თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირბეით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.