კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება
ბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება

ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე 4 წლი­დან 3 წლამ­დე მცირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, და­გეგ­მი­ლია მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის 1 წლამ­დე ან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რამ­დე შემ­ცი­რე­ბაც.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში შე­დის. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია 3 წე­ლი­წად­ში მი­იღ­წეს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის­თვის სა­ჭი­რო სწავ­ლის შე­დე­გი და გა­ი­ცეს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დიპ­ლო­მი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ნინო ბე­რე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­სა და მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლე­ბის ვა­დის შემ­ცი­რე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას შე­უ­წყობს ხელს. „რო­გორც იცით, არ გვაქვს 3-წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მაგ­რამ ამე­რი­კის და ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი 3-წლი­ან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. რაკი მა­სი­უ­რად ვერ გა­დავ­დი­ვართ 3-წლი­ან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ვუშ­ვით კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს დამ­ტკი­ცე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის და იქ ჩა­ი­წე­რა, რომ მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 180-კრე­დი­ტი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის და 90-კრე­დი­ტი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის წესი, პი­რო­ბე­ბი, კრე­დი­ტე­ბი და ში­ნა­არ­სი. ასე­ვე, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია 3 წე­ლი­წად­ში მი­იღ­წეს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის­თვის სა­ჭი­რო სწავ­ლის შე­დე­გი და გა­ი­ცეს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია. ახლა კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტშია, გავ­ლი­ლი აქვს სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი და ცოტა ხან­ში გან­ხილ­ვებ­საც და­ი­წყე­ბენ. კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბის­თვის უნდა მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბე­რე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს იმ პროგ­რა­მე­ბის ანა­ლი­ზი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ეს უნდა და­დარ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პროგ­რა­მებ­თან. ამის შე­სა­ბა­მი­სად, 6 თვე­ში უნდა მომ­ზად­დეს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის პრო­ექ­ტი.

„კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გინ­დე­ბა 180-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მელ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მათი კრე­დი­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და ში­ნა­არ­სი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ხელს შე­უ­წყობს ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას. კა­ნო­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენ­მა და უცხო­ურ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბი და შემ­დეგ გას­ცენ ერ­თობ­ლი­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხე­ბი. აქამ­დე ხელი ეშ­ლე­ბო­და ასე­თი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რად­გან მათ სამ­წლი­ან და ჩვენს ოთხწ­ლი­ან პროგ­რა­მებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვო­ბა იყო. არა­და, კა­ნო­ნით ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, რომ სტუ­დენ­ტმა ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სწავ­ლის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო ნა­წი­ლი უცხო­ეთ­ში გა­ი­ა­როს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­ცე­მა ერ­თობ­ლი­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რო­გორც ორ­მა­გი, ასე­ვე სამ­მა­გი ხა­რის­ხის“, - გა­ნა­ცხა­და ბე­რე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებს, რო­გორც ბე­რე­ლი­ძე ამ­ბობს, ვა­დის და­წე­ვა აქაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლი 90 კრე­დიტ­ზე ჩა­მო­დის, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

„დღეს მა­გის­ტრა­ტუ­რის ყვე­ლა პროგ­რა­მა არის მი­ნი­მუმ 120-კრე­დი­ტი­ა­ნი. შე­საძ­ლოა, რომ პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლი ჩა­მო­ვი­დეს 90 კრე­დიტ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, 1 წე­ლი­წად­ში, ან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლის დაძ­ლე­ვა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

იცით, რომ სკო­ლის პრობ­ლე­მა გვაქვს და სკო­ლის ცოდ­ნა­საც ივ­სე­ბენ 4-წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი. მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­ნათ­ლე­ბა ვი­თარ­დე­ბა და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ გა­მოწ­ვე­ვებს უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ. უცხო­ეთ­ში ორი ტი­პის მი­მარ­თუ­ლე­ბა არ­სე­ბობს - თე­ო­რი­უ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი პრო­ფი­ლის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტიც, მა­გის­ტრა­ტუ­რაც და დოქ­ტო­რან­ტუ­რაც. ამას­თან, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი სფე­რო­ე­ბი, სად შე­იძ­ლე­ბა 90-კრე­დი­ტა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რა იყოს იმი­ტომ, რომ ში­ნა­არსს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ამე­რი­კა­ში 3-წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი არის ნორ­მა, რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს, ინ­გლისს და გერ­მა­ნი­ას აქვს ძი­რი­თა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ტექ­ნი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. ტყუ­ი­ლად არ ვახ­სე­ნე აკა­დე­მი­უ­რი და ტექ­ნი­კუ­რი პრო­ფი­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად რომ ვთქვათ, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში არის ორი ტი­პის პროგ­რა­მა, ერთი რო­მე­ლიც კვლე­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, ხარ თე­ო­რე­ტი­კო­სი და ანა­ლი­ტი­კო­სი, ეს არის აკა­დე­მი­უ­რი პრო­ფი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა და მო­ი­ცავს ხან­გრძლი­ვი სწავ­ლის პრო­ცესს, მაგ­რამ არის მე­ო­რეც, შე­სა­ბა­მი­სი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის შე­მო­ტა­ნაც. ეს ში­ნა­არ­სი და წყო­ბა გან­სა­ზღვრავს პროგ­რა­მის მო­ცუ­ლო­ბა­საც. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია სკო­ლის მომ­ზა­დე­ბის, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის დონე, რომ­ლე­ბიც ამ პროგ­რა­მებ­ზე ირი­ცხე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში არ არის სკო­ლა მთლად მა­ღალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე დგას სა­კი­თხი, რომ ერ­თწ­ლი­ა­ნი ზო­გა­დი მომ­ზა­დე­ბის კურ­სი ეს კუ­რუ­კუ­ლუ­მებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, შემ­დეგ ორ წელ­ში კი ძი­რი­თად სპე­ცი­ა­ლო­ბას სწავ­ლო­ბენ. დღეს თუ ჩვენს პროგ­რა­მებს შევ­ხე­დავთ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში მოქ­მე­დი 240 კრე­დი­ტი­დან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუმ 120 კრე­დი­ტი უნდა იყოს, რაც სპე­ცი­ა­ლო­ბის სა­განს ეხე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ან და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა.

გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი მა­გის­ტრა­ტუ­რაც, მაგ­რამ ის თუ არ მო­ი­ცავს კვლე­ვის კომ­პო­ნენტს სრულ­ყო­ფი­ლად, ამ სტუ­დენ­ტებს დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში დაშ­ვე­ბის ბა­რი­ე­რი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აქვთ. ამი­ტომ აქვს ში­ნა­არსს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი იყოს სრულ­ყო­ფი­ლი, რომ შეძ­ლოს სტუ­დენ­ტმა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ჯერ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში, შემ­დეგ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში, ასე­ვე სრულ­ყო­ფი­ლი მა­გის­ტრა­ტუ­რის პროგ­რა­მის გავ­ლის შემ­დეგ.

აღ­ნი­შუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია 2018 წლი­დან უკვე სამ­წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლა და­ი­წყონ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია წე­სის ამოქ­მე­დე­ბა­ზე და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მიერ პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ ისი­ნი პროგ­რა­მებს, რომ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლა სამ წლამ­დე შე­ამ­ცი­რონ, გა­ი­კე­თონ ავ­ტო­რი­ზა­ცია, ან აკ­რე­დი­ტა­ცი­ით და­ი­მა­ტონ ეს პროგ­რა­მე­ბი. ეს უკვე სას­წავ­ლებ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბულ პროგ­რა­მებს, მათ 3-წლამ­დე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის შემ­ცი­რე­ბა არ შე­ე­ხე­ბათ, თუმ­ცა, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლო­ბენ მო­ბი­ლო­ბით შე­ეძ­ლე­ბათ იმ პროგ­რა­მებ­ზე გა­დას­ვლა, რომ­ლებ­საც 3-წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ეხე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ბე­რე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება

ბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. გარდა ამისა, დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე შემცირებაც.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსმა ნინო ბერელიძემ განუცხადა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებზე სწავლების ვადის შემცირება უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. „როგორც იცით, არ გვაქვს 3-წლიანი ბაკალავრიატი, მაგრამ ამერიკის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების დიდი ნაწილი 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს. რაკი მასიურად ვერ გადავდივართ 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე, გასული წლის დეკემბერში გავუშვით კანონში ცვლილებები ახალი კვალიფიკაციების ჩარჩოს დამტკიცების მიზნებისთვის და იქ ჩაიწერა, რომ მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება 180-კრედიტიანი ბაკალავრიატის და 90-კრედიტიანი მაგისტრატურის სამაგისტრო პროგრამების შემუშავების წესი, პირობები, კრედიტები და შინაარსი. ასევე, იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. ახლა კანონი პარლამენტშია, გავლილი აქვს საკომიტეტო მოსმენები და ცოტა ხანში განხილვებსაც დაიწყებენ. კანონის მიღება, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებისთვის უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბერელიძემ. 

მისივე განმარტებით, კანონში ცვლილებების შემდეგ უნდა განხორციელდეს იმ პროგრამების ანალიზი, რომელსაც ქართული უნივერსიტეტები ახორციელებენ და ეს უნდა დადარდეს საერთაშორისო უნივერსიტეტების პროგრამებთან. ამის შესაბამისად, 6 თვეში უნდა მომზადდეს მინისტრის ბრძანების პროექტი. 

„კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში დადგინდება 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების განხორციელება, რომელ სფეროში იქნება შესაძლებელი, მათი კრედიტების მოცულობა და შინაარსი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს ჩვენი პროგრამების ინტერნაციონალიზაციას. კანონით შესაძლებელია, რომ ჩვენმა და უცხოურმა უნივერსიტეტებმა განახორციელონ ერთობლივი პროგრამები და შემდეგ გასცენ ერთობლივი აკადემიური ხარისხები. აქამდე ხელი ეშლებოდა ასეთი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რადგან მათ სამწლიან და ჩვენს ოთხწლიან პროგრამებს შორის განსხვავებული ხანგრძლივობა იყო. არადა, კანონით ამის შესაძლებლობა გვაქვს, რომ სტუდენტმა ერთობლივი პროგრამის ფარგლებში სწავლის ნაწილი საქართველოში, ხოლო ნაწილი უცხოეთში გაიაროს. ამ შემთხვევაში გაიცემა ერთობლივი აკადემიური ხარისხები, შეიძლება ეს იყოს როგორც ორმაგი, ასევე სამმაგი ხარისხის“, - განაცხადა ბერელიძემ. 

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, როგორც ბერელიძე ამბობს, ვადის დაწევა აქაც შესაძლებელია, რადგან სამაგისტრო პროგრამების ნაწილი 90 კრედიტზე ჩამოდის, რაც აღნიშნულის საშუალებას იძლევა. 

„დღეს მაგისტრატურის ყველა პროგრამა არის მინიმუმ 120-კრედიტიანი. შესაძლოა, რომ პროგრამების ნაწილი ჩამოვიდეს 90 კრედიტზე, შესაბამისად, 1 წელიწადში, ან წელიწადნახევარში სამაგისტრო პროგრამების ნაწილის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. 

იცით, რომ სკოლის პრობლემა გვაქვს და სკოლის ცოდნასაც ივსებენ 4-წლიანი ბაკალავრიატის შემთხვევაში ჩვენი სტუდენტები. მაგრამ საერთაშორისო დონეზე განათლება ვითარდება და რაღაცნაირად ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ. უცხოეთში ორი ტიპის მიმართულება არსებობს - თეორიული და პროფესიული პროფილის ბაკალავრიატიც, მაგისტრატურაც და დოქტორანტურაც. ამასთან, არსებობს კონკრეტული სფეროები, სად შეიძლება 90-კრედიტანი მაგისტრატურა იყოს იმიტომ, რომ შინაარსს აქვს მნიშვნელობა. 

ამერიკაში 3-წლიანი ბაკალავრიატი არის ნორმა, რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ინგლისს და გერმანიას აქვს ძირითადად ჰუმანიტარულ და ზოგ შემთხვევაში ტექნიკურ მიმართულებებზე. ტყუილად არ ვახსენე აკადემიური და ტექნიკური პროფილები, მაგალითად რომ ვთქვათ, ბიზნესის ადმინისტრირებაში არის ორი ტიპის პროგრამა, ერთი რომელიც კვლევაზეა ორიენტირებული ბიზნესის სფეროში, ხარ თეორეტიკოსი და ანალიტიკოსი, ეს არის აკადემიური პროფილის მიმართულება და მოიცავს ხანგრძლივი სწავლის პროცესს, მაგრამ არის მეორეც, შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული კომპონენტის შემოტანაც. ეს შინაარსი და წყობა განსაზღვრავს პროგრამის მოცულობასაც. ყველაზე მთავარია სკოლის მომზადების, აბიტურიენტების მომზადების დონე, რომლებიც ამ პროგრამებზე ირიცხებიან. მაგალითად, ამერიკაში არ არის სკოლა მთლად მაღალ დონეზე განვითარებული, ამიტომ ფედერალურ დონეზე დგას საკითხი, რომ ერთწლიანი ზოგადი მომზადების კურსი ეს კურუკულუმებში სავალდებულოა, შემდეგ ორ წელში კი ძირითად სპეციალობას სწავლობენ. დღეს თუ ჩვენს პროგრამებს შევხედავთ, სავალდებულო მოსამზადებელი ბაკალავრიატში მოქმედი 240 კრედიტიდან, სავალდებულო მინიმუმ 120 კრედიტი უნდა იყოს, რაც სპეციალობის საგანს ეხება, დანარჩენი შესაძლებელია იყოს დამატებითი კომპონენტები ან დამატებითი სპეციალობა.

გარდა ამისა, არსებობს 60-კრედიტიანი მაგისტრატურაც, მაგრამ ის თუ არ მოიცავს კვლევის კომპონენტს სრულყოფილად, ამ სტუდენტებს დოქტორანტურაში დაშვების ბარიერი ბევრ ქვეყანაში აქვთ. ამიტომ აქვს შინაარსს მნიშვნელობა, რომ ბაკალავრის დიპლომი იყოს სრულყოფილი, რომ შეძლოს სტუდენტმა სწავლის გაგრძელება ჯერ მაგისტრატურაში, შემდეგ დოქტორანტურაში, ასევე სრულყოფილი მაგისტრატურის პროგრამის გავლის შემდეგ. 

აღნიშული ცვლილებების შემდეგ, სტუდენტებმა შესაძლებელია 2018 წლიდან უკვე სამწლიანი ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა დაიწყონ. ეს დამოკიდებულია წესის ამოქმედებაზე და უნივერსიტეტების მიერ პროგრამების შემუშავებაზე, რამდენად სწრაფად შეიმუშავებენ ისინი პროგრამებს, რომ ბაკალავრიატზე სწავლა სამ წლამდე შეამცირონ, გაიკეთონ ავტორიზაცია, ან აკრედიტაციით დაიმატონ ეს პროგრამები. ეს უკვე სასწავლებლების უფლებამოსილებაა. რაც შეეხება არსებულ პროგრამებს, მათ 3-წლამდე ბაკალავრიატის შემცირება არ შეეხებათ, თუმცა, სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამებზე სწავლობენ მობილობით შეეძლებათ იმ პროგრამებზე გადასვლა, რომლებსაც 3-წლიანი ბაკალავრიატი ეხებათ“, - განაცხადა ბერელიძემ.

დღის ფოტო - კორონავირუსის ტესტირების რიგში

ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა - რას წერს "ფეისბუქზე" დეპუტატი?

"1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა" - რამდენი საწოლია თავისუფალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად?