პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ
უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და მათი პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო­ებს უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ქე­თე­ვან ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე წელს და­ი­წყე­ბა.

ცოტ­ნი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მხო­ლოდ იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლი­რე­ბად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვა იგეგ­მე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო­ებ­ში და არა მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში. ავ­ტო­რი­ზა­ცია არის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბა და აკ­რე­დი­ტა­ცია - პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბა. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა და ისი­ნი ყვე­ლა სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო ვი­ზი­ტში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ექ­სპერ­ტე­ბი შე­ირ­ჩე­ვი­ან ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საბ­ჭო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით იმის მი­ხედ­ვით, რომ მათ აქვთ სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე ევ­რო­პის მას­შტა­ბით ექ­სპერტთა ჯგუ­ფე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ქვეყ­ნე­ბი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი არ არის. ექ­სპერ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან, გა­აჩ­ნია რა მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი. ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბით და სის­ტე­მით სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აქამ­დე არ მომ­ხდა­რა, ახლა შე­მო­დის თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შე­ბი თე­ბერ­ვლი­დან, გა­ნა­ცხა­დებს რა­საც მი­ვი­ღებთ, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ივ­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. ასე­ვე ვა­პი­რებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვას პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­შიც. ეს ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მებს, რო­გო­რი­ცაა: სა­მე­დი­ცი­ნო, სა­ზღვაო მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­მარ­თა­ლი, მას­წავ­ლებ­ლის გა­ნათ­ლე­ბა და ვე­ტე­რი­ნა­რია, ასე­ვე სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებს. ამ პროგ­რა­მებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით სჭირ­დე­ბა შე­მოწ­მე­ბა, რომ მი­ვი­ღოთ ისე­თი კად­რი, რო­მე­ლიც საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლა პროგ­რა­მას უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით არ ეხე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა. რიგ პროგ­რა­მებ­ზე, თუ ეს არ არის რე­გუ­ლი­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი, პრო­ცე­სი ისევ ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ჩა­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ცოტ­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო­ებს და­მა­ტე­ბით 15-15 წევ­რი და­ე­მა­ტე­ბა.

„ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო შედ­გე­ბა 17 წევ­რის­გან. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით, მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რე­ბი გვინ­და გავ­ხდეთ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს 15 წევ­რი და­ე­მა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ჯამ­ში 32 ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე შე­სუ­ლია კა­ნონ­ში. ასე მოხ­დე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შიც, საბ­ჭოს 17 წევ­რს კი­დევ 15 პირი და­ე­მა­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი წევ­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს, მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბის ფე­დე­რა­ცი­ას აქვს თა­ვი­სი სტან­დარ­ტე­ბი, სა­დაც ად­გენს რო­გო­რი შე­მად­გენ­ლო­ბით უნდა იყოს საბ­ჭო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი უნდა იყ­ვნენ სა­ჯა­რო სფე­რო­ში მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სფე­რო­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვი­ღაც კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის უნდა იყოს, ვი­ღაც აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ებს, ძი­რი­თა­დად წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არი­ან უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უნდა იყოს რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან, რე­გი­ო­ნე­ბი­დან და ასე­ვე, სტუ­დენ­ტე­ბი და დამ­საქ­მებ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს, რომ საბ­ჭო­ებ­ში მათი კონ­კუ­რენ­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ეს პრობ­ლე­მა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს. საბ­ჭო­ში კონ­კუ­რენ­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის ჩას­მა იწ­ვევს გარ­კვე­ულ ორაზ­როვ­ნე­ბას, თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას საბ­ჭო­ში და 17 ადა­მი­ა­ნი კო­ლექ­ტი­უ­რად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ასე­თი რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა ამით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას საბ­ჭოს დამ­სწრე­თა ¾ იღებს და არა ერთი ადა­მი­ა­ნი. ჯგუ­ფის დას­კვნა მი­დის შემ­დეგ საბ­ჭო­ებ­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად და სა­ბო­ლო­ოდ საბ­ჭო­ე­ბი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, დარ­ჩეს თუ არა ავ­ტო­რი­ზა­ცია უნი­ვერ­სი­ტეტს და აკ­რე­დი­ტა­ცია პროგ­რა­მას“, - აღ­ნიშ­ნა ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას 6 წლის ვა­დით იღებს. ახა­ლი პროგ­რა­მა აკ­რე­დი­ტა­ცი­ას 4 წლით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბი­თი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში 7 წლის ვა­დით ანი­ჭებს.

„ამ პე­რი­ოდ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც და პროგ­რა­მებ­შიც გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ვა­ტა­რებთ მო­ნი­ტო­რინ­გებს იმის­თვის, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ და­ვად­გი­ნოთ ისევ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არის თუ არა ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი და პროგ­რა­მე­ბი. რო­გორც იცით, ცოტა ხნის წინ გა­და­მოწ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მო­ნი­ტო­რინ­გე­ბი და, სამ­წუ­ხა­როდ, სამ ინ­სტი­ტუ­ცი­ას გა­უ­უქ­მდა ავ­ტო­რი­ზა­ცია, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტს უარი ეთ­ქვა პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე. გან­მარ­ტე­ბის­თვის, კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ GIPA-ს აკ­რე­დი­ტა­ცია არ გა­უქ­მე­ბია, მათ წარ­მო­ად­გი­ნეს ახა­ლი პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­თხოვ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის და­გეგ­მი­ლია 28 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ახა­ლი სტან­დარ­ტით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა, ხოლო მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად 10 ინ­სტი­ტუ­ცია შე­მოწ­მდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, ამ ეტაპ­ზე ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ

უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ

უნივერსიტეტების ავტორიზაციის და მათი პროგრამების აკრედიტაციის საბჭოებს უცხოელი ექსპერტები უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს უფროსმა ქეთევან ცოტნიაშვილმა განუცხადა. 

როგორც ცოტნიაშვილმა აღნიშნა, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება. 

ცოტნიაშვილის განმარტებით, უცხოელი ექსპერტები მხოლოდ იმ უნივერსიტეტების ავტორიზაციის და პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ჩაერთვებიან, რომლებიც რეგულირებად მიმართულებებზე მუშაობენ. 

„საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა იგეგმება ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებში და არა მონიტორინგის პროცესში. ავტორიზაცია არის ინსტიტუციური შეფასება და აკრედიტაცია - პროგრამების შეფასება. ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სავალდებულო იქნება და ისინი ყველა საავტორიზაციო ვიზიტში მიიღებენ მონაწილეობას. ექსპერტები შეირჩევიან ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოების რეკომენდაციით იმის მიხედვით, რომ მათ აქვთ სხვადასხვა დონეზე ევროპის მასშტაბით ექსპერტთა ჯგუფების თავმჯდომარეობის და ხელმძღვანელობის გამოცდილება. ქვეყნები დიფერენცირებული არ არის. ექსპერტები იქნებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, გააჩნია რა მიმართულება იქნება შესამოწმებელი. ახალი სტანდარტებით და სისტემით საავტორიზაციო პროცესის განხორციელება აქამდე არ მომხდარა, ახლა შემოდის თვითშეფასების ანგარიშები თებერვლიდან, განაცხადებს რასაც მივიღებთ, ყველა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გაივლის ავტორიზაციას. ასევე ვაპირებთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას პროგრამების აკრედიტაციის პროცესშიც. ეს ძირითადად შეეხება რეგულირებადი მიმართულების პროგრამებს, როგორიცაა: სამედიცინო, საზღვაო მიმართულება, სამართალი, მასწავლებლის განათლება და ვეტერინარია, ასევე სადოქტორო პროგრამებს. ამ პროგრამებს განსაკუთრებული სიფრთხილით სჭირდება შემოწმება, რომ მივიღოთ ისეთი კადრი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საზოგადოებას. როგორც აღვნიშნე, ყველა პროგრამას უცხოელი ექსპერტების ჩართულობით არ ეხება აკრედიტაციის და ავტორიზაციის გავლა. რიგ პროგრამებზე, თუ ეს არ არის რეგულირებადი მიმართულების და სადოქტორო პროგრამები, პროცესი ისევ ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარდება“, - განაცხადა ცოტნიაშვილმა. 

გარდა ამისა, ცოტნიაშვილის თქმით, ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოებს დამატებით 15-15 წევრი დაემატება. 

„ავტორიზაციის საბჭო შედგება 17 წევრისგან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო მიმართულებით, მსოფლიო სამედიცინო ორგანიზაციების ფედერაციის წევრები გვინდა გავხდეთ, ავტორიზაციის საბჭოს 15 წევრი დაემატება, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესში იქნებიან ჩართულები. ჯამში 32 ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ცვლილებები უკვე შესულია კანონში. ასე მოხდება აკრედიტაციის შემთხვევაშიც, საბჭოს 17 წევრს კიდევ 15 პირი დაემატება. რაც შეეხება ახალი წევრის შერჩევის პროცესს, მსოფლიო განათლების ფედერაციას აქვს თავისი სტანდარტები, სადაც ადგენს როგორი შემადგენლობით უნდა იყოს საბჭო წარმოდგენილი. გარკვეული პირები უნდა იყვნენ საჯარო სფეროში მარეგულირებელი სფეროდან წარმოდგენილი, ვიღაც კლინიკური გამოცდილების უნდა იყოს, ვიღაც აკადემიური მიმართულებით და ა.შ. 

რაც შეეხება ჩვეულებრივ აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოებს, ძირითადად წარმოდგენილები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, იმის გათვალისწინებით, რომ უნდა იყოს როგორც კერძო, ასევე საჯარო უმაღლესი დაწესებულებებიდან, რეგიონებიდან და ასევე, სტუდენტები და დამსაქმებლები.

რაც შეეხება უნივერსიტეტების პრეტენზიებს, რომ საბჭოებში მათი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლები არიან, ეს პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს. საბჭოში კონკურენტი უნივერსიტეტის წარმომადგენლის ჩასმა იწვევს გარკვეულ ორაზროვნებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას საბჭოში და 17 ადამიანი კოლექტიურად იღებს გადაწყვეტილებას, ასეთი რისკების შემცირება ამით არის შესაძლებელი. გადაწყვეტილებას საბჭოს დამსწრეთა ¾ იღებს და არა ერთი ადამიანი. ჯგუფის დასკვნა მიდის შემდეგ საბჭოებზე განსახილველად და საბოლოოდ საბჭოები იღებენ გადაწყვეტილებას, დარჩეს თუ არა ავტორიზაცია უნივერსიტეტს და აკრედიტაცია პროგრამას“, - აღნიშნა ცოტნიაშვილმა და დასძინა, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციას 6 წლის ვადით იღებს. ახალი პროგრამა აკრედიტაციას 4 წლით, ხოლო განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევაში 7 წლის ვადით ანიჭებს. 

„ამ პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ ინსტიტუციაშიც და პროგრამებშიც გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, ვატარებთ მონიტორინგებს იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ დავადგინოთ ისევ შესაბამისობაში არის თუ არა ინსტიტუციები და პროგრამები. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ გადამოწმების საფუძველზე განხორციელდა მონიტორინგები და, სამწუხაროდ, სამ ინსტიტუციას გაუუქმდა ავტორიზაცია, ასევე, რამდენიმე უნივერსიტეტს უარი ეთქვა პროგრამის აკრედიტაციაზე. განმარტებისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ GIPA-ს აკრედიტაცია არ გაუქმებია, მათ წარმოადგინეს ახალი პროგრამა, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები“, - განაცხადა ცოტნიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილია 28 უმაღლესი სასწავლებლის ახალი სტანდარტით ავტორიზაციის გავლა, ხოლო მონიტორინგის შედეგად 10 ინსტიტუცია შემოწმდება. რაც შეეხება აკრედიტაციას, ამ ეტაპზე ბევრ უნივერსიტეტში სხვადასხვა პროგრამაზე მიმდინარეობს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი