სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია მეტრეველი - ოქრუაშვილი დამნაშავეების მხარეს დადგა და არა სიმართლის - ის პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს
ია მეტრეველი - ოქრუაშვილი დამნაშავეების მხარეს დადგა და არა სიმართლის - ის პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს

ოქ­რუ­აშ­ვილს მინ­და ვუ­თხრა, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მხა­რეს დად­გა ის და არა სი­მარ­თლის - ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აა­რი­დებს თავს, - ამის შე­სა­ხებ ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის დე­დამ, ია მეტ­რე­ველ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში მისი დიდი წვლი­ლია, რაც იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ის აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე ახალს იტყო­და, თუმ­ცა, დღეს აზრი შეც­ვლი­ლი აქვს, რად­გან ოქ­რუ­აშ­ვილ­მა რომ სი­მარ­თლე თქვას, თა­ვა­დაც მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა.გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის გან­ცხა­დე­ბით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ცდი­ლობ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად აე­რი­დე­ბი­ნა თავი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის და კონ­კრე­ტულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის­თვის.

"მან თქვა, რომ ორი­ვე მხა­რეს გა­უწ­ბი­ლა იმე­დე­ბი და არც ერთი მხა­რე კმა­ყო­ფი­ლი არ დარ­ჩა. მე თქვე­ნი ეთე­რის მეშ­ვე­ო­ბით ოქ­რუ­აშ­ვილს მინ­და ვუ­თხრა, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მხა­რეს დად­გა ის და არა სი­მარ­თლის. მე მას არ ვთხოვ­დი, რომ ჩემს მხა­რეს ყო­ფი­ლი­ყო, ის იყო მოწ­მე და მას უნდა ეთ­ქვა სი­მარ­თლე.

მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც თავს ირი­დებს ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან და ამ­ბობს, რომ მე ეს არ გა­მი­გია, მე ეს არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე სხვა სა­მი­ნის­ტრო­თი ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ეს არის სა­სა­ცი­ლო. თუ იყა­ვი მი­ნის­ტრი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხარ შენს სა­მი­ნის­ტრო­ზე. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ვერ აა­რი­დებს თავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თუმ­ცა, მე არ ვიცი რა­ტომ მოხ­და ისე, რომ ის ძა­ლი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლდა ყვე­ლაფ­რის­გან.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო ის, რომ რო­დე­საც დღეს ის იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტკბე­ბა შვი­ლე­ბით, თა­ვი­სი ოჯა­ხით, მას­ში ჩემი დიდი წვლი­ლია, რად­გან მე ვი­ყა­ვი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი და მან რომ გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა, რომ სურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, მე და­ვუ­ჭი­რე მხა­რი მის ჩა­მოს­ვლას. მქონ­და იმე­დი, რომ რამე სი­ახ­ლეს იტყო­და, თუმ­ცა დღეს გა­სა­გე­ბია, მას რომ სი­მარ­თლე ეთ­ქვა, თა­ვი­სი თავი უნდა და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა და თა­ვი­სი ფე­ხით წა­სუ­ლი­ყო ცი­ხე­ში", - გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ია მეტრეველი - ოქრუაშვილი დამნაშავეების მხარეს დადგა და არა სიმართლის - ის პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს

ია მეტრეველი - ოქრუაშვილი დამნაშავეების მხარეს დადგა და არა სიმართლის - ის პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს

ოქრუაშვილს მინდა ვუთხრა, რომ დამნაშავეების მხარეს დადგა ის და არა სიმართლის - ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აარიდებს თავს, - ამის შესახებ ამირან (ბუტა) რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებაში მისი დიდი წვლილია, რაც იმან განაპირობა, რომ ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალს იტყოდა, თუმცა, დღეს აზრი შეცვლილი აქვს, რადგან ოქრუაშვილმა რომ სიმართლე თქვას, თავადაც მოუწევს პასუხისგება.გარდაცვლილის დედის განცხადებით, ოქრუაშვილი სასამართლო პროცესზე ცდილობდა, მაქსიმალურად აერიდებინა თავი პასუხისმგებლობისთვის და კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის.

"მან თქვა, რომ ორივე მხარეს გაუწბილა იმედები და არც ერთი მხარე კმაყოფილი არ დარჩა. მე თქვენი ეთერის მეშვეობით ოქრუაშვილს მინდა ვუთხრა, რომ დამნაშავეების მხარეს დადგა ის და არა სიმართლის. მე მას არ ვთხოვდი, რომ ჩემს მხარეს ყოფილიყო, ის იყო მოწმე და მას უნდა ეთქვა სიმართლე.

მინისტრი, რომელიც თავს ირიდებს ყველა პასუხისმგებლობისგან და ამბობს, რომ მე ეს არ გამიგია, მე ეს არ მაინტერესებს, მე სხვა სამინისტროთი ვიყავი დაინტერესებული, ეს არის სასაცილო. თუ იყავი მინისტრი, პასუხისმგებელი ხარ შენს სამინისტროზე. ირაკლი ოქრუაშვილი ვერ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას, თუმცა, მე არ ვიცი რატომ მოხდა ისე, რომ ის ძალიან გათავისუფლდა ყველაფრისგან.

მინდა შევახსენო ის, რომ როდესაც დღეს ის იმყოფება საქართველოში, ტკბება შვილებით, თავისი ოჯახით, მასში ჩემი დიდი წვლილია, რადგან მე ვიყავი პოლიტპატიმრების კომისიის წევრი და მან რომ განცხადება შემოიტანა, რომ სურდა საქართველოში ჩამოსვლა, მე დავუჭირე მხარი მის ჩამოსვლას. მქონდა იმედი, რომ რამე სიახლეს იტყოდა, თუმცა დღეს გასაგებია, მას რომ სიმართლე ეთქვა, თავისი თავი უნდა დაედანაშაულებინა და თავისი ფეხით წასულიყო ციხეში", - განაცხადა ია მეტრეველმა.

იხილეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ