პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახაბერ ქემოკლიძე - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი
კახაბერ ქემოკლიძე - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი ცხინ­ვალ­შია, - ამის შე­სა­ხებ სუს-ის ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძემ გალ­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში მო­რი­გი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მხო­ლოდ სა­ექ­სპერ­ტო მა­სა­ლე­ბია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.

„დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ე.წ. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი რუ­სეთ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ჩვენ ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთხელ გა­და­ვა­მოწ­მეთ გვი­ან ღა­მით ეს ინ­ფორ­მა­ცია და დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ ცხე­და­რი ნამ­დვი­ლად ცხინ­ვალ­შია“, - აღ­ნიშ­ნა ქე­მოკ­ლი­ძემ.

ქე­მოკ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს, რომ ცხე­და­რი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს ოჯახს, ახალ­გორ­ში უკა­ნო­ნოდ მყო­ფი ორი პირი კი ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­ვიდ­ნენ.

ქე­მოკ­ლი­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბე­ბი­სა და რუ­სე­თი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბას კი­დევ უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა.

“ახალ­გორ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია, რომ და­უს­ჯე­ლო­ბას დე-ფაქ­ტო მთავ­რო­ბე­ბი­სა და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან კი­დევ უფრო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. სწო­რედ ამ პა­თო­სით ვი­სა­უბ­რებთ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე და შე­ვახ­სე­ნებთ, რო­გორც დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რის, მათ შო­რის, გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რა­შიდ კან­ჯი-ოღ­ლის და­კა­ვე­ბა და ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მისი გა­სა­მარ­თლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ქე­მოკ­ლი­ძემ.

22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა.

კახაბერ ქემოკლიძე - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი

კახაბერ ქემოკლიძე - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი.

„დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ გვიან ღამით ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად ცხინვალშია“, - აღნიშნა ქემოკლიძემ. 

ქემოკლიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ხელისუფლება მუშაობს, რომ ცხედარი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს, ახალგორში უკანონოდ მყოფი ორი პირი კი ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. 

ქემოკლიძემ ასევე აღნიშნა, დე ფაქტო მთავრობებისა და რუსეთი საოკუპაციო ძალების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირების დაუსჯელობას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოყვება. 

“ახალგორში განვითარებული მოვლენები კლასიკური მაგალითია, რომ დაუსჯელობას დე-ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამ პათოსით ვისაუბრებთ დღევანდელ შეხვედრაზე და შევახსენებთ, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული პირის, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება და ქართული კანონმდებლობით მისი გასამართლება”, - განაცხადა ქემოკლიძემ.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."