მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუტა რობაქიძის საქმეზე, "პალიტრანიუსის" გადაცემის ჩანაწერი, სადაც ბრალდებული ზურაბ ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო
ბუტა რობაქიძის საქმეზე, "პალიტრანიუსის" გადაცემის ჩანაწერი, სადაც ბრალდებული ზურაბ ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მის" ერთ-ერთი გა­და­ცე­მის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა სა­სა­მარ­თლომ საქ­მეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და­ურ­თო. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დარ­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ მო­ი­თხო­ვა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დარ­თვის გარ­და, პრო­კუ­რო­რებ­მა ასე­ვე ამ გა­და­ცე­მა­ში და­სა­ხე­ლე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის და­კი­თხვაც მო­ი­თხო­ვეს.

პრო­კუ­რო­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა. რო­გორც ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ზუ­რაბ მი­ქა­ძის ად­ვო­კატ­მა კობა კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბით წა­რად­გი­ნა. საქ­მე­ზე კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გუ­რამ დო­ნა­ძემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის კე­თე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, თუ რო­გორ და­უ­კავ­შირ­დნენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე წე­ლია ეძებს, ვი­ნა­ი­დან ის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას თავს არი­დებს.

ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა (ზუ­რაბ) ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ მი­ქა­ძე შან­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღი­ა­რა, რომ 2004 წელს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღე­ბი მი­ი­ტა­ნეს. მისი თქმით, ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ქა­ძემ მი­ი­ტა­ნა. ასე­ვე ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რომ ია­რა­ღე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ არის, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ინა­ხე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ბუტა რობაქიძის საქმეზე, "პალიტრანიუსის" გადაცემის ჩანაწერი, სადაც ბრალდებული ზურაბ ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო

ბუტა რობაქიძის საქმეზე, "პალიტრანიუსის" გადაცემის ჩანაწერი, სადაც ბრალდებული ზურაბ ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ერთ-ერთი გადაცემის ჩანაწერი, სადაც ამავე საქმეზე ბრალდებულმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო. ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებად დართვის შუამდგომლობა სასამართლოზე ბრალდების მხარემ მოითხოვა. მტკიცებულებად დართვის გარდა, პროკურორებმა ასევე ამ გადაცემაში დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, თავად ბრალდებულის დაკითხვაც მოითხოვეს.

პროკურორების შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ მიქაძის ადვოკატმა კობა კობახიძემ განმარტა, პროკურატურამ შუამდგომლობა სასამართლოში პროცესუალური დარღვევებით წარადგინა. საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ კი აღნიშნა, რომ პროკურატურა სატელევიზიო შოუების კეთებითაა დაკავებული და არ დაინტერესებულა, თუ როგორ დაუკავშირდნენ მედიის წარმომადგენლები ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა რამდენიმე წელია ეძებს, ვინაიდან ის მართლმსაჯულებას თავს არიდებს.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ