სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში - რა ცვლილებების მოლოდინშია მეზობელი ქვეყანა?
საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში - რა ცვლილებების მოლოდინშია მეზობელი ქვეყანა?

2 მარტს სომ­ხეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბა. მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ უკვე წა­რად­გი­ნა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა, ეს არის სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბიზ­ნეს­მე­ნი არ­მენ სარ­გსი­ა­ნი, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი აქ­ტი­უ­რად აქებს...

ამას­თან, სარ­გსი­ა­ნის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, რო­გორც კი მათ ლი­დერს, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ამო­ე­წუ­რე­ბა, მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე წა­რად­გე­ნენ...

2 მარტს პრე­ზი­დენტს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა კი არა, სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი აირ­ჩე­ვენ. საქ­მე ის არის, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას სომ­ხე­თის მმარ­თვე­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია შე­ად­გენს.

Eadaily.com-ის ცნო­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ბაგ­რამ ბაგ­და­სა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 27 თე­ბერ­ვალს სარ­გსი­ა­ნი, რო­გორც “პარ­ტი­ის ერთი რი­გით წევ­რი”, პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს. ეს ერ­თგვა­რი პა­სუ­ხი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მა­ზე ოპო­ზი­ცი­ურ ფრაქ­ცი­ის ბლოკ ლი­დერ “ელ­კის” (Елк) ლი­დერ ნი­კო­ლა პა­ში­ნი­ა­ნის კი­თხვა­ზე, რომ­ლის თქმი­თაც, სერჟ სარ­გსი­ა­ნი ბოლო სამი წე­ლია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ 2018 წლის­თვის, პრე­ზი­დენ­ტის ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის­თვის არ იბ­რძო­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ არ­მენ სარ­გსი­ანს, სომ­ხე­თის ახ­ლან­დე­ლი პირ­ვე­ლი პი­რის თქმით, “სომ­ხეთს ევ­რო­პას­თან კარ­გი კავ­ში­რე­ბის მქო­ნე პრე­ზი­დენ­ტი სჭირ­დე­ბა. მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ­ჩე­ვა­ნი გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან ბიზ­ნეს­მე­ნი კარ­გად ფლობს უცხო ენებს, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სომ­ხურ დი­ას­პო­რას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

ცნო­ბის­თვის, არ­მენ სარ­გსი­ა­ნი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ნი­დერ­ლან­დებ­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში სომ­ხე­თის ელჩი იყო. უფრო ადრე, 1996-1997 წლებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტსაც იკა­ვებ­და... ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა Eadaily.com-ის ცნო­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს სომ­ხეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ მოჰ­ყვე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა და არ­მენ სარ­გსი­ა­ნი, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ი­ღებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სომ­ხე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, მით უფრო, რომ ბოლო დროს, ერე­ვან­მა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ აიღო გეზი. ამავდრო­უ­ლად, ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რო­ბა და სხვა სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი, რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას აი­ძუ­ლებს.

“ის ერთი მხრივ, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რია და სომ­ხეთ­ში ევ­რო­პუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­დე­ლე­ბის გა­ტა­რე­ბის მომ­ხრეა, მათ შო­რის, აქ­ტი­უ­რად გა­ინ­ხი­ლე­ბა კა­ნო­ნი, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე, რო­მელ­საც სომ­ხურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა... ამას­თან, სარ­გსი­ან­მა, რუ­სეთ­თან მრა­ვალ­ვექ­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა შე­მო­ი­ტა­ნა, რაც მო­კავ­ში­რე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს” - წერს გა­მო­ცე­მა.

იმა­ზე, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებს არ ელი­ან...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სომ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა სარ­გსი­ანს მღელ­ვა­რე­ბის სა­ფუძ­ველს არ აძ­ლევს, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გი ედ­გარ ვარ­და­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ არ არ­სე­ბობს 100%-იანი გა­რან­ტია, რომ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სერჟ სარ­გსი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან ამ პოსტზე სხვა, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ე­ბიც მო­ი­აზ­რე­ბა, სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად ექ­ნე­ბათ მათ თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

“სა­სა­ცი­ლო და არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ბოლო დროს და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნია, თით­ქოს სარ­გსი­ა­ნი ამ პოსტზე თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას კი არ წა­რად­გენს, მას თხო­ვენ ეს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, მძი­მე და რთუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვოს...” - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

სომ­ხეთ­ში ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა ერევ­ნის ყო­ფი­ლი მერი, კა­რენ კა­რა­პე­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში, რუ­სუ­ლი “გა­ზპ­რო­მის” სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობ­და. მის დიდ პლუ­სად, ბინ­ზეს­სა და პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სუფ­თა წარ­სუ­ლი მი­იჩ­ნე­ო­და, მით უფრო, რომ არც ად­გი­ლობ­რივ და არც რუს ოლი­გარ­ქებ­თან კავ­ში­რებ­ში ყო­ფი­ლა შემ­ჩნე­უ­ლი...

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, კა­რა­პე­ტი­ა­ნის შე­სა­ხებ ხმებს სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­რცე­ლე­ბენ, რათა წარ­მოდ­გე­ნა შექ­მნან, რომ ქვე­ყა­ნა­ში კონ­კუ­რენ­ცია არ­სე­ბობს, სი­ნამ­დვი­ლე­ში - სარ­გსი­ან­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რუ­ნა, რომ ამ პოსტზე კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყო­ლო­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში - რა ცვლილებების მოლოდინშია მეზობელი ქვეყანა?

საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში - რა ცვლილებების მოლოდინშია მეზობელი ქვეყანა?

2 მარტს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მმართველმა პარტიამ უკვე წარადგინა თავისი კანდიდატურა, ეს არის სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი არმენ სარგსიანი, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი აქტიურად აქებს...

ამასთან, სარგსიანის პარტიის წარმომადგენელთა თქმით, როგორც კი მათ ლიდერს, პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოეწურება, მიმდინარე წლის აპრილში, მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ...

2 მარტს პრეზიდენტს ადგილობრივი მოსახლეობა კი არა, სომხეთის პარლამენტის დეპუტატები აირჩევენ. საქმე ის არის, რომ დეპუტატების უმეტესობას სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია შეადგენს.

Eadaily.com-ის ცნობით, საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლის, ბაგრამ ბაგდასარიანის განცხადებით, 27 თებერვალს სარგსიანი, როგორც “პარტიის ერთი რიგით წევრი”, პოლიტიკურ ძალას უნდა დაემორჩილოს. ეს ერთგვარი პასუხი იყო საპარლამენტო სხდომაზე ოპოზიციურ ფრაქციის ბლოკ ლიდერ “ელკის” (Елк) ლიდერ ნიკოლა პაშინიანის კითხვაზე, რომლის თქმითაც, სერჟ სარგსიანი ბოლო სამი წელია ირწმუნება, რომ 2018 წლისთვის, პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის არ იბრძოლებს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ არმენ სარგსიანს, სომხეთის ახლანდელი პირველი პირის თქმით, “სომხეთს ევროპასთან კარგი კავშირების მქონე პრეზიდენტი სჭირდება. მის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ არჩევანი გამართლებულია, რადგან ბიზნესმენი კარგად ფლობს უცხო ენებს, კარგი ურთიერთობა აქვს სომხურ დიასპორასთან და საერთაშორისო ურთიერთობებშიც კარგი გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, არმენ სარგსიანი დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩი იყო. უფრო ადრე, 1996-1997 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტსაც იკავებდა... ინტერნეტ გამოცემა Eadaily.com-ის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებს სომხეთში განსაკუთრებული პოლიტიკური ცვლილებები ვერ მოჰყვება. შეიძლება ითქვას, არჩევნების დღეს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება და არმენ სარგსიანი, სომხეთის რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტი გახდება - გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები, მით უფრო, რომ ბოლო დროს, ერევანმა ევროკავშირისკენ აიღო გეზი. ამავდროულად, ევრაზიული კავშირის წევრობა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური საკითხები, რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას აიძულებს.

“ის ერთი მხრივ, სომხეთის რესპუბლიკური პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია და სომხეთში ევროპული საკანონმდებლო მოდელების გატარების მომხრეა, მათ შორის, აქტიურად გაინხილება კანონი, ოჯახში ძალადობაზე, რომელსაც სომხურ სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა... ამასთან, სარგსიანმა, რუსეთთან მრავალვექტორული პოლიტიკა შემოიტანა, რაც მოკავშირე ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს” - წერს გამოცემა.

იმაზე, თუ როგორი იქნება სომხეთის მიმართულება საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ, რუსეთში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ელიან...

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში არსებული ვითარება სარგსიანს მღელვარების საფუძველს არ აძლევს, ადგილობრივი პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი აცხადებს, რომ არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი იქნება, რადგან ამ პოსტზე სხვა, საკმაოდ საინტერესო სახეებიც მოიაზრება, სხვა საკითხია, რამდენად ექნებათ მათ თავის გამოვლენის საშუალება.

“სასაცილო და არასერიოზულია ბოლო დროს დაწყებული კამპანია, თითქოს სარგსიანი ამ პოსტზე თავის კანდიდატურას კი არ წარადგენს, მას თხოვენ ეს საპასუხისმგებლო, მძიმე და რთული თანამდებობა დაიკავოს...” - ამბობს პოლიტოლოგი.

სომხეთში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება ერევნის ყოფილი მერი, კარენ კარაპეტიანი, რომელიც ბოლო წლებში, რუსული “გაზპრომის” სისტემაში მუშაობდა. მის დიდ პლუსად, ბინზესსა და პოლიტიკურ ურთიერთობებში სუფთა წარსული მიიჩნეოდა, მით უფრო, რომ არც ადგილობრივ და არც რუს ოლიგარქებთან კავშირებში ყოფილა შემჩნეული...

პოლიტოლოგების თქმით, კარაპეტიანის შესახებ ხმებს სპეციალურად ავრცელებენ, რათა წარმოდგენა შექმნან, რომ ქვეყანაში კონკურენცია არსებობს, სინამდვილეში - სარგსიანმა წლების განმავლობაში იზრუნა, რომ ამ პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"