კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

მილანის უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ

მილანის უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს მილანის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ.

მილანის უნივერსიტეტის პროფესორების - მევენახეობისა და ენოლოგიის საერთაშორისო სამაგისტრო ხარისხის კომიტეტის წევრის ანტონიო ტირელის და პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პიერო ატილიო ბიანკოს ვიზიტი, საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებული ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროფესორებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, დეპარტამენეტების უფროსებთან და მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე იმსჯელეს უნივერისტეტის პროგრამებზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ თანამშრომლობაზე. მილანის უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუდენტებისთვის ლექციაც ჩაატარეს.

პროექტი მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით უფასო საბაკალავრო ხარისხის მიღებას გულისხმობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ერთი სემესტრი მილანის უნივერსიტეტში გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგი დიპლომი მიიღონ.

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალის გაცნობის მიზნით, ისინი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექპერიმენტალურ ბაზას ეწვივნენ. მათ ბაზაზე გაშენებული საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო დააგემოვნეს.

ვიზიტის ფარგლებში ანტონიო ტარელიმ და პიერო ატილიო ბიანკომ ყველა ის ბაზა და ლაბორატორია მოინახულეს, რომელიც საბაკალავრო პროგრამის განხორციელების პროცესშია ჩართული, მათ შორის ღვინისა და ბრენდის ქარხნები და მარნებიც.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - "დადებითი მოლოდინები მაქვს - წესით 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან"

"მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა" - თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს წამყვანი იქნება

ხსნარს, რომლითაც პარლამენტში მოიწამლნენ, ადამიანები კიბოს სამკურნალოდ იყენებენ - რას ამბობს ვეტერინარი