სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწასთან გასწორებული სირიის ოაზისი - როგორი იყო ღუტა, სანამ იქ "ჯოჯოხეთს" მოაწყობდნენ
მიწასთან გასწორებული სირიის ოაზისი - როგორი იყო ღუტა, სანამ იქ "ჯოჯოხეთს" მოაწყობდნენ

არც ისე დიდი ხნის წინ, რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" და­მარ­ცხე­ბუ­ლია. თუმ­ცა, რაც დრო გა­დის, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით სი­რი­ის რე­გი­ო­ნებ­ში, ვი­თა­რე­ბა კი არ მშვიდ­დე­ბა, პი­რი­ქით - აფეთ­ქე­ბე­ბის კე­რე­ბი მა­ტუ­ლობს... სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი ღიად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ღუტა შე­საძ­ლოა მე­ო­რე ალე­პო გახ­დეს...

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა და­დას­ტურ­და, სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ბრი­ტა­ნე­თი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავს. "რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ინ­გლი­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და.

ერთი დღით ადრე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში, ქლო­რის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სიმპტო­მით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 18 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, და­ღუ­პუ­ლია ერთი ბავ­შვი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ე.წ შხა­მი­ა­ნი გაზი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

24 თე­ბერ­ვალს, გა­მო­ცე­მა "ლე ფი­გა­რო" სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ სი­რი­ა­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში "ბა­შარ ასა­დის" რე­ჟი­მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად, შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-ზე მეტი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა.

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც გა­ე­რო-ს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭომ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტას ით­ვა­ლის­წი­ნებს, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ ღუტა, სი­რი­ის დე­და­ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად, ერთ-ეთი ყვე­ლა­ზე დიდი და ბოლო რე­გი­ო­ნია, რო­მე­ლიც მე­ამ­ბო­ხე­ებს აქვთ და­კა­ვე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ახლა მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი ღუტა, სი­რი­ის ერთ-ერთი მდი­და­რე მხა­რე იყო, სა­დაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ყვა­ო­და. ხა­ლი­ფა­ტის დროს, და­მას­კოს მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს იქ დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო დროს იქ წარ­მოქ­მნი­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, კერ კი­დევ უფ­რო­სი ასა­დის დროს, თურ­ქე­ბის მიერ ელექტრო­სად­გუ­რე­ბის კას­კა­დის აშე­ნე­ბა გახ­და, რა­მაც მდი­ნა­რე ევფრატ­ში წყლის ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. პრობ­ლე­მე­ბის შემ­დეგ, სი­რი­ის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნი­დან და­მას­კო­სა და ალე­პოს მო­ულ­დო­ნე­ლად გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­კა­დი მი­ა­წყდა...

ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის წესს შე­უჩ­ვე­ველ­მა ბე­დუ­ი­ნებ­მა იქა­უ­რო­ბა თვით­ნე­ბუ­რად აშე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ო­ბე­ბით გა­ავ­სეს, თუმ­ცა შემ­დეგ, იქა­უ­რო­ბას მო­ერგნენ. იმ პე­რი­ოდ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ გუ­მი­დან წა­სულ­თა რი­ცხვი 400 ათა­სი­დან, 2 მი­ლი­ო­ნამ­დე მერ­ყე­ობ­და, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათი ნა­წი­ლი ძველ სა­ცხოვ­რე­ბელს და­უბ­რუნ­და... ამის მი­უ­ხე­და­ვად, და­მას­კო­სა და ალე­პოს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და...

თან­და­თან, ალე­პო­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­თა და მუს­ლი­მე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფენა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მალე და­პი­რის­პი­რე­ბა, "ძმე­ბი-მუ­სულ­მა­ნე­ბის" გარ­შე­მო და­ი­წყო, რის გა­მოც და­მას­კოს ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებ­ში, მმარ­თველ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ წრე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩან­და... ფრონ­ტის ხაზი, ახლა სწო­რედ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში გა­დის.

აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში ამ­ბო­ხე­ბულ­თა ნა­წი­ლი "ჯი­ჰა­დის­ტებს" უერ­თდე­ბო­და. ღუ­ტას "ჯე­ბ­ჰატ ან ნუს­რას","ახ­რარ აშ შა­მის", "ჯეიშ ალ ის­ლამ ტა­კ­ფი­რი­სა" და "ფა­ი­ლაკ არ რაჰ­მა­ნის" ტე­რი­როს­ტუ­ლი და­ჯჰუ­ფე­ბე­ბი მარ­თა­ვენ... ერთი რა­ი­ო­ნის­თვის საკ­მა­ოდ ბევ­რია, მით უფრო, რომ გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბროძ­ლა ხში­რად მათ შო­რი­საც ხდე­ბო­და.

2013 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ღუ­ტას, რო­მელ­შიც ჯი­ჰა­დის­ტე­ბი იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბუ­ლი. სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ალყა შე­მო­არ­ტყეს. მა­შინ ძა­ლი­ან ბევ­რი მი­წის­ქვე­შა გა­სას­ვლე­ლი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და, მაგ­რამ სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებს ღუ­ტას გა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ძალა არ ეყოთ.

მა­შინ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლებ­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი გა­და­ნად­გურ­და. და­ნარ­ჩე­ნი, ვინც შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს ვერ შე­ე­წყო, თავი და­მას­კოს ან ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კებს შე­ა­ფა­რეს... დარ­ჩე­ნი­ლებ­მა "ცხოვ­რე­ბა" სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფონ­ზე გა­ნაგ­რძეს. სი­რი­ის მთავ­რო­ბის მიერ მი­ი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად, იქ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღა­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ, ღუ­ტა­დან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის კი­დევ ერთი ნა­კა­დი და­იძ­რა...

ჯი­ჰა­დის­ტებს აჰ­ყავ­დათ ტყვე­ე­ბი, მათ შო­რის ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც სარ­და­ფებ­ში ამ­წყვდევ­დნენ. მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცალ­კე საბ­რძო­ლო, ლო­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბო­და.

2013 წელს, სწო­რედ აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში და­სახ­ლე­ბულ პუქნტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს პირ­ვე­ლად ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ას­ტა­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს, აღ­მო­სავ­ლეთ ღუტა "დე­ეს­კა­ლა­ცი­ის ზო­ნად" აღი­ა­რეს, რად­გან 2016 წლის­თვის, სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა იქ გა­მაგ­რე­ბუ­ლი ანკლა­ვის შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლეს. ბო­ე­ვი­კე­ბის დიდი ნა­წი­ლი მა­შინ იდ­ლი­ბის­კენ გა­ე­შუ­რა... საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ნახ­ლდა. გა­სულ დე­კემ­ბერს, შე­ტაკ­ბე­ბი, სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გარ­შე­მო და­ი­წყო და მალე საქ­მე­ში მძი­მე ტექ­ნი­კაც ჩა­ერ­თო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მიწასთან გასწორებული სირიის ოაზისი - როგორი იყო ღუტა, სანამ იქ "ჯოჯოხეთს" მოაწყობდნენ

მიწასთან გასწორებული სირიის ოაზისი - როგორი იყო ღუტა, სანამ იქ "ჯოჯოხეთს" მოაწყობდნენ

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთისა და ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია. თუმცა, რაც დრო გადის, ცნობილი ხდება, რომ სხვადასხვა მიზეზებით სირიის რეგიონებში, ვითარება კი არ მშვიდდება, პირიქით - აფეთქებების კერები მატულობს... საერთაშორისო ექსპერტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ღუტა შესაძლოა მეორე ალეპო გახდეს...

ბოლო ინფორმაციით, თუ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დაწყების შესაძლებლობას ბრიტანეთი სერიოზულად განიხილავს. "როიტერის" ცნობით, ამის შესახებ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ერთი დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტაში, ქლორის ინტოქსიკაციის სიმპტომით საავადმყოფოში დაახლოებით 18 ადამიანია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, დაღუპულია ერთი ბავშვი, თუმცა ინფორმაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ე.წ შხამიანი გაზი გამოყენების შესახებ, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

24 თებერვალს, გამოცემა "ლე ფიგარო" სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში "ბაშარ ასადის" რეჟიმის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, შვიდი დღის განმავლობაში 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

იმ ფონზე, როდესაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სირიაში 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, აღმოსავლეთ ღუტაში საჰაერო დარტყმები კვლავ გრძელდება. აღმოსავლეთ ღუტა, სირიის დედაქალაქის მახლობლად, ერთ-ეთი ყველაზე დიდი და ბოლო რეგიონია, რომელიც მეამბოხეებს აქვთ დაკავებული.

ცნობისთვის, ახლა მიწასთან გასწორებული ღუტა, სირიის ერთ-ერთი მდიდარე მხარე იყო, სადაც სოფლის მეურნეობა ყვაოდა. ხალიფატის დროს, დამასკოს მაღალი წრის წარმომადგენლებს იქ დასვენება ძალიან უყვარდათ...

არსებული ინფორმაციით, ბოლო დროს იქ წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი, კერ კიდევ უფროსი ასადის დროს, თურქების მიერ ელექტროსადგურების კასკადის აშენება გახდა, რამაც მდინარე ევფრატში წყლის ნაკადის შემცირება გამოიწვია. პრობლემების შემდეგ, სირიის აღმოსავლეთ რეგიონიდან დამასკოსა და ალეპოს მოულდონელად გაღარიბებული მოსახლეობის ნაკადი მიაწყდა...

ქალაქური ცხოვრების წესს შეუჩვეველმა ბედუინებმა იქაურობა თვითნებურად აშენებული ნაგეობებით გაავსეს, თუმცა შემდეგ, იქაურობას მოერგნენ. იმ პერიოდში, აღმოსავლეთ გუმიდან წასულთა რიცხვი 400 ათასიდან, 2 მილიონამდე მერყეობდა, თუმცა, მოგვიანებით, მათი ნაწილი ძველ საცხოვრებელს დაუბრუნდა... ამის მიუხედავად, დამასკოსა და ალეპოს ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა...

თანდათან, ალეპოსა და აღმოსავლეთ ღუტაში, ქრისტიანებითა და მუსლიმებით დასახლებული სოციალური ფენა ჩამოყალიბდა. მალე დაპირისპირება, "ძმები-მუსულმანების" გარშემო დაიწყო, რის გამოც დამასკოს ცენტრალურ რაიონებში, მმართველ და დიპლომატიურ წრეებს შორის დაპირისპირება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა... ფრონტის ხაზი, ახლა სწორედ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში გადის.

აღმოსავლეთ ღუტაში ამბოხებულთა ნაწილი "ჯიჰადისტებს" უერთდებოდა. ღუტას "ჯებჰატ ან ნუსრას","ახრარ აშ შამის", "ჯეიშ ალ ისლამ ტაკფირისა" და "ფაილაკ არ რაჰმანის" ტერიროსტული დაჯჰუფებები მართავენ... ერთი რაიონისთვის საკმაოდ ბევრია, მით უფრო, რომ გავლენებისთვის ბროძლა ხშირად მათ შორისაც ხდებოდა.

2013 წლის გაზაფხულზე, ღუტას, რომელშიც ჯიჰადისტები იყვნენ გამაგრებული. სირიის სამთავრობო შეიარაღებულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს. მაშინ ძალიან ბევრი მიწისქვეშა გასასვლელი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი სრულად განადგურდა, მაგრამ სამთავრობო ძალებს ღუტას გათავისუფლებლად ძალა არ ეყოთ.

მაშინ საცხოვრებელი სახლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გადანადგურდა. დანარჩენი, ვინც შარიათის კანონებს ვერ შეეწყო, თავი დამასკოს ან ლტოლვილთა ბანაკებს შეაფარეს... დარჩენილებმა "ცხოვრება" სამხედრო მოქმედებების ფონზე განაგრძეს. სირიის მთავრობის მიერ მიიღებული გადაწყვეტილების შედეგად, იქ რუსეთის შეიარაღაბული ძალები ჩავიდნენ, ღუტადან ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი ნაკადი დაიძრა...

ჯიჰადისტებს აჰყავდათ ტყვეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებსაც სარდაფებში ამწყვდევდნენ. მათ გათავისუფლებას ცალკე საბრძოლო, ლოკალური ოპერაციები სჭირდებოდა.

2013 წელს, სწორედ აღმოსავლეთ ღუტაში დასახლებულ პუქნტებში გამოიყენეს პირველად ქიმიური იარაღი. მოგვიანებით, ასტანის მოლაპარაკებების დროს, აღმოსავლეთ ღუტა "დეესკალაციის ზონად" აღიარეს, რადგან 2016 წლისთვის, სამთავრობო ძალებმა იქ გამაგრებული ანკლავის შემცირება შეძლეს. ბოევიკების დიდი ნაწილი მაშინ იდლიბისკენ გაეშურა... საბრძოლო მოქმედებებში რამდენიმე კვირის წინ განახლდა. გასულ დეკემბერს, შეტაკბები, სტრატეგიული ობიექტების გარშემო დაიწყო და მალე საქმეში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე