მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურატ ჯიოევი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა
მურატ ჯიოევი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი ქარ­თულ მხა­რეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გა­და­ე­ცე­მა. „რეს“-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე­ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პოს­ტკონ­ფლიქ­ტუ­რი და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ში მუ­რატ ჯი­ო­ევ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სამ­ხრე­თო­სუ­რი მხა­რე ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­სა და ოჯახს უსამ­ძიმ­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი სიკ­ვდი­ლი ტრა­გე­დი­აა, მი­უ­ხე­და­ვად გარ­დაც­ვლი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გა­აჩ­ნია "სამ­ხრეთ ოსე­თის" სა­მარ­თლა­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

"რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, მისი სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბამ, ეს და­ა­დას­ტუ­რა ჩვენ­მა წი­ნას­წარ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ. იმის­თის, რომ ჩვე­ნი დას­კვნა და­დას­ტურ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ, მა­სა­ლე­ბი გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს“, - გა­ნა­ცხა­და ჯი­ო­ევ­მა.

მისი თქმით, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის ას­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც მი­ი­ღე­ბენ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­ე­ცე­მა. ჯი­ო­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა მხა­რემ დღე­ის­თვის უნდა იზ­რუ­ნოს იმა­ზე, რომ "ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ არ შე­ი­ძი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი ფონი და კი­დევ უფრო არ გა­არ­თუ­ლოს ცხინ­ვალ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა". მი­სი­ვე თქმით, ტა­ტუ­ნაშ­ვილ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ორი მო­ქა­ლა­ქე.

"შა­ბათს ისი­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ და ამ დრო­ის­თვის სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ლე­ნინ­გორ­ში, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს მათ­თან კი­თხვე­ბი აქვთ, ისი­ნი დრო­ე­ბით რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, რის შემ­დე­გაც, მათ ქარ­თულ მხა­რეს გა­დავ­ცემთ". - გა­ნა­ცხა­და ჯი­ო­ევ­მა. მისი თქმით, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ბე­ბია ლე­ნინ­გორ­ში ცხოვ­რობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მურატ ჯიოევი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა

მურატ ჯიოევი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა. „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთოსური მხარე ტატუნაშვილის ახლობლებსა და ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილი ტრაგედიაა, მიუხედავად გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ კითხვებისა, რომლებიც გააჩნია "სამხრეთ ოსეთის" სამართლადამცავ ორგანოებს.

"როგორც უკვე ცნობილია, მისი სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, ეს დაადასტურა ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ. იმისთის, რომ ჩვენი დასკვნა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, მასალები გადავუგზავნეთ დამოუკიდებელ ექსპერტს“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, გარდაცვლილის სხეული ექსპერტიზის შედეგების ასლებთან ერთად, რომლებსაც მიიღებენ უახლოეს პერიოდში, საქართველოს გადაეცემა. ჯიოევის განცხადებით, ყველა მხარემ დღეისთვის უნდა იზრუნოს იმაზე, რომ "ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ შეიძინოს პოლიტიკური ფონი და კიდევ უფრო არ გაართულოს ცხინვალსა და საქართველოს შორის ურთიერთობა". მისივე თქმით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.

"შაბათს ისინი გათავისუფლდნენ და ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფებიან ლენინგორში, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს მათთან კითხვები აქვთ, ისინი დროებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, მათ ქართულ მხარეს გადავცემთ". - განაცხადა ჯიოევმა. მისი თქმით, ტატუნაშვილის ბებია ლენინგორში ცხოვრობს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი