პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო რობაქიძე აქამდე უცნობ დოკუმენტებს ასაჯაროებს - რა წერია მოწმის წერილში, რომელიც საქმეში ვერ მოხვდა
სოსო რობაქიძე აქამდე უცნობ დოკუმენტებს ასაჯაროებს - რა წერია მოწმის წერილში, რომელიც საქმეში ვერ მოხვდა

მოკ­ლუ­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მამ სოსო რო­ბა­ქი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" წე­რი­ლი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ერთ-ერთ მოწ­მეს, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს ქეთი ხო­სი­ტა­შილს ეკუთ­ვნის. რო­გორც რო­ბა­ქი­ძე გან­მარ­ტავს, წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ იმ­ჟა­მინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გუ­რამ დო­ნა­ძეს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ფი­რის და­მონ­ტა­ჟე­ბა თა­ვად სთხო­ვა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი ხო­სი­ტაშ­ვილ­მა 2012 წელს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­ვად მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა საქ­მე­ში წე­რი­ლი არ დევს.

"წა­მო­გი­ღეთ დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც არც ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის არ მი­მი­ცია. ეს არის ქეთი ხო­სი­ტაშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რი. წა­ი­ღონ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და ნა­ხონ რას წერს... ეს ადა­მი­ა­ნი წერს, თუ რო­გორ და­უ­რე­კა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა დო­ნა­ძეს სტუ­დი­ა­ში, ამის შემ­დეგ დო­ნა­ძე შე­მობ­რუნ­და და ხო­სი­ტა­შილს უთხრა, მო­მე­ცი კა­სე­ტაო, სა­დაც 2004 წლის ნო­ემ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც კი დო­ნა­ძე მი­ნის­ტრის­გან ჩა­მო­ვი­და, დაგ­ვი­თხო­ვა ყვე­ლა, ვინც პრეს­ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ­დით, შე­ვი­და ოთახ­ში და და­ი­წყო მონ­ტა­ჟიო..." - აცხა­დებს რო­ბა­ქი­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო

სა­სა­მარ­თლომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გუ­შინ და­კი­თხა. რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მომ­ხდა­რი­დან ათზე მეტი წე­ლია გა­სუ­ლი და საქ­მე­ზე დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა უჭირს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სოსო რობაქიძე აქამდე უცნობ დოკუმენტებს ასაჯაროებს - რა წერია მოწმის წერილში, რომელიც საქმეში ვერ მოხვდა

სოსო რობაქიძე აქამდე უცნობ დოკუმენტებს ასაჯაროებს - რა წერია მოწმის წერილში, რომელიც საქმეში ვერ მოხვდა

მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს ქეთი ხოსიტაშილს ეკუთვნის. როგორც რობაქიძე განმარტავს, წერილში ნათქვამია, რომ იმჟამინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გურამ დონაძეს სპეცოპერაციის შესახებ ფირის დამონტაჟება თავად სთხოვა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული წერილი ხოსიტაშვილმა 2012 წელს პროკურატურაში თავად მიიტანა, თუმცა საქმეში წერილი არ დევს.

"წამოგიღეთ დოკუმენტი, რომელიც არც ერთი ტელევიზიისთვის არ მიმიცია. ეს არის ქეთი ხოსიტაშვილის ხელნაწერი. წაიღონ ექსპერტიზაზე და ნახონ რას წერს... ეს ადამიანი წერს, თუ როგორ დაურეკა ირაკლი ოქრუაშვილმა დონაძეს სტუდიაში, ამის შემდეგ დონაძე შემობრუნდა და ხოსიტაშილს უთხრა, მომეცი კასეტაო, სადაც 2004 წლის ნოემბერში მომხდარი ამბავი იყო გადაღებული. როგორც კი დონაძე მინისტრისგან ჩამოვიდა, დაგვითხოვა ყველა, ვინც პრესცენტრში ვმუშაობდით, შევიდა ოთახში და დაიწყო მონტაჟიო..." - აცხადებს რობაქიძე.

იხილეთ ვიდეო

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ დაკითხა. როგორც ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მომხდარიდან ათზე მეტი წელია გასული და საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს