პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთში უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვას ერთი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვას ერთი მოქალაქე დააკავეს

უკ­რა­ი­ნის შვი­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი და მოლ­დო­ვის ერთი მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნელ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე ქა­ლაქ ზგეჟ­ში 23 თე­ბერ­ვალს ღა­მით მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის გამო და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ newsone.ua მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა "tvn24"-ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

ინ­ცი­დენ­ტის დროს, ხუთი უცხო­ე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად, ფე­ხებ­ში და­იჭ­რა, ხოლო პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის გამო, რვა მათ­განს 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ორმა პო­ლი­ცი­ელ­მა მა­მა­კა­ცე­ბი შე­ამ­ჩნი­ეს, რომ­ლე­ბიც ალ­კოჰოლს იღებ­დნენ და აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ სა­ბუ­თე­ბის წარ­მოდ­გე­ნა მოს­თხო­ვეს, რის შემ­დე­გაც, აღ­ნიშ­ნულ პირ­თა ჯგუ­ფი ერთ-ერთ მათ­განს თავს და­ეს­ხა, წა­აქ­ცია და ცემა და­უ­წყო. მე­ო­რე პო­ლი­ცი­ელ­მა ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც თავ­დამ­სხმე­ლე­ბი დრო­ე­ბით გა­ჩერ­დნენ. შემ­დეგ კი, მათ პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ ქვე­ბის სრო­ლა და­ი­წყეს და წაქ­ცე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ცემა გა­ნაგ­რძეს. შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მათ­თვის ფე­ხებ­ში ეს­რო­ლა, რის გა­მოც ხუთი მათ­გა­ნი და­იჭ­რა.

მომ­ხდა­რის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე პირი და­კა­ვე­ბუ­ლია - სულ 13 ადა­მი­ა­ნი. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცე­ბის ასა­კი 25-დან 40 წლამ­დეა. ისი­ნი იმ დრო­ის­თვის უკვე ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ.რვა მათ­განს სა­მარ­თალ­დამ­ცველ­ზე თავ­დას­ხმის­თვის ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა და 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ. მათ­გან შვი­დი და­კა­ვე­ბუ­ლია, ერთი კი პო­ლი­ცი­ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

არც ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

sponsored by ContentRoom

პოლონეთში უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვას ერთი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვას ერთი მოქალაქე დააკავეს

უკრაინის შვიდი, საქართველოს ხუთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე პოლონელ პოლიციელებზე ქალაქ ზგეჟში 23 თებერვალს ღამით მომხდარი თავდასხმის გამო დააკავეს. ამის შესახებ newsone.ua მედიასაშუალება "tvn24"-ზე დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტის დროს, ხუთი უცხოელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ფეხებში დაიჭრა, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმის გამო, რვა მათგანს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობილი გახდა, რომ ორმა პოლიციელმა მამაკაცები შეამჩნიეს, რომლებიც ალკოჰოლს იღებდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ. სამართალდამცველებმა მათ საბუთების წარმოდგენა მოსთხოვეს, რის შემდეგაც, აღნიშნულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა, წააქცია და ცემა დაუწყო. მეორე პოლიციელმა ჰაერში გაისროლა, რის შედეგადაც თავდამსხმელები დროებით გაჩერდნენ. შემდეგ კი, მათ პოლიციელის მიმართ ქვების სროლა დაიწყეს და წაქცეული პოლიციელის ცემა განაგრძეს. შედეგად, პოლიციელი იძულებული გახდა, მათთვის ფეხებში ესროლა, რის გამოც ხუთი მათგანი დაიჭრა.

მომხდარის ყველა მონაწილე პირი დაკავებულია - სულ 13 ადამიანი. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცების ასაკი 25-დან 40 წლამდეა. ისინი იმ დროისთვის უკვე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლონეთში სამუშაოდ.რვა მათგანს სამართალდამცველზე თავდასხმისთვის ბრალი უკვე წარედგინა და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათგან შვიდი დაკავებულია, ერთი კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე