პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენს ბიოგრაფიაშია რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა" - ირაკლი კაკაბაძე ანა დოლიძის შესახებ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს
"შენს ბიოგრაფიაშია რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა" - ირაკლი კაკაბაძე ანა დოლიძის შესახებ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მწერ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი, ანა დო­ლი­ძე რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"მიშა, შენს სა­ხეს სი­მარ­თლის წი­ნა­შე რო­გორ აჩენ, კარ­გად ჩანს. ანა დო­ლი­ძე 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ფრონ­ტის ხაზ­ზე იყო იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, რო­მელ­მაც 150 საქ­მე მო­უ­გო რუ­სეთს. აი, იმ ნა­გა­ვი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­ვით რომ ცი­ლის­წა­მე­ბას არ ერი­დე­ბი და ჭო­რა­ო­ბას, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ შენ უკ­რა­ი­ნის კი არა ნა­უ­რუს პრე­ზი­დენ­ტო­ბაც არ შე­გე­ფე­რე­ბა. და შენ იგი­ვე 2008 წელს ჯერ გორ­ში მან­ქა­ნის ქვეშ შეძ­ვე­რი ში­შის­გან, და მერე პუ­ტინს პირ­და­პი­რი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ით ჩა­ა­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მე­ხუ­თე­დი და კო­დო­რის ხე­ო­ბა. შენს ბი­ოგ­რა­ფი­ა­შია სწო­რედ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლა და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რა­ლი ბიძა. ანა დო­ლი­ძე ჯერ ჰო­ლან­დი­ა­ში სწავ­ლობ­და, მერე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც არის. შე მარ­თლა ლი­ლი­პუ­ტო კაცო, ქა­ლებს რომ ასე ლაჩ­რუ­ლად პა­სუ­ხობ, მანდ არის შენი ნამ­დვი­ლი მში­შა­რა ბუ­ნე­ბა. იმი­ტომ არის, რომ ვერ გი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ შენ­ზე - ან­წუ­ხე­ლი­ძეს რომ კლავ­დნენ და აწა­მებ­დნენ, ლა­ჩა­რი­ვით დარ­ბო­დი მან­ქა­ნე­ბის ქვეშ. და ახლა სრუ­ლე­ბით არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხარ ყვე­ლა­ფერ სი­კე­თეს­თან ერ­თად. და შენი შექ­მნი­ლია ეს სა­ში­ნე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. ნიკა გვა­რა­მია ათას­ჯერ უფრო ჭკვი­ა­ნიც არის შენ­ზე და ათას­ჯერ ეთი­კუ­რიც. კაცს, შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა რომ არ შე­უძ­ლია, ნუ­ლია მისი ფასი. ფუი შე მარ­თლა არა­კა­ცო", - წერს ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა:

"არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილ­მა გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მსგავ­სად უარი თქვა ოკუ­პან­ტე­ბის­თვის ქე­დის მოდ­რე­კა­ზე. ვი­საც მის წა­მე­ბით მკვლე­ლო­ბა­ზე უნდა ეპა­სუ­ხა, ივა­ნიშ­ვილ­მა ცი­ხე­ში ჩას­ვა (რომა შა­მა­თა­ვა და სხვე­ბი). თან თბი­ლის­ში ზის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც გა­დას­ცა რუ­სეთს ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის სი­ე­ბი და მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი წუ­ლუ­კი­ა­ნი ლო­ბი­რებს ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბის გამ­ტყუ­ნე­ბას, ხოლო პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ანა დო­ლი­ძე პირ­და­პირ რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამ სა­კი­თხში. ესაა უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბი და ამი­ტომ, სა­ნამ ქვე­ყა­ნას ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს, ახალ დიდ უბე­დუ­რე­ბებს უნდა ვე­ლო­დოთ.

ჩემი გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცის არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ოჯახს", - და­წე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შენს ბიოგრაფიაშია რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა" - ირაკლი კაკაბაძე ანა დოლიძის შესახებ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

"შენს ბიოგრაფიაშია რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა" - ირაკლი კაკაბაძე ანა დოლიძის შესახებ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

მწერალი და უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ექს-პრეზიდენტმა მწერლის ყოფილი მეუღლე, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

"მიშა, შენს სახეს სიმართლის წინაშე როგორ აჩენ, კარგად ჩანს. ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე იყო იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც 150 საქმე მოუგო რუსეთს. აი, იმ ნაგავი მოსამართლეებივით რომ ცილისწამებას არ ერიდები და ჭორაობას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ უკრაინის კი არა ნაურუს პრეზიდენტობაც არ შეგეფერება. და შენ იგივე 2008 წელს ჯერ გორში მანქანის ქვეშ შეძვერი შიშისგან, და მერე პუტინს პირდაპირი კაპიტულაციით ჩააბარე საქართველოს ერთი მეხუთედი და კოდორის ხეობა. შენს ბიოგრაფიაშია სწორედ რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა. ანა დოლიძე ჯერ ჰოლანდიაში სწავლობდა, მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ ქვეყნის მოქალაქეც არის. შე მართლა ლილიპუტო კაცო, ქალებს რომ ასე ლაჩრულად პასუხობ, მანდ არის შენი ნამდვილი მშიშარა ბუნება. იმიტომ არის, რომ ვერ გიტანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ძალიან ვწუხვარ შენზე - ანწუხელიძეს რომ კლავდნენ და აწამებდნენ, ლაჩარივით დარბოდი მანქანების ქვეშ. და ახლა სრულებით არააქტუალური ხარ ყველაფერ სიკეთესთან ერთად. და შენი შექმნილია ეს საშინელი სასამართლო სისტემა. ნიკა გვარამია ათასჯერ უფრო ჭკვიანიც არის შენზე და ათასჯერ ეთიკურიც. კაცს, შეცდომის აღიარება რომ არ შეუძლია, ნულია მისი ფასი. ფუი შე მართლა არაკაცო", - წერს ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა: 

"არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ.

ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს