პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოკლა "დათო პანკისკი" - თურქეთის პოლიციამ ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა გახსნა
ვინ მოკლა "დათო პანკისკი" - თურქეთის პოლიციამ ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა გახსნა

თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ და­ვით ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის („დათო პან­კის­კი“) მკვლე­ლო­ბა გახ­სნა. მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2017 წლის 22 დე­კემ­ბერს მოხ­და, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ზა­ქა­რია კა­ლა­შო­ვის („შაქ­რო მა­ლა­დოი“) ბრძა­ნე­ბით „კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ ან­დრა­ნიკ სო­ღო­ი­ან­მა („ზაპ ლე­ნი­ნა­კანსკი“) მო­ა­წყო.

რო­გორც რუ­სულ გა­მო­ცე­მა Life-ს რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში სა­კუ­თარ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, თურ­ქე­თის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი მოკ­ლა ქი­ლერ­მა, რო­მე­ლიც კა­ლა­შო­ვის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რმა სო­ღო­ი­ან­მა თურ­ქეთ­ში რუ­სე­თი­დან ჩა­იყ­ვა­ნა.

„კა­ლა­შოვ­მა სთხო­ვა სო­ღო­ი­ანს რამ­დე­ნი­მე ქი­ლერ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში ჩა­სუ­ლი­ყო. სო­ღო­ი­ა­ნი ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის კვალ­ზე გა­ვი­და და ქი­ლე­რებს მისი მკვლე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბა მის­ცა. 2017 წლის 22 დე­კემ­ბერს სო­ღო­ი­ან­მა ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და­ი­ნა­ხა და ქუ­ჩა­ში გა­მო­საყ­ვა­ნად მას ტე­ლე­ფო­ნით და­უ­რე­კა და შეხ­ვედ­რა სთხო­ვა. რო­დე­საც ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­ვი­და და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რი გა­ი­ა­რა, გა­ის­მა გას­რო­ლის ხმა. უც­ნობ­მა პირ­მა ალ­ხა­ნაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე­ჯერ ეს­რო­ლა და მი­ი­მა­ლა“, - აცხა­დებს Life-ის წყა­რო.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შემ­დეგ სო­ღო­ი­ან­მა და მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მა თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ მოკლა "დათო პანკისკი" - თურქეთის პოლიციამ ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა გახსნა

ვინ მოკლა "დათო პანკისკი" - თურქეთის პოლიციამ ქართველი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა გახსნა

თურქეთის პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდის“ დავით ალხანაშვილის („დათო პანკისკი“) მკვლელობა გახსნა. მკვლელობა, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა, „კანონიერი ქურდის“ ზაქარია კალაშოვის („შაქრო მალადოი“) ბრძანებით „კანონიერმა ქურდმა“ ანდრანიკ სოღოიანმა („ზაპ ლენინაკანსკი“) მოაწყო. 

როგორც რუსულ გამოცემა Life-ს რუსეთის სპეცსამსახურებში საკუთარმა წყარომ განუცხადა, თურქეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ალხანაშვილი მოკლა ქილერმა, რომელიც კალაშოვის ახლო გარემოცვის წევრმა სოღოიანმა თურქეთში რუსეთიდან ჩაიყვანა.

„კალაშოვმა სთხოვა სოღოიანს რამდენიმე ქილერთან ერთად სტამბოლში ჩასულიყო. სოღოიანი ალხანაშვილის კვალზე გავიდა და ქილერებს მისი მკვლელობის ბრძანება მისცა. 2017 წლის 22 დეკემბერს სოღოიანმა ალხანაშვილი სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში დაინახა და ქუჩაში გამოსაყვანად მას ტელეფონით დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. როდესაც ალხანაშვილი რესტორნიდან გამოვიდა და რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა, გაისმა გასროლის ხმა. უცნობმა პირმა ალხანაშვილს რამდენიმეჯერ ესროლა და მიიმალა“, - აცხადებს Life-ის წყარო.

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ სოღოიანმა და მისმა ხელქვეითებმა თურქეთის ტერიტორია დატოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ