პარტნიორები:

    თბილისის მერიის 4 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთა წინააღმდეგ სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

    თბილისის მერიის 4 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთა წინააღმდეგ სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

    თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ბრალდებული კიდევ 5 პირიდან სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს შეუფარდა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბანაძე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში იქნა დამნაშავედ ცნობილი და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საბანაძეს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა, ვინაიდან ის მიმალვაში იმყოფება.

    რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, მოსამართლემ ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე საქმეზე უდანაშაულოდ ცნო, დანარჩენ ბრალდებულებს კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა. კერძოდ, მოსამართლემ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყველა ბრალდებულს 1 წლითა და 2 თვით პირობითი მსჯავრი დაედო.

    შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება.

    უგულავას ბრალად ედებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

    თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

    ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

    წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო