მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცივი იარაღის გაყიდვა-შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება
ცივი იარაღის გაყიდვა-შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება

ცივი ია­რა­ღის გა­ყიდ­ვა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მისი შე­ძე­ნა კი გან­სა­ზღვრუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ.

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბაც მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ კვი­რას მოხ­დე­ბა.

ცივი ია­რა­ღის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გარ­კვე­ულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში მოქ­ცე­ვა­ზე, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. რო­გორც მეზვრიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, მოხ­დე­ბა რისკ-ჯგუ­ფე­ბის გან­სა­ზღვრა, თუ ვის­ზე არ უნდა გა­ი­ყი­დოს ცივი ია­რა­ღი. მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ცივი ია­რა­ღის უკონ­ტრო­ლო ბრუნ­ვის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას.

„დღეს ცივი ია­რა­ღის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა არ არის რე­გუ­ლი­რე­ბა­დი და ჩვენ გვინ­და, რომ ეს რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში მო­ვაქ­ცი­ოთ. გვინ­და და­ვა­წე­სოთ შე­ზღუდ­ვე­ბი, მათ შო­რის კა­ნონ­მა გან­სა­ზღვროს, ვის არ შე­იძ­ლე­ბა მივ­ყი­დოთ ცივი ია­რა­ღი. მა­გა­ლი­თად, არას­რულ­წლოვ­ნებს, ნა­სა­მარ­თლევ პი­რებს და ა.შ. გვინ­და გა­მოვ­ყოთ ე.წ. რისკ ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც არ შე­იძ­ლე­ბა ცივი ია­რა­ღის მი­ყიდ­ვა, გა­ვამ­კაც­როთ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და გარ­და ამი­სა, დავ­ხვე­წოთ აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. სწო­რედ ამ ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ ახლა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მიზ­ნად ისა­ხავს, რომ ცივი ია­რა­ღის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტო­ლო ბრუნ­ვის პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს, რათა ეს ია­რა­ღი არ მოხ­ვდეს არას­რულ­წლოვ­ნე­ბის, ან სხვა რისკ-ჯგუ­ფე­ბის ხელ­ში, რა­საც მერე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მივ­ყა­ვართ დაჭ­რამ­დე და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე.

ასე­ვე ვფიქ­რობთ, გა­ნი­სა­ზღვროს კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ცივი ია­რა­ღი გა­ი­ყი­დე­ბა და არა ყველ­გან, სა­დაც არას­რულ­წლოვ­ნის­თვის მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ეს ია­რა­ღი, სა­დღაც მა­გა­ლი­თად, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში, სა­დაც დახლზე აწყვია, ვი­ღაც მი­დის და ამას 5 ლა­რად ყი­დუ­ლობს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ცივი იარაღის გაყიდვა-შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება

ცივი იარაღის გაყიდვა-შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება

ცივი იარაღის გაყიდვა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იქნება შესაძლებელი, მისი შეძენა კი განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ. 

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს, რომლის ინიცირებაც მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება. 

ცივი იარაღის რეალიზაციის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევაზე, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, მოხდება რისკ-ჯგუფების განსაზღვრა, თუ ვისზე არ უნდა გაიყიდოს ცივი იარაღი. მისივე თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის პრობლემის მოგვარებას. 

„დღეს ცივი იარაღის ყიდვა-გაყიდვა არ არის რეგულირებადი და ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგულაციებში მოვაქციოთ. გვინდა დავაწესოთ შეზღუდვები, მათ შორის კანონმა განსაზღვროს, ვის არ შეიძლება მივყიდოთ ცივი იარაღი. მაგალითად, არასრულწლოვნებს, ნასამართლევ პირებს და ა.შ. გვინდა გამოვყოთ ე.წ. რისკ ჯგუფები, რომლებისთვისაც არ შეიძლება ცივი იარაღის მიყიდვა, გავამკაცროთ არსებული კანონმდებლობა და გარდა ამისა, დავხვეწოთ აღსრულების მექანიზმები. სწორედ ამ ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს, რომ ცივი იარაღის აბსოლუტურად უკონტოლო ბრუნვის პრობლემა მოგვარდეს, რათა ეს იარაღი არ მოხვდეს არასრულწლოვნების, ან სხვა რისკ-ჯგუფების ხელში, რასაც მერე, საბოლოო ჯამში, მივყავართ დაჭრამდე და დანაშაულის ჩადენამდე. 

ასევე ვფიქრობთ, განისაზღვროს კონკრეტული ადგილები, სადაც ცივი იარაღი გაიყიდება და არა ყველგან, სადაც არასრულწლოვნისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება ეს იარაღი, სადღაც მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც დახლზე აწყვია, ვიღაც მიდის და ამას 5 ლარად ყიდულობს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ. 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს