საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიპენდია ონელი ახალგაზრდებისთვის - "მოტივაცია გვექმნება, რომ უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე"
სტიპენდია ონელი ახალგაზრდებისთვის - "მოტივაცია გვექმნება, რომ უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე"

გა­ნათ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა - ეს ის პრი­ო­რი­ტე­ტია, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სექ­ტო­რი თა­ნაბ­რად უნდა ზრუ­ნავ­დეს. გა­ნათ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა კარ­გი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა, სტი­პენ­დი­ე­ბი, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი... სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად იქ­მნე­ბა და იხ­ვე­წე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უმე­ტე­სად დე­და­ქა­ლა­ქე­ბი­სა და დიდი ქა­ლა­ქე­ბის ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. რე­გი­ო­ნე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდებს შე­და­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა რო­გორც ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ისე სტი­პენ­დი­ებ­სა და გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში მო­ა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

ნინო დავ­ლი­ა­ნი­ძე 19 წლი­საა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (სეუ) სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. სკო­ლა ონის რა­ი­ონ­ში და­ამ­თავ­რა.

"სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ამის­თვის ყვე­ლა არ­სე­ბულ რე­სურსს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყე­ნებ­დი. სკო­ლა­შიც კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ეს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად საკ­მა­რი­სი არაა. ამი­ტომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც "ეტა­ლონ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღე. მი­ღე­ბუ­ლი სტი­პენ­დი­ით რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი. შე­დე­გად კი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი და ახლა უკვე სტუ­დენ­ტი ვარ. ჩემ­თვის და ონის ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სტი­პენ­დი­ებ­სა და მსგავს წა­ხა­ლი­სე­ბებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამით ჩვენ მეტი მო­ტი­ვა­ცია გვექ­მნე­ბა, რომ უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ და უკე­თე­სად ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე," - აღ­ნიშ­ნავს ნინო დავ­ლი­ა­ნი­ძე.

ნინო სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლას აპი­რებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სურს მუ­შა­ო­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მო­ტი­ვა­ცია არ და­კარ­გონ. ნი­ნოს შემ­თხვე­ვა­ში მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი სტი­პენ­დია აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­სურ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე მოხ­ვედ­რა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა.

ონის გამ­გე­ო­ბის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ირმა მა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მათი რე­გი­ო­ნის ბავ­შვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ზო­გა­დად, რე­გი­ო­ნე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის ახალ­გაზ­რდებს მეტი მო­ტი­ვა­ცია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა შე­ექ­მნათ, რომ სა­სურ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლონ.

"სკო­ლის ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სტი­პენ­დი­ას. ეს მათ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ უბიძ­გებს. აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ მათი სწავ­ლა ფას­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, გა­სუ­ლი 2 წლის მან­ძილ­ზე ოთხი მოს­წავ­ლე ონის რა­ი­ო­ნი­დან და ორი - ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან და­ვათ სა­გა­ნე­ლი­ძის სტი­პენ­დი­ას იღებ­და. მათი ნა­წი­ლი წარ­ჩი­ნე­ბით სწავ­ლობ­და, ნა­წი­ლი კი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი­დან იყო. სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი მა­ღალმთი­ა­ნი და სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბი­დან შე­ირჩნენ. მათი უმე­ტე­სო­ბა მი­ღე­ბულ და­ფი­ნან­სე­ბას ისევ სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბა­ში დებ­და. წიგ­ნებს ყი­დუ­ლობ­დნენ, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

ზო­გა­დად, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი, მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი და ერუ­დი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ ვი­სურ­ვებ­დი, მათ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ და მათ­თვის სტი­პენ­დი­ის გა­დამ­ცე­მი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს, ” - გან­მარ­ტავს ირმა მა­ქა­რაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის სტი­პენ­დი­ას, ის ონის რე­გი­ო­ნის ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­და, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­საც აფი­ნან­სებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

სტიპენდია ონელი ახალგაზრდებისთვის - "მოტივაცია გვექმნება, რომ უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე"

სტიპენდია ონელი ახალგაზრდებისთვის - "მოტივაცია გვექმნება, რომ უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე"

განათლების წახალისება - ეს ის პრიორიტეტია, რომელზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანაბრად უნდა ზრუნავდეს. განათლების წახალისების კარგი საშუალებაა კარგი სამუშაო ადგილების არსებობა, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები... საქართველოში ეს ყველაფერი ეტაპობრივად იქმნება და იხვეწება, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობები უმეტესად დედაქალაქებისა და დიდი ქალაქების ახალგაზრდებისთვისაა ხელმისაწვდომი. რეგიონების, განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების ახალგაზრდებს შედარებით შეზღუდული აქვთ ხელმისაწვდომობა როგორც ხარისხიან განათლებაზე, ისე სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებში მოაწილეობაზე.

ნინო დავლიანიძე 19 წლისაა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. სკოლა ონის რაიონში დაამთავრა.

"სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე წლით ადრე გადავწყვიტე, რომ სამართლის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ამისთვის ყველა არსებულ რესურსს მაქსიმალურად ვიყენებდი. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, თუმცა ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად საკმარისი არაა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დავით საგანელიძის სტიპენდია, რომელიც "ეტალონში" მონაწილეობის შემდეგ მივიღე. მიღებული სტიპენდიით რამდენიმე საგანში რეპეტიტორებთან ვემზადებოდი. შედეგად კი წარმატებით ჩავაბარე გამოცდები და ახლა უკვე სტუდენტი ვარ. ჩემთვის და ონის ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებსა და მსგავს წახალისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით ჩვენ მეტი მოტივაცია გვექმნება, რომ უკეთესი განათლება მივიღოთ და უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე," - აღნიშნავს ნინო დავლიანიძე.

ნინო საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სწავლას აპირებს. საბოლოოდ კი, პროკურატურაში სურს მუშაობა. მისი განმარტებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ახალგაზრდებმა დასახული მიზნის მისაღწევად მოტივაცია არ დაკარგონ. ნინოს შემთხვევაში მამოტივირებელი ფაქტორი სტიპენდია აღმოჩნდა, რომელმაც სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე მოხვედრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ონის გამგეობის ყოფილი მოადგილე ირმა მაქარაშვილის განმარტებით, მათი რეგიონის ბავშვების წახალისებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, რეგიონების და განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა უნდა შეექმნათ, რომ სასურველი განათლების მიღება შეძლონ.

"სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სტიპენდიას. ეს მათ სწავლის გაგრძელებისკენ უბიძგებს. აგრძნობინებს, რომ მათი სწავლა ფასდება. მაგალითად, გასული 2 წლის მანძილზე ოთხი მოსწავლე ონის რაიონიდან და ორი - ამბროლაურიდან დავათ საგანელიძის სტიპენდიას იღებდა. მათი ნაწილი წარჩინებით სწავლობდა, ნაწილი კი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო. სტიპენდიანტები მაღალმთიანი და საზღვრისპირა სოფლებიდან შეირჩნენ. მათი უმეტესობა მიღებულ დაფინანსებას ისევ საკუთარ განათლებაში დებდა. წიგნებს ყიდულობდნენ, მასწავლებლებთან ემზადებოდნენ.

ზოგადად, ჩვენი რეგიონის ბავშვები ძალიან ნიჭიერები, მონდომებულები და ერუდირებულები არიან. ამიტომ ვისურვებდი, მათ მეტი ყურადღება მიაქციონ და მათთვის სტიპენდიის გადამცემი ბევრი ადამიანი გამოჩნდეს, ” - განმარტავს ირმა მაქარაშვილი.

რაც შეეხება, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის სტიპენდიას, ის ონის რეგიონის ახალგაზრდების გარდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც აფინანსებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ