როგორ იღებდნენ ევროპის ვიზებს კიმ ჩენ ინი და მისი მამა - მედია სკანდალურ ფოტოასლებს ავრცელებს

როგორ იღებდნენ ევროპის ვიზებს კიმ ჩენ ინი და მისი მამა - მედია სკანდალურ ფოტოასლებს ავრცელებს

მედიასაშუალებები  კიმ ჩენ ინის და მისი მამის, გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის ყალბი ბრაზილიური პასპორტის ფოტოებს ავრცელებენ. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ამ დოკუმენტებით ჩრდილოკორეელი ლიდერები 1990-იან წლებში ევროპის ვიზებს იღებდნენ.

 ბრაზილიური პასპორტების ფოტოასლები ინტერნეტში პირველად გავრცელდა.

ერთ-ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ცხადია, რომ დიქტატორის ოჯახს გამგზავრების სურვილი ჰქონდა და შესაძლოა, გასაქცევად გზასაც ამზადებდნენ.

ბრაზილიაში მდებარე ჩრდილოეთ კორეის საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქმეს იძიებენ.

ასევე, ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების ოთხმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინი და კიმ ჩენ ირი ყალბი პასპორტებით, ჯოზეფ ფვაგისა და იჯონგ ჩოის სახელით ევროპაში სულ მცირე 2 ქვეყანას სტუმრობდნენ. მათ დოკუმენტებით იმოგზაურეს ბრაზილიაში, იაპონიასა და ჰონგ კონგშიც.

 

 

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე