საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ხანძრები ბაზრობებზე - გამოძიებულია თუ არა საქმეები?
ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ხანძრები ბაზრობებზე - გამოძიებულია თუ არა საქმეები?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ „თერ­გში“ მომ­ხდარ­მა მას­შტა­ბურ­მა ხან­ძარ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რო­ებს - ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით, აფეთ­ქე­ბით ან სხვა სა­ყო­ველ­თა­ოდ სა­ში­ში სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

ყო­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მომ­ხდა­რის ობი­ექ­ტურ და სწრა­ფად გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­გან შე­სა­ბა­მის და­პი­რე­ბა­საც იღებს, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლია თუ არა დიდი ხან­ძრე­ბის საქ­მე­ე­ბი? - AMBEBI.GE-მ გა­და­ა­მოწ­მა, რა ეტაპ­ზეა ბოლო წლებ­ში ბაზ­რო­ბებ­ზე მომ­ხდა­რი ხან­ძრე­ბის საქ­მე­ე­ბი.

ხან­ძრე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ა­სა და მათ გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წარ­მო­გიდ­გენთ.

ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბა­ზა­რი - 2017 წლის 10 ივ­ლი­სი

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

ხან­ძა­რი "ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე" - 2017 წლის 2 ივ­ლი­სი

ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ბაზ­რო­ბის 2 სექ­ტო­რი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 178-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია). უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზა და გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ელო­დე­ბა.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი - "ბავ­შვთა სამ­ყა­რო" - 2017 წლის 30 იან­ვა­რი

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი „ბავ­შვთა სამ­ყა­რო“ ძლი­ერ­მა ხან­ძარ­მა, რო­მელ­საც მე­ხან­ძრე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ებძოდ­ნენ, თით­ქმის სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა. ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ვაჭ­რე­თა ნა­წილ­მა სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ტა­ნა შეძ­ლო, თუმ­ცა ნა­წი­ლის სა­ქო­ნე­ლი, რო­გორც თა­ვად იუ­წყე­ბი­ან, სრუ­ლად და­იწ­ვა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, „ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში“ გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ დრომ­დე აწარ­მო­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

"ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა" - 2015 წლის 4 აგ­ვის­ტო

მომ­ხდარს 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი სა­ღე­ბა­ვე­ბის სა­წყობს გა­უჩ­ნდა, გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად კი გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლია ცნო­ბი­ლი.

ის­ნის ბაზ­რო­ბა - 2015 წლის 21 იან­ვა­რი

ხან­ძრის შე­დე­გად ბაზ­რო­ბა­ზე 25 მა­ღა­ზია გა­ნად­გურ­და, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე სამი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ე.წ ბო­შა­თა ბა­ზა­რი - 2014 წლის 16 სექ­ტემ­ბე­რი

თით­ქმის 4 წელი გა­ვი­და ე.წ ბო­შა­თა ბა­ზარ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის შემ­დეგ, რო­მელ­საც არა­მარ­ტო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­ლიც მოჰ­ყვა. ცე­ცხლი 2 500 კვ. მეტრზე გავ­რცელ­და და 3 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

რო­გორ შსს იუ­წყე­ბა, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბას ან და­ზი­ა­ნე­ბას ჩა­დე­ნილს ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით, აფეთ­ქე­ბით ან სხვა სა­ყო­ველ­თა­ოდ სა­ში­ში სა­შუ­ა­ლე­ბით, რა­მაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი "საბა" - 2013 წლის 26 თე­ბერ­ვა­ლი

"სა­ბა­ში" ხან­ძა­რი 5 000 კვად­რა­ტულ მეტრზე გავ­რცელ­და, რის შე­დე­გა­დაც 100-ზე მეტი მა­ღა­ზია გა­ნად­გურ­და, მო­ვაჭ­რე­ებ­მა კი ათი ათა­სო­ბით ლა­რის ზა­რა­ლი მი­ი­ღეს.

რო­გორც შს სა­მი­ნის­ტრო­დან იუ­წყე­ბი­ან, ხან­ძრის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი­ზაც.

"ლილო" - 2012 წლის 15 ნო­ემ­ბე­რი

"ლი­ლოს" ბაზ­რო­ბა­ზე ძლი­ერ­მა ხან­ძარ­მა 450 კვ.მ ფარ­თობ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა. რო­გორც შსს-დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ზა­რალ­მა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს მი­აღ­წია. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ხე­დავთ, შსს-ს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყრნო­ბით, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრე­ბი­დან არ­ცერ­თი მათ­გა­ნის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის. AMBEBI.GE-სთვის კუ­ლუ­ა­რუ­ლად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ "თერ­გში" მომ­ხდა­რი ხან­ძრის შემ­დეგ, შს სა­მი­ნის­ტრო­ში და­ძა­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა შედ­გა მი­ნის­ტრ გა­ხა­რი­ა­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს შო­რის. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შს მი­ნის­ტრმა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე მომ­ხდა­რი ხან­ძრე­ბის საქ­მე­ე­ბის დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­ვა­ლა ქვე­უ­წყე­ბებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბებს სა­მი­ნის­ტრო­ში კად­რე­ბის ცვლის ახა­ლი სე­რია მოჰ­ყვეს.

Foteli
0

იმ წელს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწვა ბაზრები და გინდათ დავიჯეროთ რომ ეს შემთხვევითობაა

ავტორი:

ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ხანძრები ბაზრობებზე - გამოძიებულია თუ არა საქმეები?

ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ხანძრები ბაზრობებზე - გამოძიებულია თუ არა საქმეები?

რამდენიმე დღის წინ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „თერგში“ მომხდარმა მასშტაბურმა ხანძარმა, საზოგადოებას უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი მოვლენები კიდევ ერთხელ შეახსენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინაროებს - ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყოველი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, საზოგადოება მომხდარის ობიექტურ და სწრაფად გამოძიებას მოითხოვს და ჩინოვნიკებისგან შესაბამის დაპირებასაც იღებს, თუმცა, რეალურად გამოძიებულია თუ არა დიდი ხანძრების საქმეები? - AMBEBI.GE-მ გადაამოწმა, რა ეტაპზეა ბოლო წლებში ბაზრობებზე მომხდარი ხანძრების საქმეები.

ხანძრების ქრონოლოგიასა და მათ გარშემო მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ.

 

ფოთის ცენტრალური ბაზარი - 2017 წლის 10 ივლისი

შსს-ს ინფორმაციით, ხანძართან დაკავშირებით საქმეზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.

 

ხანძარი "ელიავას ბაზრობაზე" - 2017 წლის 2 ივლისი

ხანძრის შედეგად დაიწვა ავტონაწილების ბაზრობის 2 სექტორი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია). უწყებაში განმარტავენ, რომ ჩატარებულია ყველა სახის ექსპერტიზა და გამოძიება რამდენიმე სახის ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

 

სავაჭრო ცენტრი - "ბავშვთა სამყარო" - 2017 წლის 30 იანვარი

სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ ძლიერმა ხანძარმა, რომელსაც მეხანძრეები რამდენიმე დღის განმავლობაში ებძოდნენ, თითქმის სრულად გაანადგურა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოვაჭრეთა ნაწილმა საკუთარი პროდუქციის გამოტანა შეძლო, თუმცა ნაწილის საქონელი, როგორც თავად იუწყებიან, სრულად დაიწვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა ამ დრომდე აწარმოებს, შესაბამისად, შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

"ელიავას ბაზრობა" - 2015 წლის 4 აგვისტო

მომხდარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა, გამომწვევი მიზეზების დასადგენად კი გამოძიება 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით ამ დრომდე მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ექსპერტიზის პასუხების მხოლოდ ნაწილია ცნობილი.

 

ისნის ბაზრობა - 2015 წლის 21 იანვარი

ხანძრის შედეგად ბაზრობაზე 25 მაღაზია განადგურდა, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება უკვე სამი წელია მიმდინარეობს.

 

ე.წ ბოშათა ბაზარი - 2014 წლის 16 სექტემბერი

თითქმის 4 წელი გავიდა ე.წ ბოშათა ბაზარში მომხდარი ხანძრის შემდეგ, რომელსაც არამარტო მატერიალური, ადამიანური მსხვერლიც მოჰყვა. ცეცხლი 2 500 კვ. მეტრზე გავრცელდა და 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორ შსს იუწყება, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას ან  დაზიანებას ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

სავაჭრო ცენტრი "საბა" - 2013 წლის 26 თებერვალი

"საბაში" ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი მაღაზია განადგურდა, მოვაჭრეებმა კი ათი ათასობით ლარის ზარალი მიიღეს.

როგორც შს სამინისტროდან იუწყებიან, ხანძრის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზაც.

 

"ლილო" - 2012 წლის 15 ნოემბერი

"ლილოს" ბაზრობაზე ძლიერმა ხანძარმა 450 კვ.მ ფართობზე განთავსებული ობიექტები გაანადგურა. როგორც შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, ზარალმა ნახევარ მილიონ ლარს მიაღწია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

როგორც ხედავთ, შსს-ს მონაცემებზე დაყრნობით, ამ ეტაპზე ყველაზე მასშტაბური ხანძრებიდან არცერთი მათგანის გამოძიების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. AMBEBI.GE-სთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ "თერგში" მომხდარი ხანძრის შემდეგ, შს სამინისტროში დაძაბული შეხვედრა შედგა მინისტრ გახარიასა და საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელ პირებს შორის. არსებული ინფორმაციით, შს მინისტრმა სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე ბოლო წლების მანძილზე მომხდარი ხანძრების საქმეების დროული გამოძიება დაავალა ქვეუწყებებს. არ არის გამორიცხული გაჭიანურებულ გამოძიებებს სამინისტროში კადრების ცვლის ახალი სერია მოჰყვეს.

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ახალი ბრალი პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა

"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი

25 წლის გოგონამ თვითმკვლელობამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას - ძალადობის მსხვერპლის ოჯახს შსს და პროკურატურა კომპენსაციას გადაუხდის