სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების შემდეგ ქულებით აღარ შეფასდებიან
მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების შემდეგ ქულებით აღარ შეფასდებიან

მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ, ქუ­ლე­ბით აღარ შე­ფას­დე­ბი­ან, მათ პროგ­რა­მა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის ან ვერ გა­და­ლახ­ვის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნებს.

რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ივა მინ­და­ძემ Allnews.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის რე­ფორ­მის და­წყე­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე იყო გა­და­წყვე­ტი­ლი.

"რო­დე­საც გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და, თა­ვი­დან­ვე იყო გან­სა­ზღვრუ­ლი "გა­და­ლა­ხა-ვერ გა­და­ლა­ხას" ტი­პის შე­ფა­სე­ბა, რად­გან მე­თო­დუ­რად ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლიც არიც. ეს არის სა­სერ­თი­ფი­კა­ტო ტი­პის გა­მოც­და, მოს­წავ­ლე­ებს უბ­რა­ლოდ ბა­რი­ერ­თან ჭი­დი­ლი უწევთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­და­ლა­ხოს, მაგ­რამ რამ­დე­ნი ნა­ბი­ჯით გა­და­ლა­ხავს, ფუნ­ქცი­უ­რად ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღარ არის. მი­ღე­ბულ ნი­შანს გარ­და საგ­ნის ბა­ე­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვი­სა, სხვა დატ­ვირ­თვა არ ჰქონ­და, არც ნიშ­ნის ფურ­ცელ­ში აი­სა­ხე­ბო­და და არც სი­ტყვა­ზე ოქ­როს მე­და­ლოს­ნის კან­დი­და­ტუ­რა­ზე მოქ­მე­დებ­და. სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წვი­ტეთ, რომ ვი­თა­რე­ბა რე­ა­ლო­ბას და­უ­ახ­ლოვ­დეს და და­ი­წყოს "გა­და­ლა­ხა-არ გა­და­ლა­ხა" ტი­პის გა­მოც­და," - გა­ნა­ცხა­და ივა მინ­და­ძემ.

გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის შე­ფა­სე­ბით, გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე ქუ­ლე­ბის მი­ღე­ბის სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბა მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით დის­კომ­ფორ­ტს არ შე­უქ­მნის.

"სკო­ლა 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბა, მოს­წავ­ლემ კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­ნი რამ­დე­ნად კარ­გად იცის, ამის­თვის სხვადსხვა ხერ­ხი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, იქ­ნე­ბა ეს სა­კონ­ტრო­ლო წე­რე­ბი თუ სხვა. ამის მეშ­ვე­ო­ბით, სკო­ლა ამოწ­მებს მოს­წავ­ლის ცოდ­ნას, თუ რაში აქვს მას დე­ფი­ცი­ტი და ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა­ში უნდა და­ეხ­მა­როს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­გუ­მენ­ტი, რომ მოს­წავ­ლის ცოდ­ნა შე­იძ­ლე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­მოც­დით გა­ნი­სა­ზღვროს, სწო­რი არ იქ­ნე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ივა მინ­და­ძე.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საგ­ნის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მოს­წავ­ლემ 40 სა­კი­თხი­დან მი­ნი­მუმ 15-16-ს უნდა უპა­სუ­ხოს სწო­რად.

"17-18-ს თუ უპა­სუ­ხებს, ალ­ბათ, ყვე­ლა გა­და­ლა­ხავს. დი­დია ალ­ბა­თო­ბა 16-17 სწო­რი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­შიც," - აღ­ნიშ­ნა მან.

ივა მინ­და­ძის თქმით, მიმ­დი­ნა­რე წელს სკო­ლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების შემდეგ ქულებით აღარ შეფასდებიან

მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების შემდეგ ქულებით აღარ შეფასდებიან

მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების შემდეგ, ქულებით აღარ შეფასდებიან, მათ პროგრამა ბარიერის გადალახვის ან ვერ გადალახვის შესახებ შეატყობინებს. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, აღნიშნული ცვლილების განხორციელება გამოსაშვები გამოცდების რეფორმის დაწყების პერიოდშივე იყო გადაწყვეტილი.

"როდესაც გამოსაშვები გამოცდების პროექტი იწყებოდა, თავიდანვე იყო განსაზღვრული "გადალახა-ვერ გადალახას" ტიპის შეფასება, რადგან მეთოდურად ეს გამართლებულიც არიც. ეს არის სასერთიფიკატო ტიპის გამოცდა, მოსწავლეებს უბრალოდ ბარიერთან ჭიდილი უწევთ და მნიშვნელოვანია, რომ გადალახოს, მაგრამ რამდენი ნაბიჯით გადალახავს, ფუნქციურად ეს მნიშვნელოვანი აღარ არის. მიღებულ ნიშანს გარდა საგნის ბაერიერის გადალახვისა, სხვა დატვირთვა არ ჰქონდა, არც ნიშნის ფურცელში აისახებოდა და არც სიტყვაზე ოქროს მედალოსნის კანდიდატურაზე მოქმედებდა. სწორედ ამიტომ, გადავწვიტეთ, რომ ვითარება რეალობას დაუახლოვდეს და დაიწყოს "გადალახა-არ გადალახა" ტიპის გამოცდა," - განაცხადა ივა მინდაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შეფასებით, გამოსაშვებ გამოცდებზე ქულების მიღების სისტემის გაუქმება მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის შემოწმების თვალსაზრისით დისკომფორტს არ შეუქმნის. 

"სკოლა 12 წლის განმავლობაში აკვირდება, მოსწავლემ კონკრეტული საგანი რამდენად კარგად იცის, ამისთვის სხვადსხვა ხერხი და შესაძლებლობა არსებობს, იქნება ეს საკონტროლო წერები თუ სხვა. ამის მეშვეობით, სკოლა ამოწმებს მოსწავლის ცოდნას, თუ რაში აქვს მას დეფიციტი და ამ პრობლემის აღმოფხვრაში უნდა დაეხმაროს. აქედან გამომდინარე არგუმენტი, რომ მოსწავლის ცოდნა შეიძლება შემაჯამებელი გამოცდით განისაზღვროს, სწორი არ იქნება," - აღნიშნავს ივა მინდაძე.

მისივე ინფორმაციით, საგნის ჩასაბარებლად, მოსწავლემ 40 საკითხიდან მინიმუმ 15-16-ს უნდა უპასუხოს სწორად.

"17-18-ს თუ უპასუხებს, ალბათ, ყველა გადალახავს. დიდია ალბათობა 16-17 სწორი პასუხის შემთხვევაშიც," - აღნიშნა მან.

ივა მინდაძის თქმით, მიმდინარე წელს სკოლის შემაჯამებელი გამოცდების მიმართულებით სხვა ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება. 

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ