პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... "ჩინჩლავს" - როგორ გაგრძელდა "იმერული ესკიზების" ცნობილი პერსონაჟის რეალური ცხოვრება
"მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... "ჩინჩლავს" - როგორ გაგრძელდა "იმერული ესკიზების" ცნობილი პერსონაჟის რეალური ცხოვრება

"რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს მა­მალს?" - ამ კი­თხვა­ზე გუ­ლუბ­რყვი­ლო პა­სუ­ხის გამო 39 წლის წინ მარ­თლაც აა­ტი­რეს ფილმ "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე კახა ჭკა­დუა. მარ­თა­ლია, მა­შინ მხო­ლოდ 6 წლის იყო, მაგ­რამ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მის­თვის საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა არ მოს­წო­ნე­ბო­და.

კახა ჭკა­დუა: - წარ­მო­შო­ბით სვა­ნი ვარ, მეს­ტი­ის სო­ფელ ხა­ი­ში­დან. ხონ­ში, სო­ფელ დიდ კუხ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. სწო­რედ ამ სო­ფელ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი". ის სკო­ლაც, რო­მელ­სა­ც­ფილმში ხე­დავთ, დიდი კუ­ხის სა­ჯა­რო სკო­ლაა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში გა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ორი უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი გვე­ლო­და და უთხრა, ვფიქ­რობ, ეს არის ის ბავ­შვი, თქვენ რომ გჭირ­დე­ბა­თო.

წა­მიყ­ვა­ნეს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ამათ­ვა­ლი­ერ-ჩა­მათ­ვა­ლი­ე­რეს და სინ­ჯე­ბის­თვის და­მი­წყეს მომ­ზა­დე­ბა. შავგვრე­მა­ნი კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ უფრო გა­მა­მუ­ქეს და გა­დამ­პარ­სეს... სა­მო­სის მორ­გე­ბა­ზე რომ მიდ­გა საქ­მე, დე­და­ჩემს სახ­ლი­დან პე­რან­გი და შარ­ვა­ლი მო­ვა­ტა­ნი­ნე, რო­მე­ლიც ჩაც­მამ­დე გუ­ლი­ა­ნად და­მიჭ­მუჭ­ნეს, და ამან ისე გა­მაბ­რა­ზა, რომ გავ­ხიე. ფილმში სწო­რედ ის დაჭ­მუჭ­ნილ-და­ხე­უ­ლი ტან­საც­მე­ლი მაც­ვია. გა­და­ღე­ბამ­დე ამიხ­სნეს - უპატ­რო­ნო ბავ­შვის როლი უნდა შე­ას­რუ­ლოო. სი­ტყვამ "უპატ­რო­ნო" ისე შე­მა­ში­ნა, რომ უარი ვთქვი გა­და­ღე­ბა­ზე. მერე მთე­ლი თვე დამ­დევ­დნენ აქეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და იქით დი­რექ­ტო­რი, რომ მეთ­ქვა, ის სი­ტყვა.

- იმ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა იცო­დით?- ვგრძნობ­დი, რომ არ იყო კარ­გი. ნანა მჭედ­ლი­ძემ და ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა შო­კო­ლა­დე­ბი მო­მი­ტა­ნეს, რას არ დამ­პირ­დნენ, რომ კა­მე­რე­ბის წინ სი­ტყვა "ჩინ­ჩლავს" მეთ­ქვა. ბო­ლოს ვი­ფიქ­რე, ოღონდ თავი და­მა­ნე­ბონ-მეთ­ქი და მარ­თლაც ვთქვი, რაც ამ სი­ტყვის თქმის შემ­დეგ ხდე­ბა ფილმში, დად­გმუ­ლი არ არის. ეკ­რა­ნუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის რე­აქ­ცი­ით გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი რომ ვტი­რი და გავ­რბი­ვარ, სი­ნამ­დვი­ლეა.

"იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბის" ჰო­ნო­რა­რით ვე­ლო­სი­პე­დი "დესნა 2" მი­ყი­დეს და ამით ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რეს. პრე­მი­ე­რის შემ­დეგ სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნი ნანა და სხვა ფილმში გა­და­ღე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, ვე­რაფ­რით და­მი­ყო­ლია. მას შემ­დეგ აღარ შევ­ხვედ­რი­ვარ, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, რომ გა­ვი­გე, შე­უძ­ლო­და­აო, და­ვუ­რე­კე, მო­ვი­კი­თხე. სი­ხა­რუ­ლის­გან ატირ­და. "იმე­რულ ეს­კი­ზებს" ჩემი შვი­ლე­ბი ყო­ველ ჯერ­ზე თვა­ლებ­გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი უყუ­რე­ბენ, მაგ­რამ ჩემ­თვის მისი გა­და­ღე­ბის მო­მენ­ტი მა­ინც არ ასო­ცირ­დე­ბა კარგ ემო­ცი­ებ­თან. ცუდი ის იყო, რომ ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, დღემ­დე რამ­დენ­ჯე­რაც და­მი­ნა­ხა­ვენ, იმ სი­ტყვას გა­ი­ძა­ხი­ან, ნახე, მო­დი­სო. დიდი ხა­ნია პა­ტა­რა ბიჭი არა ვარ, მაგ­რამ მა­ინც ვბრაზ­დე­ბი.

- შემ­დეგ­ში რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა? - მე-8 კლას­ში რომ ვი­ყა­ვი, ყა­ზა­ხეთ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... "ჩინჩლავს" - როგორ გაგრძელდა "იმერული ესკიზების" ცნობილი პერსონაჟის რეალური ცხოვრება

"მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... "ჩინჩლავს" - როგორ გაგრძელდა "იმერული ესკიზების" ცნობილი პერსონაჟის რეალური ცხოვრება

"რა სარგებლობა მოაქვს მამალს?" - ამ კითხვაზე გულუბრყვილო პასუხის გამო 39 წლის წინ მართლაც აატირეს ფილმ "იმერული ესკიზების" გადასაღებ მოედანზე კახა ჭკადუა. მართალია, მაშინ მხოლოდ 6 წლის იყო, მაგრამ ეს გამოცდილება მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსახიობობა არ მოსწონებოდა.

კახა ჭკადუა: - წარმოშობით სვანი ვარ, მესტიის სოფელ ხაიშიდან. ხონში, სოფელ დიდ კუხში ვიზრდებოდი. სწორედ ამ სოფელშია გადაღებული "იმერული ესკიზები". ის სკოლაც, რომელსაცფილმში ხედავთ, დიდი კუხის საჯარო სკოლაა. ერთ მშვენიერ დღეს ქართულის მასწავლებელმა სამასწავლებლოში გამიყვანა, სადაც ორი უცნობი მამაკაცი გველოდა და უთხრა, ვფიქრობ, ეს არის ის ბავშვი, თქვენ რომ გჭირდებათო.

წამიყვანეს გადასაღებ მოედანზე, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და სინჯებისთვის დამიწყეს მომზადება. შავგვრემანი კი ვიყავი, მაგრამ უფრო გამამუქეს და გადამპარსეს... სამოსის მორგებაზე რომ მიდგა საქმე, დედაჩემს სახლიდან პერანგი და შარვალი მოვატანინე, რომელიც ჩაცმამდე გულიანად დამიჭმუჭნეს, და ამან ისე გამაბრაზა, რომ გავხიე. ფილმში სწორედ ის დაჭმუჭნილ-დახეული ტანსაცმელი მაცვია. გადაღებამდე ამიხსნეს - უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ "უპატრონო" ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე. მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა, ის სიტყვა.

- იმ სიტყვის მნიშვნელობა იცოდით?- ვგრძნობდი, რომ არ იყო კარგი. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა "ჩინჩლავს" მეთქვა. ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი, რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა.

"იმერული ესკიზების" ჰონორარით ველოსიპედი "დესნა 2" მიყიდეს და ამით ძალიან გამახარეს. პრემიერის შემდეგ სოფელში ჩამოვიდა ქალბატონი ნანა და სხვა ფილმში გადაღება შემომთავაზა, ვერაფრით დამიყოლია. მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ გავიგე, შეუძლოდააო, დავურეკე, მოვიკითხე. სიხარულისგან ატირდა. "იმერულ ესკიზებს" ჩემი შვილები ყოველ ჯერზე თვალებგაბრწყინებული უყურებენ, მაგრამ ჩემთვის მისი გადაღების მომენტი მაინც არ ასოცირდება კარგ ემოციებთან. ცუდი ის იყო, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ, დღემდე რამდენჯერაც დამინახავენ, იმ სიტყვას გაიძახიან, ნახე, მოდისო. დიდი ხანია პატარა ბიჭი არა ვარ, მაგრამ მაინც ვბრაზდები.

- შემდეგში როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? - მე-8 კლასში რომ ვიყავი, ყაზახეთში გადავედით საცხოვრებლად... განაგრძეთ კითხვა