თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც "თერგის" ბაზრობა იწვის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, დიდუბის რაიონის გამგებელი და თბილისის საკრებულოს წევრები მივიდნენ და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობის წინა მხარეს ხანძრის კერების ლოკალიზება შეძლეს, თუმცა აალება კვლავ შეინიშნება შენობის მესამე სართულის უკანა მხარეს. ადგილზე ამ დროისთვის უკვე 15-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და რამდენიმე ერთეული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაა მობილიზებული..
ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები. ბაზრობის მიმდებარედ კვლავ გადაკეტილია ტრანსპორტის მოძრაობა.