სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალები დაკვეთით?! - "ზოგიერთი ბიზნესმენის ხელში მედია მძლავრი კოზირია"
სკანდალები დაკვეთით?! - "ზოგიერთი ბიზნესმენის ხელში მედია მძლავრი კოზირია"

ბოლო პე­რი­ოდ­ში ორმა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­ზე ზე­წო­ლას ცდი­ლობს. ჯერ "ტვ პირ­ველ­მა" და შემ­დეგ "იბე­რი­ამ". ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს იმით ჰგავს, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ით­ქვა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრობ­ლე­მებს უქ­მნი­და იმ ბიზ­ნე­სებს, სა­ი­და­ნაც ეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი ფი­ნანსდე­ბოდ­ნენ.

„ტვ პირ­ვე­ლის“ შემ­თხვე­ვა­ში სკან­და­ლი ბო­ლომ­დე არ შედ­გა - ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მფლო­ბელს ბრი­ფინგზე უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ზე­წო­ლის მომ­ხდე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­ე­სა­ჯა­რო­ე­ბი­ნა. თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტში „პირ­ვე­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თქვეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და და ტე­ლე­ვი­ზია ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. „იბე­რი­ას“ შემ­თხვე­ვა­ში კი სკან­დალ­მა მძაფრ სი­მაღ­ლე­ებს ვერ მი­აღ­წია - კერ­ძოდ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ეჭვი შე­ე­პა­რათ არ­გუ­მენ­ტში, რომ "ომე­გა ჯგუ­ფის“ (ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი) მიერ ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან წა­გე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო დავა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე ზე­წო­ლას­თან. ამ ორი­ვე ამ­ბავ­მა კი­დევ ერთი კი­თხვა დას­ვა - რამ­დე­ნად გამჭვირ­ვა­ლეა დღეს მე­დი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, რე­ა­ლუ­რად ვინ აფი­ნან­სებს მე­დი­ას და ვინ უკ­ვე­თავს მას „მუ­სი­კას“.

ლაშა ტუ­ღუ­ში, "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

- ზო­გა­დად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მხრივ ქვე­ყა­ნა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბია დად­გე­ნი­ლი, რო­მელ­საც „მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ უზ­რუნ­ველ­ყოფს. თუმ­ცა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ჩნდე­ბა გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ. ბიზ­ნესს, მე­დი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლია, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა სა­კუ­თა­რი თავი სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბით და­ა­ფი­ნან­სონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­დია აღარ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი დამ­ფი­ნან­სე­ბელ ბიზ­ნეს­მენ­ზე და ირი­ბად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეც. რო­დე­საც ბიზ­ნეს­მე­ნი თუ გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ფლობს და სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან აფი­ნან­სებს, მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზი­ას, რა თქმა უნდა, ტე­ლე­კომ­პა­ნია და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­მო­კი­დე­ბულ­ნი არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე.

და­სავ­ლეთ­ში მე­დია ბიზ­ნე­სია, შე­მო­სავ­ლის წყა­როა, მაგ­რამ რო­დე­საც ბიზ­ნეს­მე­ნი იწყებს ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ტერნ­სი­ურ და­ფი­ნან­სე­ბას, ეს უკვე ნი­შა­ნია, რომ რა­ღაც არ არის წეს­რიგ­ში, ვი­ღაც ფულს იმის­თვის დებს მე­დი­ა­ში, რომ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი მო­ახ­ვი­ოს თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი მო­დე­ლია... ზო­გა­დად, გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე შე­საძ­ლოა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს მე­სა­კუთ­რის სხვა ფი­ნან­სუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან, თუმ­ცა რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზია თუ სხვა ტი­პის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა უკვე იხ­ვეჭს რე­ი­ტინგს და მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბას, შე­უძ­ლია და­ფი­ნანსდეს სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რი­დან, მაგ­რამ ბიზ­ნეს­მე­ნი მა­ინც აგ­რძე­ლებს სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან მის და­ფი­ნან­სე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს მის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­თან. შე­საძ­ლოა ის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ლო­ბი­რებს ბიზ­ნესს ან პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, ან უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ არ­სე­ბო­ბენ იდე­ა­ლის­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მოს­წონთ მე­დი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, რაც, რა თქმა უნდა, ბიზ­ნე­სის წე­სე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა - ბიზ­ნე­სი არას­დროს ხარ­ჯავს ფულს ჰა­ერ­ში.

- თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, „ტვ პირ­ვე­ლი­სა“ და „იბე­რი­ას“ საქ­მე­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­წო­ლას­თან გვაქვს საქ­მე თუ კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას­თან?

- კონ­კრე­ტუ­ლად ამ ორ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია მეს­მის, თუმ­ცა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რო­დე­საც ვი­გებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მომaდგენ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვას. რო­გორც გა­ირ­კვა, „ტვ პირ­ვე­ლის“ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რა, გაჩ­ნდა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, თუმ­ცა პი­რა­დად ჩემ­თვის, ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მა, რა მოხ­და, რთუ­ლია. ფაქ­ტია, რომ დღეს მე­დია მო­წყვლა­დია და ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ გავ­ხა­დოთ ის უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, პლუ­რა­ლის­ტუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი, ამას კი, პირ­ველ რიგ­ში, ღია დის­კუ­სია უწყობს ხელს.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ექ­სპერ­ტი:

- კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­გან მე­დი­ის დაც­ვა ყო­ველ­თვის რთუ­ლია და ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს არ ეხე­ბა. თუ კერ­ძო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის დო­ტა­ცი­ა­ზეა, შე­საძ­ლოა, ის თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან, თუმ­ცა ვერ იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მფლო­ბე­ლის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის­გან. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის „იბე­რი­ას" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, „ომე­გას“ შე­ვიწ­რო­ე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე აი­სა­ხე­ბაო, მიხ­ვდნენ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად კი არა, კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის დამ­ცვე­ლე­ბად გვევ­ლი­ნე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტექ­სტი შეც­ვა­ლეს და გა­ნა­ცხა­დეს, „ომე­გა ჯგუ­ფი“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­რეკ­ლა­მო პარტნი­ო­რია ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის და სწო­რედ ამ მი­ზე­ზით უქ­მნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად რთულ ბიზ­ნეს­პი­რო­ბებ­სო.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მხო­ლოდ შენ­თან მო­ი­ტანს რეკ­ლა­მას „ომე­გა ჯგუ­ფი“ და ამ ფორ­მით და­გა­ფი­ნან­სებს, თუ კონ­კრე­ტუ­ლად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის ან­გა­რი­შე­ბი­დან გად­მო­გი­რი­ცხავს თან­ხას? თუ რეკ­ლა­მა მხო­ლოდ შენ­თან მო­აქვს, ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ხარ­ჯავს კონ­კრე­ტუ­ლად ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ფულს.

- ანუ, რე­ა­ლუ­რად, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ დამ­ცავ ფარს იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე სხვა ბიზ­ნეს­ში უპი­რა­ტე­სი პი­რო­ბე­ბის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს?

- ეს უკვე ბევ­რჯერ გა­მოც­დი­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დია - ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის დროს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის უკა­ნაც კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი დგას, სა­უ­ბარს იწყებს პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლა­ზე. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში მე­დია მძლავ­რი კო­ზი­რია, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია დაკ­ვე­თი­ლი სკან­და­ლე­ბის აგო­რე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის კონ­ტრო­ლი ად­ვი­ლია, ეკ­რან­ზე ყვე­ლა­ფე­რი ჩანს და მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლია ამო­ი­კი­თხო, ვინ ახ­დენს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე გავ­ლე­ნას, ან ვინ იბ­რძვის გმი­რუ­ლად და ზე­წო­ლას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თი იყო „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მეც, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფოს ვალი და­უგ­როვ­და და გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, სა­კი­თხი პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ზო­გა­დად, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ფულს ტყუ­ი­ლად არა­სო­დეს იხ­დი­ან, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ფი­ნან­სე­ბით ან ფლო­ბით, მათ­თვის სა­სურ­ველ დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ.

- შე­გიძ­ლი­ათ კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თის და­სა­ხე­ლე­ბა?

- კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფერს ვი­ტყვი, მაგ­რამ დავ­სვათ კი­თხვა - რა მოხ­და „ტვ პირ­ველ­ში“? ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მათ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით შეხ­ვდნენ დიპ­ლო­მა­ტებ­სა და არა­სა­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­ა­ნონსდა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მფლო­ბელს სა­ჯა­როდ უნდა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ზე­წო­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში ორი პარტნი­ო­რი შე­თან­ხმდა წი­ლებ­ზე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­წო­ლაც გაქ­რა?!

სამ­წუ­ხა­როდ, ეს კი­დევ ერთხელ მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამა თუ იმ გზე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბის ფონ­ზე ვცხოვ­რობთ. მე­სა­კუთ­რეს შე­უძ­ლია, თა­ვი­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი აცეკ­ვოს ისე, რო­გორც ეს მის მუ­სი­კას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რად­გან ის იხ­დის ფულს. მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა შეძ­ლოს და და­ი­ნა­ხოს ობი­ექ­ტუ­რი სუ­რა­თი, რაც ეკ­რა­ნი­დან ყო­ველ­თვის კარ­გად ჩანს.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სკანდალები დაკვეთით?! - "ზოგიერთი ბიზნესმენის ხელში მედია მძლავრი კოზირია"

სკანდალები დაკვეთით?! - "ზოგიერთი ბიზნესმენის ხელში მედია მძლავრი კოზირია"

ბოლო პერიოდში ორმა ტელეკომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ცდილობს. ჯერ "ტვ პირველმა" და შემდეგ "იბერიამ". ეს განცხადებები ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ ორივე შემთხვევაში ითქვა - ხელისუფლება პრობლემებს უქმნიდა იმ ბიზნესებს, საიდანაც ეს ტელეკომპანიები ფინანსდებოდნენ.

„ტვ პირველის“ შემთხვევაში სკანდალი ბოლომდე არ შედგა - ტელეკომპანიის მფლობელს ბრიფინგზე უნდა დაესახელებინა ზეწოლის მომხდენი კონკრეტული პირები და მტკიცებულებებიც გაესაჯაროებინა. თუმცა ბოლო მომენტში „პირველის“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ყველაფერი მოგვარდა და ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „იბერიას“ შემთხვევაში კი სკანდალმა მძაფრ სიმაღლეებს ვერ მიაღწია - კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეჭვი შეეპარათ არგუმენტში, რომ "ომეგა ჯგუფის“ (ტელევიზიის დამფინანსებელი) მიერ ბიზნესპარტნიორთან წაგებული სასამართლო დავა დაკავშირებული იყოს ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან. ამ ორივე ამბავმა კიდევ ერთი კითხვა დასვა - რამდენად გამჭვირვალეა დღეს მედიის დაფინანსება, რეალურად ვინ აფინანსებს მედიას და ვინ უკვეთავს მას „მუსიკას“.

ლაშა ტუღუში, "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი:

- ზოგადად, კანონმდებლობის მხრივ ქვეყანაში ტელევიზიების დაფინანსების გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებია დადგენილი, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ უზრუნველყოფს. თუმცა, კანონმდებლობის მიუხედავად, მაინც ჩნდება გარკვეული კითხვები მედიასაშუალებების მიმართ. ბიზნესს, მედიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საუკეთესო მოდელია, რომ მედიასაშუალებებმა საკუთარი თავი სარეკლამო შემოსავლებით დააფინანსონ. ამ შემთხვევაში მედია აღარ იქნება დამოკიდებული დამფინანსებელ ბიზნესმენზე და ირიბად ხელისუფლებაზეც. როდესაც ბიზნესმენი თუ გარკვეული ჯგუფი მედიასაშუალებას ფლობს და საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს, მაგალითად, ტელევიზიას, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია და მისი თანამშრომლები დამოკიდებულნი არიან ბიზნესმენის ინტერესებზე.

დასავლეთში მედია ბიზნესია, შემოსავლის წყაროა, მაგრამ როდესაც ბიზნესმენი იწყებს ტელევიზიის ინტერნსიურ დაფინანსებას, ეს უკვე ნიშანია, რომ რაღაც არ არის წესრიგში, ვიღაც ფულს იმისთვის დებს მედიაში, რომ საკუთარი ინტერესები მოახვიოს თავს საზოგადოებას. ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი მოდელია... ზოგადად, გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, მედიასაშუალების დაფინანსება გამართლებული იყოს მესაკუთრის სხვა ფინანსური წყაროებიდან, თუმცა როდესაც ტელევიზია თუ სხვა ტიპის მედიასაშუალება უკვე იხვეჭს რეიტინგს და მაყურებლის ნდობას, შეუძლია დაფინანსდეს სარეკლამო ბაზრიდან, მაგრამ ბიზნესმენი მაინც აგრძელებს საკუთარი ჯიბიდან მის დაფინანსებას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მის პირად ინტერესებთან. შესაძლოა ის მედიასაშუალების გამოყენებით ლობირებს ბიზნესს ან პოლიტიკური ინტერესები აქვს, ან უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობენ იდეალისტი ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მედიის დაფინანსება, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესის წესებისგან რადიკალურად განსხვავდება - ბიზნესი არასდროს ხარჯავს ფულს ჰაერში.

- თქვენი შეფასებით, „ტვ პირველისა“ და „იბერიას“ საქმეში ხელისუფლების ზეწოლასთან გვაქვს საქმე თუ კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთან?

- კონკრეტულად ამ ორ ტელევიზიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მესმის, თუმცა შემაშფოთებელია, როდესაც ვიგებთ, რომ ხელისუფლების წარმომaდგენლები ცდილობდნენ მედიის საქმიანობაში ჩარევას. როგორც გაირკვა, „ტვ პირველის“ შემთხვევაში პრობლემა გადაიჭრა, გაჩნდა განსხვავებული ვერსიები, თუმცა პირადად ჩემთვის, ზუსტი დიაგნოზის დასმა, რა მოხდა, რთულია. ფაქტია, რომ დღეს მედია მოწყვლადია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ის უფრო დემოკრატიული, პლურალისტული და თავისუფალი, ამას კი, პირველ რიგში, ღია დისკუსია უწყობს ხელს.

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი:

- კომერციული ინტერესებისგან მედიის დაცვა ყოველთვის რთულია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. თუ კერძო მედიასაშუალება ერთი კონკრეტული ბიზნესის დოტაციაზეა, შესაძლოა, ის თავისუფალი იყოს სახელმწიფოსგან, თუმცა ვერ იქნება დამოუკიდებელი მფლობელის ბიზნესინტერესებისგან. მაგალითად, როდესაც ტელეკომპანიის „იბერიას" თანამშრომლებმა პირველად გაავრცელეს განცხადება, „ომეგას“ შევიწროება ჟურნალისტებზე აისახებაო, მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და მედიის წარმომადგენლებად კი არა, კონკრეტული ბიზნესის დამცველებად გვევლინებოდნენ, ამიტომ მოგვიანებით ტექსტი შეცვალეს და განაცხადეს, „ომეგა ჯგუფი“ ერთ-ერთი მთავარი სარეკლამო პარტნიორია ჩვენი ტელეკომპანიისთვის და სწორედ ამ მიზეზით უქმნის ხელისუფლება ხელოვნურად რთულ ბიზნესპირობებსო.

რა მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ შენთან მოიტანს რეკლამას „ომეგა ჯგუფი“ და ამ ფორმით დაგაფინანსებს, თუ კონკრეტულად საკუთარი ბიზნესის ანგარიშებიდან გადმოგირიცხავს თანხას? თუ რეკლამა მხოლოდ შენთან მოაქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავს კონკრეტულად ამ ტელევიზიაში ფულს.

- ანუ, რეალურად, მედიასაშუალება ზოგიერთი ბიზნესმენისთვის წარმოადგენს ერთგვარ დამცავ ფარს იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე სხვა ბიზნესში უპირატესი პირობების მოთხოვნის მიზნით ზეწოლა მოახდინოს?

- ეს უკვე ბევრჯერ გამოცდილი და გამოყენებული მეთოდია - ფინანსური პრობლემების დროს მედიასაშუალება, რომლის უკანაც კონკრეტული ბიზნესმენი დგას, საუბარს იწყებს პოლიტიკურ ზეწოლაზე. ასეთი ადამიანების ხელში მედია მძლავრი კოზირია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია დაკვეთილი სკანდალების აგორება. პოლიტიკური ზეწოლის კონტროლი ადვილია, ეკრანზე ყველაფერი ჩანს და მარტივად შეგიძლია ამოიკითხო, ვინ ახდენს ტელევიზიაზე გავლენას, ან ვინ იბრძვის გმირულად და ზეწოლას არ ექვემდებარება.

მედიასაშუალების კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენების მაგალითი იყო „რუსთავი 2“-ის საქმეც, რომელსაც სახელმწიფოს ვალი დაუგროვდა და გადასახადისგან თავის არიდების მიზნით, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. ზოგადად, ბიზნესმენები ფულს ტყუილად არასოდეს იხდიან, ისინი ფიქრობენ, რომ რომელიმე ტელევიზიის დაფინანსებით ან ფლობით, მათთვის სასურველ დროს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას მოახდენენ.

- შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითის დასახელება?

- კონკრეტულად არაფერს ვიტყვი, მაგრამ დავსვათ კითხვა - რა მოხდა „ტვ პირველში“? ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები მათზე ზეწოლას ახდენდნენ, დახმარების თხოვნით შეხვდნენ დიპლომატებსა და არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაანონსდა, რომ ტელეკომპანიის მფლობელს საჯაროდ უნდა გამოექვეყნებინა ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თუმცა როგორც გაირკვა, გადამწყვეტ მომენტში ორი პარტნიორი შეთანხმდა წილებზე და ხელისუფლების ზეწოლაც გაქრა?!

სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ამა თუ იმ გზებით კონკრეტული ინტერესების გატარების ფონზე ვცხოვრობთ. მესაკუთრეს შეუძლია, თავისი თანამშრომელი აცეკვოს ისე, როგორც ეს მის მუსიკას შეესაბამება, რადგან ის იხდის ფულს. მთავარია, მაყურებელმა შეძლოს და დაინახოს ობიექტური სურათი, რაც ეკრანიდან ყოველთვის კარგად ჩანს.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ