პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულზე პრობლემები ჰქონდა, ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო" - ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს
"გულზე პრობლემები ჰქონდა, ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო" - ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს

ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი ნელი აგირ­ბას ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: გან­შო­რე­ბა, ტკი­ვი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ოც­ნე­ბე­ბის მსხვრე­ვა და მერე - ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ახა­ლი იმე­დე­ბი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ შიში ახ­ლდა - და­კარ­გვის შიში, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლო­ბად იქცა.

- შენ და ილო ბე­როშ­ვი­ლი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, გა­მო­ნაკ­ლი­სი ხართ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა შე­ძე­ლით...

- ილო ჩემ­თვის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და მგო­ნი, ისიც ასე ფიქ­რობს. ერ­თმა­ნე­თის­თვის გულ­წრფე­ლად ახ­ლო­ბე­ლი და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. თა­ვი­დან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ყვე­ლა­ფერს ბავ­შვე­ბის­თვის ვცდი­ლობ­დით. მაგ­რამ მერე, დროს­თან ერ­თად, და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­დის.

- რაც შე­ე­ხე­ბა გა­თხო­ვე­ბას, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს ამ­ბა­ვი.

- ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უცებ მოხ­და. ერ­თმა­ნეთს "ჯემ ფესტზე" შევ­ხვდით. მა­ნამ­დე, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიც­ნობ­დი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. იქ რა­ღაც მოხ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, ელვა რომ და­გე­ცე­მა. რა­ღაც პე­რი­ო­დი თავს ვი­კა­ვებ­დით, მაგ­რამ მერე მივ­ხვდით, რომ აღარ შეგ­ვეძ­ლო. მა­შინ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა. პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი, რომ მე არ ვარ ცალ­კე ადა­მი­ა­ნი. ორი­ვეს გვქონ­და გან­ცდა, რომ ერ­თნი ვი­ყა­ვით და­ბა­დე­ბამ­დე, სა­ხე­ლე­ბამ­დე და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერ იქამ­დე, რაც ამ­ქვეყ­ნად პი­რო­ბი­თია. ვერ ვამ­ბობ­დით - "მიყ­ვარ­ხარ", იმი­ტომ რომ ეს ორი სხვა­დას­ხვა სუ­ბი­ექ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბაა. ვამ­ბობ­დით - "შენ ვარ", იმი­ტომ, რომ ასე ვგრძნობ­დით. მას რომ ვე­ხე­ბო­დი, ვგრძნობ­დი, რომ სა­კუ­თარ თავს ვე­ხე­ბო­დი. ამი­ტომ, გვქონ­და გან­ცდა, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არ­სე­ბობს და ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ვი­პო­ვეთ. მა­ნამ­დე ორი­ვეს გვქონ­და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ამი­ტომ, ორი­ვე "აც­რი­ლე­ბი" ვი­ყა­ვით. ქორ­წი­ნე­ბის გვე­ში­ნო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან გვინ­დო­და. ყო­ველ­დღე ვამ­ბობ­დით: "ამ პა­რას­კევს ხელს ვა­წერთ". ბოლო-ბოლო, გა­დავ­წყვი­ტეთ და წა­ვე­დით. მეჯ­ვა­რე­ე­ბი გზა­დაგ­ზა ავ­კრი­ფეთ, სიღ­ნაღ­ში ჩა­ვე­დით და სუ­პერ­მა­გა­რი ქორ­წი­ლი გვქონ­და. გა­მო­ვი­და, რომ ექ­ვსი თვე ვი­ყა­ვით ქორ­წი­ნე­ბა­ში. მერე მოხ­და, რაც მოხ­და.

მა­შინ ჩემ­თვის მთე­ლი სამ­ყა­რო და­ინ­გრა. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად ვხვდე­ბო­დი, რომ ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჭი­როა ჩემი აქ ყოფ­ნა. ემო­ცი­უ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­გან ვი­ყა­ვი და ვე­ძებ­დი გზას, აქ და­სარ­ჩე­ნად. თე­ო­რი­უ­ლად ვი­ცო­დი, რომ დრო კურ­ნავს. ამი­ტომ, ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ­დი - "დღე­ვან­დელ დღე­საც გა­უ­ძე­ლი ბო­ლომ­დე" და ასე, ნელ-ნელა შევ­ძე­ლი. თან, ძა­ლი­ან ბევ­რს ვმე­დი­ტი­რებ­დი და ეს მშვე­ლო­და. მერე ცოტ­ნეს, ჩემი ქმრის შვილს, გავ­ყე­ვი ტურ­ნი­რებ­ზე – ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია. ამ ტურ­ნი­რებ­ზე მო­მი­წია თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა, იმი­ტომ, რომ ცოტ­ნეს ძა­ლი­ან ვჭირ­დე­ბო­დი. სა­ნამ ორ­მო­ცი დღე გა­ვი­დო­და, ლა­ფე­რამ მი­თხრა: მოდი, ჩვენც გვჭირ­დე­ბი, მაგ­რამ შენ კი­დევ უფრო გჭირ­დე­ბი­თო. მი­ვე­დი და ვცა­დე, მაგ­რამ რო­გორც კი ტექ­სტი ავი­ღე წა­სა­კი­თხად, ეგ­რე­ვე გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა გა­მიჩ­ნდა და თავი ძლივს შე­ვი­კა­ვე. მე­ო­რედ რომ დავ­ბრუნ­დი, თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნე და ცოტ-ცო­ტას ვმუ­შა­ობ­დი.

- ჩე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და?

- კი, გულ­ზე ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი და ამ­ბობ­და: ალ­ბათ, მალე მოვ­კვდე­ბიო, რაც ძა­ლი­ან მწყინ­და... იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, სულ გვე­ში­ნო­და. ეს ალ­ბათ დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა, რაღც მოხ­დე­ბა-მეთ­ქი, ვფიქ­რობ­დი...

- "კუ­რი­ე­რი­დან" წა­მოს­ვლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- წა­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ბო­ლოს ცოტა ხანი და­ვის­ვე­ნე, აზ­რზე მო­ვე­დი, მაგ­რამ რომ დავ­ბრუნ­დი, ისევ ცუ­დად გავ­ხდი. ვე­ღარ "გავ­ქა­ჩე" და გა­დავ­წყვი­ტე, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჯერ არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ვე­ლო­დე­ბი, რომ რა­ღაც გა­მოჩ­ნდე­ბა.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"გულზე პრობლემები ჰქონდა, ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო" - ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს

"გულზე პრობლემები ჰქონდა, ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო" - ნელი აგირბა მეუღლის გარდაცვალების შესახებ საუბრობს

ბოლო რამდენიმე წელი ნელი აგირბას ცხოვრებაში განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა: განშორება, ტკივილი, იმედგაცრუება, ოცნებების მსხვრევა და მერე - ახალი სიყვარული, ახალი იმედები და წარმოუდგენელი ბედნიერება. ბედნიერება, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ შიში ახლდა - დაკარგვის შიში, რომელიც სამწუხაროდ, რეალობად იქცა.

- შენ და ილო ბეროშვილი ცნობილ ადამიანებს შორის, გამონაკლისი ხართ იმ თვალსაზრისით, რომ განქორწინების შემდეგ, კარგი ურთიერთობის აწყობა შეძელით...

- ილო ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და მგონი, ისიც ასე ფიქრობს. ერთმანეთისთვის გულწრფელად ახლობელი და ძვირფასი ადამიანები ვართ. თავიდან დაძაბული  ურთიერთობა გვქონდა და ყველაფერს ბავშვებისთვის ვცდილობდით. მაგრამ მერე, დროსთან ერთად, დაძაბულობა გადის.

- რაც შეეხება გათხოვებას, ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი.

- ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. ერთმანეთს "ჯემ ფესტზე" შევხვდით. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იქ რაღაც მოხდა, დაახლოებით ისეთი, ელვა რომ დაგეცემა. რაღაც პერიოდი თავს ვიკავებდით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ აღარ შეგვეძლო. მაშინ ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა. პირველად ვიგრძენი, რომ მე არ ვარ ცალკე ადამიანი. ორივეს გვქონდა განცდა, რომ ერთნი ვიყავით დაბადებამდე, სახელებამდე და საერთოდ, ყველაფერ იქამდე, რაც ამქვეყნად პირობითია. ვერ ვამბობდით - "მიყვარხარ", იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა სუბიექტის ურთიერთობაა. ვამბობდით - "შენ ვარ", იმიტომ, რომ ასე ვგრძნობდით. მას რომ ვეხებოდი, ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვეხებოდი. ამიტომ, გვქონდა განცდა, რომ მეორე ნახევარი არსებობს და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ. მანამდე ორივეს გვქონდა წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება და ამიტომ, ორივე "აცრილები" ვიყავით. ქორწინების გვეშინოდა, მაგრამ მაინც ძალიან გვინდოდა. ყოველდღე ვამბობდით: "ამ პარასკევს ხელს ვაწერთ". ბოლო-ბოლო, გადავწყვიტეთ და  წავედით. მეჯვარეები გზადაგზა ავკრიფეთ, სიღნაღში ჩავედით და სუპერმაგარი ქორწილი გვქონდა. გამოვიდა, რომ ექვსი თვე ვიყავით ქორწინებაში. მერე მოხდა, რაც მოხდა.

მაშინ ჩემთვის მთელი სამყარო დაინგრა. ძალიან გამიჭირდა დარჩენა, მაგრამ ლოგიკურად ვხვდებოდი, რომ ბავშვებისთვის საჭიროა ჩემი აქ ყოფნა. ემოციურად აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი და ვეძებდი გზას, აქ დასარჩენად. თეორიულად ვიცოდი, რომ დრო კურნავს. ამიტომ, ყოველდღე ვფიქრობდი - "დღევანდელ დღესაც გაუძელი ბოლომდე" და ასე, ნელ-ნელა შევძელი. თან, ძალიან ბევრს ვმედიტირებდი და ეს მშველოდა. მერე ცოტნეს, ჩემი ქმრის შვილს, გავყევი ტურნირებზე – ის ძალიან წარმატებული ჩოგბურთელია. ამ ტურნირებზე მომიწია თავის ხელში აყვანა, იმიტომ, რომ ცოტნეს ძალიან ვჭირდებოდი. სანამ ორმოცი დღე გავიდოდა, ლაფერამ მითხრა: მოდი, ჩვენც გვჭირდები, მაგრამ შენ კიდევ უფრო გჭირდებითო. მივედი და ვცადე, მაგრამ როგორც კი ტექსტი ავიღე წასაკითხად, ეგრევე გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა და თავი ძლივს შევიკავე. მეორედ რომ დავბრუნდი, თავი ხელში ავიყვანე და ცოტ-ცოტას ვმუშაობდი.

- ჩელეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?

- კი, გულზე ჰქონდა პრობლემები და ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო, რაც ძალიან მწყინდა... იმდენად ბედნიერები ვიყავით, სულ გვეშინოდა. ეს ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება, რაღც მოხდება-მეთქი, ვფიქრობდი...

- "კურიერიდან" წამოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- წამოვედი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა. ბოლოს ცოტა ხანი დავისვენე, აზრზე მოვედი, მაგრამ რომ დავბრუნდი, ისევ ცუდად გავხდი. ვეღარ "გავქაჩე" და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ველოდები, რომ რაღაც გამოჩნდება.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტრადიციულ სეზონურ აქციას სთავაზობს

"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო