მენ­ტის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტეტ­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევრ ნიკა მე­ლი­ა­სა და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ზაზა გა­ბუ­ნი­ას შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ნიკა მე­ლი­ამ კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ზაზა გა­ბუ­ნი­ას უნა­მუ­სო უწო­და. და­პი­რის­პი­რე­ბა ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მოჰ­ყვა. გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მოვ­ლე­ნე­ბის ექ­სკა­ლა­ცია, ბორ­ჯომ­ში ნიკა მე­ლი­ა­სა და სერ­გო რა­ტი­ა­ნის ჩას­ვლას მოჰ­ყვა.

"აქ იქნა აღ­წე­რი­ლი გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ, ეს მოვ­ლე­ნე­ბი, თქვენს აღ­წე­რი­ლო­ბა­ში არის ცალ­მხრი­ვი და თქვე­ნი ბი­ნოკ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი. ყვე­ლა უწყე­ბა ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ცეს­ში, რო­მელ­თა მი­ზა­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მი­ზა­ნი იყო იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს არ მი­ე­ღო უმარ­თა­ვი სახე. ის, რომ საქ­მე აღ­ძრუ­ლია, ამას ნიშ­ნავს სწო­რედ“, - მი­მარ­თა გა­ბუ­ნი­ამ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატ ნიკა მე­ლი­ას. ამ უკა­ნას­კნელ­მა გა­ბუ­ნი­ას უნა­მუ­სო უწო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: "პირ­და­პირ გე­ტყვი, უნა­მუ­სო ხარ" - და­პი­რის­პი­რე­ბა ნიკა მე­ლი­ა­სა და ზაზა გა­ბუ­ნი­ას შო­რის

„ზაზა პირ­და­პირ გე­ტყვი, რომ უნა­მუ­სო ხარ. დღის 12:00 სა­ათ­ზე უმო­წყა­ლოდ იყო ნა­ცე­მი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი. მას შემ­დეგ რაც დე­პუ­ტა­ტე­ბი გა­მო­კე­ტეს და ტყვე­ო­ბა­ში აიყ­ვა­ნეს, ამის შემ­დეგ ჩა­ვე­დი. არ გრცხვე­ნია, მა­გას რომ ამ­ბობ, რომ თურ­მე მე ვყო­ფილ­ვარ ეს­კა­ლა­ცი­ის ფაქ­ტო­რი. დე­პუ­ტა­ტე­ბი რომ არ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, სის­ხლიც და­იღ­ვრე­ბო­და და შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც სა­ერ­თოდ ფი­ზი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

"ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა უკვე და­ტო­ვეს. "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ითხოვ­და, რომ კო­მი­ტეტს მი­ე­ღო გან­ცხა­დე­ბა ბორ­ჯომ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე და დე­პუ­ტა­ტე­ბი ჩა­სუ­ლიყ­ვნენ ად­გილ­ზე.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­თხოვ­ნა კი იყო, რომ კო­მი­ტეტს თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა.

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ზაზა გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის მზად არის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ფორ­მატ­ში, კო­მი­ტე­ტის შემ­დეგ. ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის მზად არის.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

დაპირისპირება პარლამენტში -  "ევროპულმა საქართველომ" და "ნაცმოძრაობამ" კომიტეტის სხდომა დატოვეს

დაპირისპირება პარლამენტში -  "ევროპულმა საქართველომ" და "ნაცმოძრაობამ" კომიტეტის სხდომა დატოვეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას უნამუსო უწოდა. დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოვლენების ექსკალაცია, ბორჯომში ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა.

"აქ იქნა აღწერილი გუშინდელი მოვლენები და სამწუხაროდ, ეს მოვლენები, თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული. ყველა უწყება ჩართული იყო ამ პროცესში, რომელთა მიზანი და განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებების მიზანი იყო იქ მიმდინარე პროცესებს არ მიეღო უმართავი სახე. ის, რომ საქმე აღძრულია, ამას ნიშნავს სწორედ“, - მიმართა გაბუნიამ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას. ამ უკანასკნელმა გაბუნიას უნამუსო უწოდა.

იხილეთ ვიდეო: "პირდაპირ გეტყვი, უნამუსო ხარ" - დაპირისპირება ნიკა მელიასა და ზაზა გაბუნიას შორის

„ზაზა პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. დღის 12:00 საათზე უმოწყალოდ იყო ნაცემი საკრებულოს დეპუტატი. მას შემდეგ რაც დეპუტატები გამოკეტეს და ტყვეობაში აიყვანეს, ამის შემდეგ ჩავედი. არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ, რომ თურმე მე ვყოფილვარ ესკალაციის ფაქტორი. დეპუტატები რომ არ ჩავსულიყავით, სისხლიც დაიღვრებოდა და შეიძლება ვიღაც საერთოდ ფიზიკურად განადგურებულიყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა უკვე დატოვეს. "ევროპული საქართველო" ითხოვდა, რომ კომიტეტს მიეღო განცხადება ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე და დეპუტატები ჩასულიყვნენ ადგილზე.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა კი იყო, რომ კომიტეტს თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ის მზად არის საკითხზე მსჯელობა გააგრძელონ კონსულტაციების ფორმატში, კომიტეტის შემდეგ. ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებისთვის მზად არის.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები